„თუ მიზანი არის გამოსავლის პოვნა, ეს გამოსავალი აუცილებლად მოინახება! ხოლო თუ მიზანი არის დესტრუქცია - ასეც მოხდება!

დავით ზარდიაშვილის ბლოგი:

 

რასაკვირველია, თუ გული გულობს - ქადა ორი ხელით იჭმევა და შექმნილი კრიზისიდან, უფრო სწორედ - იმ დესტრუქციული ტალღიდან, რაც საკონსტიტუციო კანონპროექტის ჩავარდნის გამო აგორდა და რაც სამთავრობო და საპარლამენტო კრიზისამდე ლოგიკურად მიგვიყვანს, თუკი ამის ნება იქნება - სამართლებრივი გამოსავალი ყოველთვის არსებობს! გამოსავალია კონსტიტუციური კანონის პროექტის თავიდან ინიცირება, ოღონდ უკვე არა იგივე, არამედ ისეთი შინაარსით, რაც გონივრული კონსენსუსის გამომხატველი იქნება.

 

ასეთი გონივრული კონსენსუსი, რაზეც არაერთხელ მისაუბრია - პერსონალიზებულ-პროპორციული საარჩევნო სისტემაა, რომლის სხვადასხვაგვარი ვარიანტებიდან ერთ-ერთზე შესაძლოა შეჯერდეს ქვეყანა. მაგალითად ასეთი ვარიანტი:

 

1. ქვეყანა იმდენ საარჩევნო ოლქად, ე.ი. 150 ოლქად, იყოფა, რამდენი მანდატიცაა პარლამენტში. ოლქების ფორმირება ხდება ადმინისტრაციულ-ტერიტრიული დაყოფის შესაბამისად და იმ პრინციპით, რომ ოლქები მეტ-ნაკლებად, რამდენადაც შესაძლებელია, თანაბარი იყოს ამომრჩეველთა რაოდენობით;
2. კანდიდატების წარდგენა ხდება არა რანგირებული პარტიული სიებით. ამასთან, სიაში შეყვანილი თითოეული კანდიდატი წარდგენილი უნდა იქნას ერთ-ერთ და მხოლოდ ერთ საარჩევნო ოლქში; პარტიულ სიაში შეიტანება იმდენი კანდიდატი, რამდენი კანდიდატიც ჯამურად არის წარდგენილი ოლქებში;
3. ამომრჩეველი ხმას აძლევს თავის ოლქში არა მთლიანად სიას, არამედ ამ სიის ოლქში წარდგენილ კონკრეტულ კანდიდატს, ისევე, როგორც ეს ხდებოდა მაჟორიტარულ არჩევნებში;
4. მანდატები პარტიულ სიებს შორის მთლიანად პროპორციულად ნაწილდება; ამისათვის - ჯამდება პარტიის მიერ ყველა ოლქში წარდგენილი კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, მრავლდება 150-ზე და იყოფა არჩევნებში მონაწილეთა ჯამურ რაოდენობაზე; მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა; არა მთელი ნაწილების ჯამით განსაზღვრული ე.წ. „ზედმეტი“ მანდატების რაოდენობა იგივე პრინციპით ნაწილდება პროპორციულად, პარტიების მიერ მიღებული ხმების შესაბამისად;
5. პარტიული სიის რანგირება ხდება თავად ამომრჩევლის მიერ - მანდატს რიგითობით პარტიულ სიაში მიიღებს ის კანდიდატი, რომელმაც თავის ოლქში ფართობითი მაჩვენებლით იმავე სიის სხვა კანდიდატებთან შედარებით მეტი ხმა მიიღო, ხოლო თუ ეს მაჩვენებელი თანაბარია, მაშინ უპირატესობა ენიჭება ხმების აბსოლუტურ რაოდენობას;
6. ასეთ სისტემაში გამორიცხული არ არის დამოუკიდებელ კანდიდატთა მონაწილეობაც, ამისათვის ყველა დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც საინიციატივო ჯგუფის მიერ იქნება წარდგენილი ოლქში, შეიტანება დამოუკიდებელთა ერთიან სიაში, რომელიც ასევე, სხვა პარტიული სიების მსგავსად, მიღებული ხმების პროპორციულად მიიღებს მანდატებს. ხოლო მანდატები იმავე წესით განაწილდება დამოუკიდებელთა სიაში, როგორც ეს ხდება პარტიული სიების შემთხვევაში (გასათვალისწინებელია, რომ დამოუკიდებელთა სიაში შეიძლება შეტანილი იქნას კანდიდატთა განუსაზღვრელი რაოდენობა, ანუ იმდენი, რამდენიც იქნება საინიციატივო ჯგუფების მიერ მთლიანობაში წარდგენილი ყველა ოლქში).

 

რასაკვირველია, ეს ერთ-ერთი ვარიანტია. არსებობს ბევრი სხვა ვარიანტიც; თუ შეჯერება ვერ მოხდება პერსონალიზებულ-პროპორციულ სისტემაზე, შეიძლება რეგიონულ-პროპორციული სიებით არჩევნების თაობაზე მსჯელობაც. თუ მიზანი არის გამოსავლის პოვნა, ეს გამოსავალი აუცილებლად მოინახება! ხოლო თუ მიზანი არის დესტრუქცია - ასეც მოხდება! საუბედუროდ, რასაც ვხედავ, დესტრუქციული ტალღის აგორების დაუოკებელი ჟინი ბევრად სჭარბობს სურვილს, თავიდან ავიცილოთ ისეთი მასშტაბური დესტაბილიზაცია, რაც დაახლოებით 90-იანი წლების საქართველოში გადაგვისვრის: მდგომარეობა მიდის ქაოსისკენ: ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ. გამოცდილება გვაქვს - ასეთ დროს ამგვარ ომში ყველაზე დაუნდობელი ნაძირლები იმარჯვებენ! ეს გარდაუვალი იქნება! სანამ კიდევ არსებობს ეროვნული თანხმობის მიღწევის იოტისოდენა შანსი მაინც, ეს შანსი არც ერთ შემთხვევაში ხელიდან არ უნდა გაუშვათ! დაუყოვნებლივ არის საჭირო კონსულტაციების დაწყება, რათა მოხდეს რაც შეიძლება მალე ახალი საკონსტიტუციო პროექტის ინიცირება! საუბედუროდ, ისეთი ვითარება იქმნება, როცა წინა საარჩევნოდ ეროვნული თანხმობის მიღწევის ერთადერთი ალტერნატივა - სამოქალაქო ომია! ამ დროს არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ ვისი მომხრეა, ვინ ვის ბანაკშია დ აღარც იმას, ვინ დარჩება ნეიტრალური თუ მიუმხრობელი: სამოქალაქო ომი მაინც ყველაფერს ჩამოწერს!





მსგავსი სიახლეები
„სანამ დეოკუპაცია არ მოხდება და რუსეთი საქართველოდან არ გაიყვანს თავის ჯარისკაცებს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ხარჯზე არანაირი დათმობები არ იქნება"
„ევროკავშირის დელეგაციის მიზანია, მხარი დაუჭიროს პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც ახლა დაიწყო და გაგრძელდება“
„თუ ისევ პარტიებისგან შემოსულ აჟიოტაჟს ავყვებით, პოლიტიკოსთა მარიონეტები გამოვალთ, რადგან პროპორციული სისტემა, ფინანსურადაც და პოლიტიკურადაც, პარტიებს აწყობთ და არა მოქალაქეებს“
ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
„უხერხულობა იცით რა არის? ჩვენი მთავრობა სამი დღის განმავლობაში „ტროლებს“ რომ ამუშავებდა და ისტერიკა იყო იმაზე, რომ ვიღაცას გამბედაობა აქვს, ელაპარაკოს პრობლემების მქონე მეორე მხარეს“
საქართველოს სახელმწიფო საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე თანამდებობას ტოვებს
„მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულები - გაიყვანოს საკუთარი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“
„კალაძეს რომ მხარდამჭერები ჰყავს, იმდენს სიზმარში ვერ წარმოიდგენთ, თქვე უბადრუკებო - კახა კალაძის მსგავსი მერი არ ღირსებია თბილისს“
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავს
„ნინო ბურჯანაძეს კონსტანტინე კოსაჩოვთან შეხვედრისას დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების გამო ბოდიში არ მოუხდია“
"ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა" - გია ვოლსკი
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე განცხადებას ავრცელებს
"უმრავლესობა არ დაიშლება, ამის გარანტიას მე გაძლევთ!" - მამუკა მდინარაძე
"შეუძლებელია, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის იდეამ პარლამენტში მხარდაჭერა მოიპოვოს" - მამუკა მდინარაძე
"ხელისუფლება თვლის, რომ თუ მეორე მხრიდან უფრო რადიკალურად შეუტევს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების იდეას, ამით იმ დიდ უბედურებას გადააგორებს"
უმრავლესობის სხდომაზე ე.წ. ამერიკულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივას განიხილავენ
„სააკაშვილი სწორად იქცევა საქართველოსთან მიმართებაში - როცა რუსეთის საგარეო დაზვერვის გენერალ-ლეიტენანტი ასეთ განცხადებას აკეთებს, საზოგადოებისთვის მიმინდვია განსჯა, რა დონის შეთქმულებასთან გვაქვს საქმე“
„არაა ეს ხალხი ფსიქიურად ჯანმრთელი, მეტიც – საშიში გიჟები არიან, ფულით, საინფორმაციო საშუალებებით და თავისნაირებთან საერთაშორისო კავშირებით“
„პოლიტიკოსებმა, პარტიებმა, ერთმანეთში გაარკვიეთ საქმეები, ძალოვნებს დაანებეთ თავი - ნუ ცდილობთ ქვეყნის სისტემურ შერყევას!“
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოსა და ნინო ბურჯანაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს