იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს მოუწოდა, სათანადო მხარდაჭერა გაუწიონ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს, კერძოდ, უკრაინასა და საქართველოს

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს მოუწოდა სათანადო მხარდაჭერა გაუწიონ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს, კერძოდ, უკრაინასა და საქართველოს. ამის შესახებ მან ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე განაცხადა. „ჩვენ ვართ პარტნიორები საქართველოსთან და უკრაინასთან შავი ზღვის რეგიონში. მოვუწოდებთ მოკავშირეებს გამოყონ აუცილებელი რესურსები, კადრები, რათა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენ ვთავაზობთ პრაქტიკულ დახმარებას უკრაინასა და საქართველოს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

 

მისივე თქმით, შავი ზღვის რეგიონი მნიშვნელოვანია ნატოსთვის და ალიანსი აძლიერებს თავის ყოფნას იქ ბოლო წლების განმავლობაში. „ჩვენ შევათანხმეთ დახმარების პაკეტი აპრილში, რათა ჩავატაროთ ბევრი სწავლება, გავზარდოთ ინფორმაციის გაცვლა“ , - აღნიშნა სტოლტენბერგმა. მანვე განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ, ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოსა და უკრაინაში იმყოფებოდა. მისივე თქმით, ალიანსი ურთიერთქმედებაშია უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებთან. გენერალური მდივნის თქმით, ნატო მხარს უჭერს საქართველოს თავის სწრაფვაში გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და ალიანსი დაეხმარება საქართველოს თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში. „ჩვენ დავეხმარებით და მხარს დავუჭერთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვეხმარებით მათ თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზებაში, რეფორმების განხორციელებაში. სწორედ ეს არის საქართველოში ნატო-ს წარმომადგენლობის მიზანი“ ,- აღნიშნა სტოლტენბერგმა.





მსგავსი სიახლეები
დიდი ბრიტანეთი კეინსიდან დღემდე - ციკლიდან „ეკონომიკის გაკვეთილები“
ავღანეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა- ბორტზე 110 ადამიანი იმყოფებოდა
ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფისას დაიღუპა
„გაიძვერა ადამ შიფი კორუმპირებული პოლიტიკოსია და სავარაუდოდ, ძალიან ავადაა - ცრუ იმპიჩმენტი გახლავთ არჩევნებში მასობრივი ჩარევა“
თურქეთში მიწისძვრით დაშავებულთა რიცხვი 2 000 აღწევს, დაღუპულთა რიცხვი კი 35-მდე გაიზარდა
„ჩეჩნეთის ყოფილმა ლიდერმა რამზან კადიროვმა რუსეთის ტერიტორია დატოვა და საუდის არაბეთში იმყოფება - როგორც ჩანს, მას ეშინია ლიკვიდაციის“
ახალი კორონავირუსი გასაკუთრებით საშიშია საშუალო ასაკისა და ასაკოვანი ადამიანებისთვის
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა
თურქეთის აღმოსავლეთში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
8 იანვარს, ირანის მიერ ერაყის სამხედრო ბაზების დაბომბვის შედეგად, 34 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა
ბერძნული სამხედრო გემის "ფემისტოკლეს" კაპიტანმა 1999 წელს NATO-სერბეთის ომის დროს უარი განაცხადა, გამოსულიყო მართლმადიდებელი სერბების წინააღმდეგ
დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც აბორტის წინააღმდეგ მარშში მიიღებს მონაწილეობას
"ნატო-ს ისეთი მოკავშირე სჭირდება, როგორიც საქართველოა -საქართველო უნდა გახდეს ალიანსის წევრი"
ჩინეთის ქალაქ უხანში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას წყვეტს
„რომელ სამხედრო პარიტეტზეა საუბარი, როდესაც ამერიკის კოსმოსური სააგენტო, იგივე NASA, მარსის კოლონიალიზაციისათვის ემზადება, რუსეთს კი ჩინეთი უკვე უყენებს პრეტენზიებს ციმბირზე?“
ირანი უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ მეორე წინასწარ მოხსენებას აქვეყნებს
ევროკავშირი თურქეთს დახმარებას 75 პროცენტით უმცირებს
"ირანის ე.წ. უმაღლესი ლიდერი სიტყვების შერჩევისას ფრთხილად უნდა იყოს"
სენატმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო