რატომ არა აქვს პერსპექტივა მაჟორიტარების კონტრშეტევას პროპორციულ სისტემაზე – „ეს პოლიტიკური თამაშებია“

“სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცედურებზე საუბრობრისას, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე “რეზონანსთან”აცხადებს, რომ ამ სისტემაზე გადასვლა შეუძლებელია, რადგან “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავს, ოპოზიციონერი დეპუტატები კი ახალ ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ. კონსტიტუციონალისტი მიიჩნევს, რომ უმრავლესობის დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას პერსპექტივა არ გააჩნია და ეს უბრალოდ “პოლიტიკური თამაშებია”. დეპუტატი გია ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ ამ საკითხის განხილვა საერთოდ არასერიოზული და უსაგნოა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რატომ არა აქვს პერსპექტივა მაჟორიტარების კონტრშეტევას პროპორციულ სისტემაზე - “ეს პოლიტიკური თამაშებია”.


“სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედების მიზნით, საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებისთვის მაჟორიტარი დეპუტატები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ". ამის შესახებ განცხადება უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა. მისივე ინფორმაციით, მაჟორიტარი დეპუტატები აპირებენ, 200 ათასი ხელმოწერა შეაგროვონ, რათა კონსტიტუციური პროექტის ინიცირება მოხდეს. საკონსტიტუციო ცვლილებებს სჭირდება 76 დეპუტატის ინიცირება ან 200 ათასი მოქალაქის ხელმოწერა. მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი ინიციატივით, რომ ქვეყანა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადავიდეს, 19 ნოემბერს გამოვიდა. ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ კანონპროექტის წარდგენისთვის საჭიროა პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტის ხელმოწერა, რაც ამ ეტაპისთვის შეუძლებელია. დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა. სპიკერის თქმით, მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში შეთანხმებული პოზიცია არ არსებობს, მაგრამ მაჟორიტარებს აქვთ უფლება, თავისი პოზიცია ჰქონდეთ. ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ეს არის კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი, რომლის ინიცირებისთვის საჭიროა პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტის ხელმოწერა, ან 200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა. წარდგენის შემდეგ, მიდის ჩვეულებრივი პროცესი; საყოველთაო-სახალხო განხილვა მინიმუმ ერთთვიანი, შემდეგ კომიტეტებში განხილვები და ბოლოს, პლენარულ სხდომაზე განხილვა. თუ კანონპროექტი იქნა მიღებული 3/4-ის უმრავლესობით, ეს ცვლილება კონსტიტუციაში მაშინვე შედის, თუ იქნა მიღებული 2/3-ის უმრავლესობით, კანონპროექტი მომდევნო მოწვევის პარლამენტს გადაეცემა, რომელმაც ის უნდა დაამტკიცოს ასევე 2/3-ის უმრავლესობით. მეორე პარლამენტის დამტკიცებისა და პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ, ძალაში შევა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.

 

“3/4-ის უმრავლესობა დღევანდელ “ქართული ოცნების” უკვე აღარ ჰყავს და მის ახლავე ამოქმედებას ვერ შეძლებენ. დარწმუნებული ვარ, ვინც უმრავლესობაში არ არის, მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას მხარს არ დაუჭერენ. თანაც, თუ მიიღო 2/3-ის უმრავლესობა, რაც ასევე ძალიან საეჭვოა, რადგან დღევნდელი უმრავლესობის წევრთა ნაწილი ამბობს, რომ მხარს უჭერენ პროპორციულ სისტემას, ეჭვი მეპარება 2/3 მიიღოს. თუ ეს უმრავლესობა ვერ მიიღო, ჩავარდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო პარლამენტმა უნდა იმსჯელოს ამაზე, სადაც არ ვიცით როგორი იქნება ძალთა განაწილება, მაგრამ მოლოდინი და პროგნოზები ისეთია, რომ ვერცერთ პარტიას ვერ ექნება არა კონსტიტუციური უმრავლესობა, არამედ საპარლამენტო უმრავლესობაც კი, ამიტომ ამის პერსპექტივა ძალიან დაბალია. ვინც ამის გაკეთებას აპირებს, ამას კარგად უნდა ხვდებოდეს. ამას აქვს დემონსტრაციის სახე - „თქვენ პროპორციული გინდათ? მაშინ მოვითხოვთ მთლიანად მაჟორიტარულს”, - დაასკვნის ვახტანგ ხმალაძე.

 

„ამ საკითხის განხილვა არასერიოზულია. ეს არის პოლიტიკური თამაშები. ყველას ყელში ამოუვიდა, ხალხსაც და მეც, ამ საარჩევნო სისტემებზე უსაგნო დისკუსია. სულ სხვა საკითხებია მნიშვენლოვანი. მნიშვნელოვანია ის, რომ იყო ეს განაცხადი, მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ხელმოწერილი ინიციატივა შემოვიდა. ოთხი თვის განმავლობაში მათი თავგადაკლული ლიდერები მოსახლეობას არწმუნებდნენ იმაში, რომ ეს არის საქართველოს გადარჩენა, უცებ აღმოჩნდა, რომ არ არის გადარჩენა. პროპორციული სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ რეგიონული წარმომადგენლობა იქნას უზურნველყოფილი; ვთავაზობდი ასეთ მექანიზმებს და პრინციპებს. ის, რაც დღეს ხდება, არის არასერიოზული. ამ დისკუსიაში არ შევალ. კომპეტენტური მსჯელობისთვის არ ხდება ეს. მეტი მომზადება სჭირდებათ იმ ადამიანებს, ვინც ამაზე მსჯელობს, როგორც ერთ, ისე მეორე მხარე”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ჟორჟოლიანი.





მსგავსი სიახლეები
წერილების სერია კონგრესიდან და მისი პოლიტიკური შედეგები
“სამწუხაროდ, არა გვყავს ისეთი ოპოზიცია, რომელზეც ხალხს გაუჩნდებოდა განწყობა, რომ მას შეუძლია ძალაუფლების გადაბარება”
რა ხდება უხანში? - Deutsche Welle
“ოპოზიციამ წულუკიანს ყოველდღე მადლობები უნდა უხადოს”
რატომ გაძლიერდა დასავლეთის კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ და რა შედეგები ექნება ამას ქვეყნისთვის
არანაირი გაიაფება არ იქნება! - შეიძლება ზოგი რამ გაძვირდეს კიდეც
მინისტრი თავის გადადგომას აანონსებს - რატომ მიდის თეა წულუკიანი და ვინ წავა მთავრობიდან მასთან ერთად
რატომ არ ამოწმებენ ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსულ მგზავრებს კორონავირუსზე
რამ შეიძლება აიძულოს ივანიშვილი პრემიერად დაბრუნდეს
“საკითხავია, ივანიშვილს აქვს კი არჩევანის საშუალება?”
“ივანიშვილის პრემიერობას გამოვრიცხავ: მან იცის, რომ საჯარო პოლიტიკა, პრემიერ-მინისტრობა მისი საქმე არ არის”
რატომ ალაპარაკდა სოხუმი საქართველოსთან დიალოგზე
რას უპირებს კალაძეს ივანიშვილი
პუტინი პრეზიდენტობას “ეროვნულ ლიდერობაში” ცვლის - რევოლუციური ცვლილებები მოსკოვში
ახალგორელების ტყვეობის 133-ე დღე - რა ბედი ეწევა 1500 ადამიანს, ისევ გაურკვეველია
"ლავროვის თბილისში ჩასვლის შანსი მინიმალურია" - რუსული მედია
"ივანიშვილი საქართველოსთვის ბევრად უფრო უკეთესი მოვლენაა, ვიდრე პლახოტნიუკი მოლდოვისთვის"- გია ხუხაშვილი
რა არ აპატია მოსკოვმა გალელებისთვის “უტიფარ“ და "კაცთმოძულე“ ხაჯიმბას
„საქართველო შესაძლოა, გარკვეულ ძალებს წერტილოვანი დარტყმებისთვის აერჩიათ“
“აფხაზური ოპოზიციის უკან ანქვაბი დგას” - პაატა დავითაია