ვინ დაიკავებს საპარლამენტო თანამდებობებს - უმრავლესობაში გამალებული კონსულტაციები მიდის

“ვინ დაიკავებს საპარლამენტო თანამდებობებს მას შემდეგ, რაც უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატმა დატოვა, რომლებიც სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდნენ? უმრავლესობაში კონსულტაციებს ადასტურებენ და ამბობენ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა შეიძლება ერთ-ერთი ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაიკავოს. ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები თამარ ჩუგოშვილმა და ზვიად ძიძიგურმა დატოვეს. ჩუგოშვილისა და ძიძიგურის პროტესტი პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კანონპროექტის ჩაგდებას მოჰყვა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ვინ დაიკავებს საპარლამენტო თანამდებობებს - უმრავლესობაში გამალებული კონსულტაციები მიდის.


“გავრცელებული ინფორმაციით, საგარეო კომიტეტში თავმჯდომარის პოსტი შესაძლოა ირაკლი ბერაიამ დაიკავოს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი რომან კაკულია, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე კი ნუკრი ქანთარია გახდეს, ხოლო ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი კონსულტაციების მიმდინარეობას ადასტურებს და აცხადებს, რომ შედეგი მალე გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, რეგლამენტის მიხედვით ერთი კვირა აქვს უმრავლესობას იმისთვის, რომ ვაკანტურ თანამდებობებზე ახალი დეპუტატები წარადგინონ. “კონსულტაციების ნამდვილად მიდის და ამის შესახებ ინფორმაცია მედიასაც მალე ეცნობება. თუ ვინ დაიკავებს კომიტეტის თავმჯდომარეების თუ ვიცე-სპიკერის თანამდებობას, ამაზე შევჯერდებით. გამომდინარე იქიდან, რომ რეგლამენტით ჩვენ გარკვეულ ვადებში ვართ შეზღუდული, ეს არის ერთკვირიანი ვადა და ამ დროში უნდა მოვასწროთ”, - განაცხადა გიორგი კახიანმა. "პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია, რომელსაც უმრავლესობა საგარეო კომიტეტის თავმჯდომარედ მოიაზრებს, გუნდის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება და ადასტურებს, რომ გარკვეული კონსულტაციები მიდის”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“რა თქმა უნდა, გუნდში კონსულტაციები მიდის, მათ შორის ჩემთანაც. მას შემდეგ რაც ჩვენი გუნდი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით, უფრო ზუსტად შევძლებ მეც პასუხის გაცემას”, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე თამარ ჩუგოშვილი შესაძლოა, მან ჩაანაცვლოს. როგორც ვოლსკი ამბობს, უმრავლესობის სხდომის გამართვამდე აღნიშნულზე მისი მხრიდან საუბარი ლოგიკური არ იქნება. “არ იქნება ლოგიკური, ვიდრე უმრავლესობის სხდომა არ შედგება, დავადასტურო ან უარვყო პასუხი. მოკლედ “არც ვადასტურებ და არც უარვყოფ”... რაც შეეხება თქვენს მოსაზრებებს ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის ჩემი გადანაცვალების შესაძლებლობაზე, არის ლოგიკური და ყველა მოსაზრება, რაც ჩამოთვალეთ და კიდევ უფრო მეტი განიხილება”, - განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები პროტესტის ნიშნად უმრავლესობის 12-მა დეპუტატმა დატოვა. ამის შედეგად 3 საპარლამენტო კომიტეტი თავმჯდომარის, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე 2 მოადგილის გარეშე დარჩა”, - დასძენს გამოცემა.





მსგავსი სიახლეები
წერილების სერია კონგრესიდან და მისი პოლიტიკური შედეგები
“სამწუხაროდ, არა გვყავს ისეთი ოპოზიცია, რომელზეც ხალხს გაუჩნდებოდა განწყობა, რომ მას შეუძლია ძალაუფლების გადაბარება”
რა ხდება უხანში? - Deutsche Welle
“ოპოზიციამ წულუკიანს ყოველდღე მადლობები უნდა უხადოს”
რატომ გაძლიერდა დასავლეთის კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ და რა შედეგები ექნება ამას ქვეყნისთვის
არანაირი გაიაფება არ იქნება! - შეიძლება ზოგი რამ გაძვირდეს კიდეც
მინისტრი თავის გადადგომას აანონსებს - რატომ მიდის თეა წულუკიანი და ვინ წავა მთავრობიდან მასთან ერთად
რატომ არ ამოწმებენ ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსულ მგზავრებს კორონავირუსზე
რამ შეიძლება აიძულოს ივანიშვილი პრემიერად დაბრუნდეს
“საკითხავია, ივანიშვილს აქვს კი არჩევანის საშუალება?”
“ივანიშვილის პრემიერობას გამოვრიცხავ: მან იცის, რომ საჯარო პოლიტიკა, პრემიერ-მინისტრობა მისი საქმე არ არის”
რატომ ალაპარაკდა სოხუმი საქართველოსთან დიალოგზე
რას უპირებს კალაძეს ივანიშვილი
პუტინი პრეზიდენტობას “ეროვნულ ლიდერობაში” ცვლის - რევოლუციური ცვლილებები მოსკოვში
ახალგორელების ტყვეობის 133-ე დღე - რა ბედი ეწევა 1500 ადამიანს, ისევ გაურკვეველია
"ლავროვის თბილისში ჩასვლის შანსი მინიმალურია" - რუსული მედია
"ივანიშვილი საქართველოსთვის ბევრად უფრო უკეთესი მოვლენაა, ვიდრე პლახოტნიუკი მოლდოვისთვის"- გია ხუხაშვილი
რა არ აპატია მოსკოვმა გალელებისთვის “უტიფარ“ და "კაცთმოძულე“ ხაჯიმბას
„საქართველო შესაძლოა, გარკვეულ ძალებს წერტილოვანი დარტყმებისთვის აერჩიათ“
“აფხაზური ოპოზიციის უკან ანქვაბი დგას” - პაატა დავითაია