"არანაირი საჩივარი არ ისმის არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო“ - აზერბაიჯანული მედია თბილისში მიმდინარე აქციებზე

აზერბაიჯანული მედია თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. Haqqin.az-ის ცნობით, თბილისში ივნისიდან მოყოლებული საპროტესტო აქციები იმართება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ზოგჯერ საკმაოდ მკაცრი მეთოდებით უსწორდება, იყენებს რა რეზინის ტყვიებს, წყლის ჭავლს, რკინის ხელკეტებს და „ერთი სიტყვით, ყველა პრევენციულ ძალას უკანონო ქმედებებში მონაწილეთა წინააღმდეგ“.

 

„ძალიან უცნაურია, რომ საქართველოს ხელისუფლების აბსოლუტურად კანონიერი, მაგრამ დასავლური თვალსაზრისით რომ ვთქვათ არალიბერალური, თითქმის „რესპრესიული მეთოდები“ არ იწვევს პროტესტს აშშ-ს საელჩოსა და ევროკავშირის მისიაში. არანაირი საჩივარი არ ისმის არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო“,- წერს გამოცემა.

 

ავტორი ყურადღებას ამახვილებს, რომ დასავლეთის მიდგომა საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანთან, სადაც დასავლეთი „აბსოლუტურ და შეუზღუდავ პოლიტიკურ ლიბერალიზაციას ითხოვს“, სრულიად განსხვავებულია.

 

„თბილისში, მანიფესტაციებს რეზინის ტყვიებს უშენენ. ვაშინგტონი და ბრიუსელი დუმს. ქართულ ოპოზიციას კუთხეში იმწყვდევენ-ვაშინგტონი და ბრიუსელი დუმს, მაგრამ აი, თუ აზერბაიჯანული ოპოზიციის უმწეო და მშიშარა ნაწილი ცდილობს ბაქოს ცენტრში არეულობა მოაწყოს და მას სამართალდამცავთა წინააღმდეგობა შეხვდება, დასავლეთი ამ ხელისუფლების ქმედებებს არალეგიტიმურ და არაპროპორციულად მიიჩნევს“,-აცხადებს ავტორი და დასძენს, რომ „ის რაც დასაშვებია ნინოსთვის, აკრძალულია ალისთვის“.





მსგავსი სიახლეები
წერილების სერია კონგრესიდან და მისი პოლიტიკური შედეგები
“სამწუხაროდ, არა გვყავს ისეთი ოპოზიცია, რომელზეც ხალხს გაუჩნდებოდა განწყობა, რომ მას შეუძლია ძალაუფლების გადაბარება”
რა ხდება უხანში? - Deutsche Welle
“ოპოზიციამ წულუკიანს ყოველდღე მადლობები უნდა უხადოს”
რატომ გაძლიერდა დასავლეთის კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ და რა შედეგები ექნება ამას ქვეყნისთვის
არანაირი გაიაფება არ იქნება! - შეიძლება ზოგი რამ გაძვირდეს კიდეც
მინისტრი თავის გადადგომას აანონსებს - რატომ მიდის თეა წულუკიანი და ვინ წავა მთავრობიდან მასთან ერთად
რატომ არ ამოწმებენ ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსულ მგზავრებს კორონავირუსზე
რამ შეიძლება აიძულოს ივანიშვილი პრემიერად დაბრუნდეს
“საკითხავია, ივანიშვილს აქვს კი არჩევანის საშუალება?”
“ივანიშვილის პრემიერობას გამოვრიცხავ: მან იცის, რომ საჯარო პოლიტიკა, პრემიერ-მინისტრობა მისი საქმე არ არის”
რატომ ალაპარაკდა სოხუმი საქართველოსთან დიალოგზე
რას უპირებს კალაძეს ივანიშვილი
პუტინი პრეზიდენტობას “ეროვნულ ლიდერობაში” ცვლის - რევოლუციური ცვლილებები მოსკოვში
ახალგორელების ტყვეობის 133-ე დღე - რა ბედი ეწევა 1500 ადამიანს, ისევ გაურკვეველია
"ლავროვის თბილისში ჩასვლის შანსი მინიმალურია" - რუსული მედია
"ივანიშვილი საქართველოსთვის ბევრად უფრო უკეთესი მოვლენაა, ვიდრე პლახოტნიუკი მოლდოვისთვის"- გია ხუხაშვილი
რა არ აპატია მოსკოვმა გალელებისთვის “უტიფარ“ და "კაცთმოძულე“ ხაჯიმბას
„საქართველო შესაძლოა, გარკვეულ ძალებს წერტილოვანი დარტყმებისთვის აერჩიათ“
“აფხაზური ოპოზიციის უკან ანქვაბი დგას” - პაატა დავითაია