"საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა საახალწლოდ იგეგმებოდა, მაგრამ საპროტესტო აქციების გამო გადაიდო"-რუსული მედია

“რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას სააახალწოდ აპირებდა, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა და თბილისში დაწყებული საპროტესტო აქციების გამო, ამ გადაწყვეტილების მიღება 2020 წლის დასაწყისისთვის გადაიდო - ამის შესახებ რუსული "იზვესტია“ წერს რუსეთის ხელისუფლებაში თავის წყაროებზე დაყრდნობით”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რუსული მედია: საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა საახალწლოდ იგეგმებოდა, მაგრამ საპროტესტო აქციების გამო გადაიდო.


"როგორც "იზვესტიას“ წყარო აცხადებს, მართალია საქართველოში „ანტირუსულმა ისტერიამ“ იკლო, მაგრამ „თბილისის ქუჩებში საპროტესტო მასის ყოფნა არ ტოვებს იმ შთაბეჭდილებას, რომ იქ რუსი ტურისტებისათვის უსაფრთხო გარემოა“. აღსანიშნავია, რომ ხვალ პრაღაში აბაშიძე-კარასინის ფორმატში მორიგი ქართულ-რუსული შეხვედრა იგეგმება და საუბრის ერთ-ერთი თემა სწორედ ავიამიმოსვლა იქნება. თუმცა, მოსკოვში აცხადებენ, რომ ავიამიმოსვლის შეწყვეტის გადაწყვეტილება 8 ივლისს მოსკოვმა ერთპიროვნულად მიიღო და შესაბამისად, მისი აღდგენაც ასევე ერთპიროვნულად, ქართულ მხარესთან კონსულტაციის გარეშე მოხდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"მოლაპარაკების კიდევ ერთი თემა სავარაუდოდ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იქნება. თუმცა, როგორც „იზვესტიასთან“ საუბარში თავად გრიგორი კარასინმა განაცხადა, ეს უფრო ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში განსახილველი საკითხია. ამის პარალელურად საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამომისვლასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ცნობაც გავრცელდა.რუსული მედიის ცნობით, ოფიციალურმა მოსკოვმა ავიამიმოსვლით დაზარალებული რუსული ავიაკომპანიები „გადააგდო“. ზაფხულში, პრაქტიკულად ავიამიმოსვლის შეწყვეტისთანავე გაკეთდა განცხადება, რომ რუსეთის ხელისუფლება კომპენსაციას გადაუხდიდა იმ ავიაკომპანიებს, რომლებმაც ამ გადაწყვეტილების გამო წაგება ნახეს. ამ დღეებში კი გაირკვა, რომ რუსეთის ხელისუფლება ამის გაკეთებას წელს ვერ ახერხებს და ეცდება კომპენსაციისათვის საჭირო თანხა - დაახლოებით 50 მილიონი დოლარი - მომავალი წლის ბიუჯეტში გაწეროს”, - წერს სტატიის ავტორი.





მსგავსი სიახლეები
წერილების სერია კონგრესიდან და მისი პოლიტიკური შედეგები
“სამწუხაროდ, არა გვყავს ისეთი ოპოზიცია, რომელზეც ხალხს გაუჩნდებოდა განწყობა, რომ მას შეუძლია ძალაუფლების გადაბარება”
რა ხდება უხანში? - Deutsche Welle
“ოპოზიციამ წულუკიანს ყოველდღე მადლობები უნდა უხადოს”
რატომ გაძლიერდა დასავლეთის კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ და რა შედეგები ექნება ამას ქვეყნისთვის
არანაირი გაიაფება არ იქნება! - შეიძლება ზოგი რამ გაძვირდეს კიდეც
მინისტრი თავის გადადგომას აანონსებს - რატომ მიდის თეა წულუკიანი და ვინ წავა მთავრობიდან მასთან ერთად
რატომ არ ამოწმებენ ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსულ მგზავრებს კორონავირუსზე
რამ შეიძლება აიძულოს ივანიშვილი პრემიერად დაბრუნდეს
“საკითხავია, ივანიშვილს აქვს კი არჩევანის საშუალება?”
“ივანიშვილის პრემიერობას გამოვრიცხავ: მან იცის, რომ საჯარო პოლიტიკა, პრემიერ-მინისტრობა მისი საქმე არ არის”
რატომ ალაპარაკდა სოხუმი საქართველოსთან დიალოგზე
რას უპირებს კალაძეს ივანიშვილი
პუტინი პრეზიდენტობას “ეროვნულ ლიდერობაში” ცვლის - რევოლუციური ცვლილებები მოსკოვში
ახალგორელების ტყვეობის 133-ე დღე - რა ბედი ეწევა 1500 ადამიანს, ისევ გაურკვეველია
"ლავროვის თბილისში ჩასვლის შანსი მინიმალურია" - რუსული მედია
"ივანიშვილი საქართველოსთვის ბევრად უფრო უკეთესი მოვლენაა, ვიდრე პლახოტნიუკი მოლდოვისთვის"- გია ხუხაშვილი
რა არ აპატია მოსკოვმა გალელებისთვის “უტიფარ“ და "კაცთმოძულე“ ხაჯიმბას
„საქართველო შესაძლოა, გარკვეულ ძალებს წერტილოვანი დარტყმებისთვის აერჩიათ“
“აფხაზური ოპოზიციის უკან ანქვაბი დგას” - პაატა დავითაია