„გაგვაგებინეთ, ამ სახელმწიფოს ოლიგარქს აძლევთ?! გამოდით ქუჩაში, ამ დროს სახლში რა გინდათ - მინდა ვუთხრა ე.წ. "ქართულ ოცნებას" - თბილისურად, გაგხევთ ნაკერავზე“

მინდა ვუთხრა ე.წ. "ქართულ ოცნებას" - რა სისტემითაც უნდა ჩაატაროთ არჩევნები - თბილისურად გეტყვით, გაგხევთ ნაკერავზე - "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა. მან მოქალაქეებს მიტინგზე მისვლისკენ მოუწოდა იმისათვის, რომ ერთად გააპროტესტონ პარლამენტის მიერ ჩაგდებული კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს. ამასთან, გრიგოლ ვაშაძის თქმით, 17 ნოემბერს გაიმართდება მასშტაბური აქცია.

 

"გვქონდა თათბირი. ამის მოთმენა უკვე აღარ შეიძლება. ვინც სახლში ხართ, გამოდით, იმიტომ, რომ სახელმწიფოსგან არაფერი დარჩა და იმასაც გართმევენ. გაგვაგებინეთ, ამ სახელმწიფოს ოლიგარქს აძლევთ?! გამოდით ქუჩაში, ამ დროს სახლში რა გინდათ. ჩვენ იმ თათბირზე, სადაც ვიყავი, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, გაცილებით რადიკალური ღინისძიებების მომხრე ვიყავი, მაგრამ კომპრომისი კომპრომისია, შეთანხმება შეთანხმებაა. მთელი ოპოზიცია მინუს ერთი, ყველა არის გაერთიანებული, ყველა იდეოლოგიური განსხვავებები გვერდზე გადადებული - ვადამდელი არჩევნები და ახალი შემადგენლობა დაკომპლექტებული სამოქალაქო საზოგადოების მიერ ცესკო-ში. მინდა ვუთხრა ე.წ. "ქართულ ოცნებას" - რა სისტემითაც არ უნდა ჩაატაროთ არჩევნები - თბილისურად გეტყვით, გაგხევთ ნაკერავზე. ყველაზე უფრო აღმაშფოთებელია ის, რომ გაძლევენ დაპირებებს და ეს დაპირებები მიაქვთ. შემდეგ ყველაფერს აბრალებენ ოპოზიციას. თქვენ თვითონ არ გეცინებათ?!

 

ტელევიზორში რომ გვეუბნებით, ხუნდაძე აუმხედრდა ივანიშვილსო, ბარემ ისი ც გეთქვათ, რომ დილას ივანიშვილის ფეხსაცმელები აუმხედრდა ივანიშვილს. თქვენ თვითონ, აღარ გეცინებათ?! ოპოზიცია ერთად არის. ასეთი ერთობა ოპოზიციას არ ჰქონია ეროვნული მოძრაობის შემდეგ. გაიხენეთ, მაშინ 28 რიცხვში, ოპოზიციამ მიაღწია ცესკოს შემადგენლობის გამოცვლას და დამთავრდა კომუნიზმი საქართველოში. ამას მივაღწევთ.

 

ქართველებს სახელმწიფოს გარდა, არაფერი დაგვრჩა. 150 000 ბავშვი შიმშილობს. ხალხი ემიგრაციაშია წასული და ვინც დარჩა, ემიგრაციაზე ოცნებობს. არ დავუთმოთ ეს სახელმწიფო. 23 ნოემბერი მოდის და გაიხსენეთ, რა მოხდა მაშინ საქართველოში",განაცხადა ვაშაძემ.





მსგავსი სიახლეები
„თუ ისევ პარტიებისგან შემოსულ აჟიოტაჟს ავყვებით, პოლიტიკოსთა მარიონეტები გამოვალთ, რადგან პროპორციული სისტემა, ფინანსურადაც და პოლიტიკურადაც, პარტიებს აწყობთ და არა მოქალაქეებს“
ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
„უხერხულობა იცით რა არის? ჩვენი მთავრობა სამი დღის განმავლობაში „ტროლებს“ რომ ამუშავებდა და ისტერიკა იყო იმაზე, რომ ვიღაცას გამბედაობა აქვს, ელაპარაკოს პრობლემების მქონე მეორე მხარეს“
საქართველოს სახელმწიფო საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე თანამდებობას ტოვებს
„მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულები - გაიყვანოს საკუთარი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“
„კალაძეს რომ მხარდამჭერები ჰყავს, იმდენს სიზმარში ვერ წარმოიდგენთ, თქვე უბადრუკებო - კახა კალაძის მსგავსი მერი არ ღირსებია თბილისს“
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავს
„ნინო ბურჯანაძეს კონსტანტინე კოსაჩოვთან შეხვედრისას დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების გამო ბოდიში არ მოუხდია“
"ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა" - გია ვოლსკი
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე განცხადებას ავრცელებს
"უმრავლესობა არ დაიშლება, ამის გარანტიას მე გაძლევთ!" - მამუკა მდინარაძე
"შეუძლებელია, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის იდეამ პარლამენტში მხარდაჭერა მოიპოვოს" - მამუკა მდინარაძე
"ხელისუფლება თვლის, რომ თუ მეორე მხრიდან უფრო რადიკალურად შეუტევს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების იდეას, ამით იმ დიდ უბედურებას გადააგორებს"
უმრავლესობის სხდომაზე ე.წ. ამერიკულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივას განიხილავენ
„სააკაშვილი სწორად იქცევა საქართველოსთან მიმართებაში - როცა რუსეთის საგარეო დაზვერვის გენერალ-ლეიტენანტი ასეთ განცხადებას აკეთებს, საზოგადოებისთვის მიმინდვია განსჯა, რა დონის შეთქმულებასთან გვაქვს საქმე“
„არაა ეს ხალხი ფსიქიურად ჯანმრთელი, მეტიც – საშიში გიჟები არიან, ფულით, საინფორმაციო საშუალებებით და თავისნაირებთან საერთაშორისო კავშირებით“
„პოლიტიკოსებმა, პარტიებმა, ერთმანეთში გაარკვიეთ საქმეები, ძალოვნებს დაანებეთ თავი - ნუ ცდილობთ ქვეყნის სისტემურ შერყევას!“
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოსა და ნინო ბურჯანაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
„ბრმა უნდა იყო, ვერ მიხვდე, რომ საარჩევნო სისტემაზე გამოკიდება აქ არაფერ შუაშია, იგი სასარგებლო იდიოტების აგდებაზეა გათვლილი - არეულობა და დესტაბილიზაციაც ამ მიზნებს ემსახურება“
“გაბედეს“ წევრები სოფო კილაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან აქციას ჩაფხუტებით მართავენ