„მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", თავი დაანებოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ჩვენი მიკერების მცდელობას სააკაშვილთან თუ ბოკერიასთან - ჩვენ ვიკრიბებით 17 ნოემბერს, საღამოს 5 საათზე“

ირმა ინაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

 

მოვუწოდებ "ქართული ოცნების" შესაბამის სტრუქტურას, რომელიც საინფორმაციო პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, თავი დაანებოს ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ჩვენი მიკერების მცდელობას სააკაშვილთან თუ ბოკერიასთან. ჩვენ ვიკრიბებით 17 ნოემბერს, კვირას, საღამოს 5 საათზე რესპუბლიკის მოედანზე. მე მოვუწოდე და ახლაც მოვუწოდებ ყველა პარტიის მხარდამჭერს, უპარტიო თუ პარტიულ მოქალაქეებს, რომ შემოუერთდნენ ჩვენს აქციას, ანუ მე მოვუწოდე და ახლაც მოვუწოდებ არა მარტო ჩვენი პარტიის აქტივს და მხარდამჭერებს, არამედ ყველა სხვა პარტიის მხარდამჭერებს და ვიმეორებ, სრულიად უპარტიო ადამიანებს, რომ შემოგვიერთდნენ!!! ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ მე ჩვენს აქციაზე ვუხმობ სააკაშვილს ან ბოკერიას. მე ვუხმობ ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეებს: შევიკრიბოთ, არა აქვს მნიშვნელობა, ვისი მხარდამჭერი იყავი ან არ იყავი, დღეს ჩვენს გვერით დადექი და მეტიც, უკეთესია ჩვენს რიგებში გადმოხვიდე. ეს ეხება ყველას. მათ შორის, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებსაც.

 

სრულიად ნათელია, რომ ხდება ხელისუფლების უზურპაცია და უზურპაციას ახორციელებს მატყუარა და ცბიერი მმართველი ძალა. ის, რომ ყველა პარტია გარეთ გამოდის და ყველა პოლიტიკური ძალა მიტინგს მართავს ან ემზადება მიტინგის გამართვისთვის, სრულიად არ ნიშნავს ერთად მოქმედებას. უბრალოდ, ხელისუფლებამ იმდენი მზაკვრობა ჩაიდინა, რომ საკუთარ თავს დაუნთო ან დაუნთებს პროტესტის არა ერთ კერას. მთელი საქართველო გამოვა გარეთ და ამათი ხრიკები არ გაამართლებს. ამ დროს, რომ იცოდეთ, ახლა ყველას ელაპარაკებიან, ყველა პარტიას!!! და ვაჭრობენ ყველასთან. მათ შორის, სააკაშვილის და ბოკერიას პარტიებთან. დანარჩენზე ხვალ ვისაუბრებ.





მსგავსი სიახლეები
„თუ ისევ პარტიებისგან შემოსულ აჟიოტაჟს ავყვებით, პოლიტიკოსთა მარიონეტები გამოვალთ, რადგან პროპორციული სისტემა, ფინანსურადაც და პოლიტიკურადაც, პარტიებს აწყობთ და არა მოქალაქეებს“
ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
„უხერხულობა იცით რა არის? ჩვენი მთავრობა სამი დღის განმავლობაში „ტროლებს“ რომ ამუშავებდა და ისტერიკა იყო იმაზე, რომ ვიღაცას გამბედაობა აქვს, ელაპარაკოს პრობლემების მქონე მეორე მხარეს“
საქართველოს სახელმწიფო საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე თანამდებობას ტოვებს
„მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულები - გაიყვანოს საკუთარი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“
„კალაძეს რომ მხარდამჭერები ჰყავს, იმდენს სიზმარში ვერ წარმოიდგენთ, თქვე უბადრუკებო - კახა კალაძის მსგავსი მერი არ ღირსებია თბილისს“
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავს
„ნინო ბურჯანაძეს კონსტანტინე კოსაჩოვთან შეხვედრისას დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების გამო ბოდიში არ მოუხდია“
"ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა" - გია ვოლსკი
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე განცხადებას ავრცელებს
"უმრავლესობა არ დაიშლება, ამის გარანტიას მე გაძლევთ!" - მამუკა მდინარაძე
"შეუძლებელია, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის იდეამ პარლამენტში მხარდაჭერა მოიპოვოს" - მამუკა მდინარაძე
"ხელისუფლება თვლის, რომ თუ მეორე მხრიდან უფრო რადიკალურად შეუტევს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების იდეას, ამით იმ დიდ უბედურებას გადააგორებს"
უმრავლესობის სხდომაზე ე.წ. ამერიკულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივას განიხილავენ
„სააკაშვილი სწორად იქცევა საქართველოსთან მიმართებაში - როცა რუსეთის საგარეო დაზვერვის გენერალ-ლეიტენანტი ასეთ განცხადებას აკეთებს, საზოგადოებისთვის მიმინდვია განსჯა, რა დონის შეთქმულებასთან გვაქვს საქმე“
„არაა ეს ხალხი ფსიქიურად ჯანმრთელი, მეტიც – საშიში გიჟები არიან, ფულით, საინფორმაციო საშუალებებით და თავისნაირებთან საერთაშორისო კავშირებით“
„პოლიტიკოსებმა, პარტიებმა, ერთმანეთში გაარკვიეთ საქმეები, ძალოვნებს დაანებეთ თავი - ნუ ცდილობთ ქვეყნის სისტემურ შერყევას!“
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოსა და ნინო ბურჯანაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
„ბრმა უნდა იყო, ვერ მიხვდე, რომ საარჩევნო სისტემაზე გამოკიდება აქ არაფერ შუაშია, იგი სასარგებლო იდიოტების აგდებაზეა გათვლილი - არეულობა და დესტაბილიზაციაც ამ მიზნებს ემსახურება“
“გაბედეს“ წევრები სოფო კილაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან აქციას ჩაფხუტებით მართავენ