„აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს თბილისში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას. სამინისტრო დღეს დაგეგმილ აქციებზე უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთანავე, პოლიცია იცავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

საპოლიციო ძალები მობილიზებულია, რათა დაცული იყოს ერთი მხრივ შეკრების და მანიფესტაციის დროს მოქალაქეთა უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, ხოლო მეორე მხრივ - სახელმწიფო ორგანოებმა შეუფერხებლად განაგრძონ საქმიანობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.





მსგავსი სიახლეები
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
ლაშა ბექაური სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს - რატომ წაშალა პოსტი ძიუდოისტმა, სადაც პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებდა
მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ბექაური სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს
თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, ღამის კლუბში წუხელ მომხდარი დაპირისპირებისას ორი პირის დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ დღეს დააკავა
„ყველა მშობელმა იცოდა, რომ მამაკაცი კლიენტებისთვის იყო გათვლილი მათი შვილების ფოტოები“
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ პირებს 17-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ
რომან მალანიამ ჩვენება მას შემდეგ შეცვალა, რაც ბერ-მონაზონი სვიმონ ქავთარაძე სამართალდამცავ უწყებას საკუთარი სურვილით ჩაბარდა და ნარკოდანაშაული აღიარა
„განვმარტე, ბიძინა ივანიშვილის დამხობა რატომ არ არის სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, რისთვისაც მრცხვენია - არ მეგონა, რომ ამის განმარტება ამ რეჟიმის დროსაც თუ მომიწევდა“
„დღევანდელ გენერალურ პროკურორს თუ გავითვალისწინებთ, საშუალო განათლება მაქვს" - ირაკლი ოქრუაშვილი
ყალბი 500-ევროიანი კუპიურების გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
ნიკა გვარამია ხვალ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს
პოლიციამ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით კიდევ 11 წევრი დააკავა - მათ შორის, ბავშვების მშობლები და პედაგოგები
ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ ფულის უკანონო ლეგალიზაციაში გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი, გიორგი ღონიაშვილი და ალექსანდრე გოგოხია იყვნენ ჩართულები
ფატუ ბენსუდა არ გამორიცხავს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გამოძიების შედეგები 2020 წლის ბოლომდე გახდეს ცნობილი
მას მანქანის უკანა სავარძელში მყოფმა პირებმა ესროლეს! - უკრაინაში ქართველი ბიზნესმენის მკვლელობის ახალი დეტალები
დაკავებულია პირი, რომელმაც ბიზნესპარტნიორი მოკლა, ცხედარი ლითონის კასრში მოათავსა და ცეცხლი წაუკიდა
„რაც უფრო მეტ პოლიტიკურ ოპონენტს ჩასვამს ციხეში ივანიშვილი, მით უფრო მძიმე იქნება მისი პოლიტიკური ბედი მომავალში“
„ამაზე მნიშნველოვანი კენჭისყრა ამ წელს არ იქნება - ამიტომ დიდი აქციის და მიტინგის თარიღს გამოვაცხადებთ, როდესაც მოსამართლეების კენჭისყრის დღე იქნება“
შსს-მ პანკისის ხეობაში შეიარაღებული დაპირისპირებისას ვისო მუთოშვილის მკვლელობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
„ნიკა გვარამიას გენერალური პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს“