"საქართველოს სომხური მოსახლეობის განწყობა მმართველი პარტიის მიმართ ლოიალურია"-გრანტ მიქაელიანი

„საქართველოს სომხური საზოგადოება ქვეყნის ხელისუფლებისადმი ლოიალურადაა განწყობილი - მმართველი პარტიის მიერ ეროვნული უმცირესობების მიმართ გატარებული ნეიტრალური პოლიტიკის გამო“, - განაცხადა ერევანში გამართულ პრეს-კონფერენციაზე კავკასიის ინსტიტუტის ექსპერტმა გრანტ მიქაელიანმა.

 

„საქართველოში მცხოვრები სომხები იძულებით დადგნენ პროსახელისუფლო განწყობაზე იმ ზეწოლის გამო, რომელიც მათზე მრავალი წლის განმავლობაში ხდებოდა. უნდა ითქვას, რომ დღეს „ქართული ოცნების“ მთავრობა შედარებით ნაკლებად არღვევს სომხური თემის უფლებებს. ამასთან დაკავშირებით სომხური მოსახლეობის სიმპათიები მმართველი პარტიის მხარესაა“, - განაცხადა ექსპერტმა.

 

გრანტ მიქაელიანის თქმით, საქართველოში სტაბილური ხელისუფლების არსებობით დაინტერესებულია აგრეთვე თვით სომხეთიც, რომელსაც იმედი აქვს, რომ საქართველო უფრო აქტიურად ჩაებმება ირანთან და რუსეთთან დაკავშირებულ რეგიონულ ეკონომიკურ პროექტში: „ბოლო ორი-სამი წლის მანძილზე შეინიშნება საქართველოს მოსახლეობის სიმპათიის პოზიტიური დინამიკა სომხეთის მიმართაც. დღევანდელი მდგომარეობით, სოციოლოგიურ გამოკითხვებში მონაწილეთა 10% დადებითად მიიჩნევს საქართველო-სომხეთის ურთიერთობის გაუმჯობესებას, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებლია“, - აღნიშნა ექსპერტმა.

 

გრანტ მიქაელიანის აზრით, სრულიად შესაძლებელია, რომ საქართველოში შექმნილი არასტაბილური სიტუაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე შენარჩუნდეს. ექსპერტმა იმავდროულად არ გამორიცხა მოვლენების არაპროგნოზირებული პროცესები და სიტუაციის განვითარების მოულოდნელი სცენარები იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის საპარლამენტო მართვის ფორმაზე გადასვლის შემდეგ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა სამჯერ შეიცვალა.

 

„დღეს ქართულ ოპოზიციას ქუჩაში 3-4 ათასი ადამიანის გამოყვანა თუ შეუძლია. ამ საპროტესტო აქციის თავისებურება იმაშია, რომ მის მამოძრავებელ ძალას ძირითადად ორი პოლიტიკური პარტია წარმოადგენს - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. მათმა თანამშრომლობამ ქვეყანა შეიძლება ახალ რევოლუციამდე არ მიიყვანოს, მაგრამ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის პროვოცირება ნამდვილად შეუძლია“, - თვლის ერევნის კავკასიის ინსტიტუტის ექსპერტი.
---------
წყარო: https://newsarmenia.am/…/ekspert-rasskazal-o-pozitsii-gruz…/

 

მოამზადა სიმონ კილაძემ





მსგავსი სიახლეები
წერილების სერია კონგრესიდან და მისი პოლიტიკური შედეგები
“სამწუხაროდ, არა გვყავს ისეთი ოპოზიცია, რომელზეც ხალხს გაუჩნდებოდა განწყობა, რომ მას შეუძლია ძალაუფლების გადაბარება”
რა ხდება უხანში? - Deutsche Welle
“ოპოზიციამ წულუკიანს ყოველდღე მადლობები უნდა უხადოს”
რატომ გაძლიერდა დასავლეთის კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ და რა შედეგები ექნება ამას ქვეყნისთვის
არანაირი გაიაფება არ იქნება! - შეიძლება ზოგი რამ გაძვირდეს კიდეც
მინისტრი თავის გადადგომას აანონსებს - რატომ მიდის თეა წულუკიანი და ვინ წავა მთავრობიდან მასთან ერთად
რატომ არ ამოწმებენ ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსულ მგზავრებს კორონავირუსზე
რამ შეიძლება აიძულოს ივანიშვილი პრემიერად დაბრუნდეს
“საკითხავია, ივანიშვილს აქვს კი არჩევანის საშუალება?”
“ივანიშვილის პრემიერობას გამოვრიცხავ: მან იცის, რომ საჯარო პოლიტიკა, პრემიერ-მინისტრობა მისი საქმე არ არის”
რატომ ალაპარაკდა სოხუმი საქართველოსთან დიალოგზე
რას უპირებს კალაძეს ივანიშვილი
პუტინი პრეზიდენტობას “ეროვნულ ლიდერობაში” ცვლის - რევოლუციური ცვლილებები მოსკოვში
ახალგორელების ტყვეობის 133-ე დღე - რა ბედი ეწევა 1500 ადამიანს, ისევ გაურკვეველია
"ლავროვის თბილისში ჩასვლის შანსი მინიმალურია" - რუსული მედია
"ივანიშვილი საქართველოსთვის ბევრად უფრო უკეთესი მოვლენაა, ვიდრე პლახოტნიუკი მოლდოვისთვის"- გია ხუხაშვილი
რა არ აპატია მოსკოვმა გალელებისთვის “უტიფარ“ და "კაცთმოძულე“ ხაჯიმბას
„საქართველო შესაძლოა, გარკვეულ ძალებს წერტილოვანი დარტყმებისთვის აერჩიათ“
“აფხაზური ოპოზიციის უკან ანქვაბი დგას” - პაატა დავითაია