"მგონია, რომ ოპოზიციის პროტესტი ნელ-ნელა ნულისკენ წავა, რადგან ხალხის მხარდაჭერა მათ ნაკლებად აქვთ"

"მგონია, რომ მათი პროტესტი ნელ-ნელა ნულისკენ წავა, რადგან ხალხის მხარდაჭერა მათ ნაკლებად აქვთ", - ასე აფასებს "რეზონანსთან" ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლებსა და შექმნილ კრიზისულ ვითარებას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ოპოზიციის პროტსტი ზედმეტად რადიკალურია... ღმერთმა ქნას, ყველაფერი ჩაწყნარდეს - გიორგი ოთხმეზური.


მისივე შეფასებით, ხელისუფლების მიერ დაპირების არშესრულებით გაჩენილი სამართლიანი უკმაყოფილების ზედმეტად რადიკალიზება ხდება, რაშიც დამნაშავე „ნაციონალური მოძრაობაა". „ოპოზიციის პროტესტი ზედმეტად რადიკალურია. საკმაოდ რთული მდგომარეობაა. ღმერთმა ქნას, რომ ყველაფერი ჩაწყნარდეს, ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგეს და ქვეყანა ნორმალური განვითარების გზით წავიდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"კი, ბატონო, დაპირებასავით იყო თქმული, უნდა შესრულებულიყო და არ შესრულდა, მაგრამ განსაკუთრებულად ვინ აპროტესტებს, ამასაც ხომ აქვს მნიშვნელობა. როგორ შეიძლება ამათ გვერდით დადგომა, არ მესმის. ეს ხომ თითიდან გამოწოვილი ამბავია... მართალი ითქვა ერთი რამ - რომ როდესაც პარლამენტში თავის დროზე ეს საკითხი დადგა, „ნაციონალური მოძრაობა" და მისი განშტოება კენჭისყრაზე არ მივიდა და მაშინ კენჭისყრა იმიტომ ჩავარდა. თორემ არავითარი პრობლემა არ დადგებოდა. დღეს მე ასე მგონია, რომ მაჟორიტარების პროტესტი გამოწვეულია იმით, რომ პროპორციულ სისტემაში მათი ადგილი არ რჩება. ხელისუფლებას უფრო მეტი უნდა ემუშავა, რომ ისინი დაერწმუნებინა, მაგრამ ამის გულისთვის ამხელა აჟიოტაჟი და ქვეყნის დაქცევა არ ღირს", -აცხადებს ოთხმეზური”, - განაგრძობს გამოცემა.

 

იგი მიიჩნევს, რომ აქციის წყლის ჭავლით და სპეცრაზმის საშუალებით დაშლა ნორმის ფარგლებში იყო, რადგან, მისი თქმით, თანამშრომლებისა და დეპუტატების პარლამენტში არშეშვება ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა. „მგონია, რომ ეს ნორმის ფარგლებში იყო, იმიტომ, რომ სადღაც რომ არ უშვებ, უკვე ძალადობაა. არ მგონია, რომ ოპოზიციას ხალხის მხარდაჭერა ჰქონდეს. მგონია, რომ მათი პროტესტი ნელ-ნელა ნულისკენ წავა, რადგან ხალხის მხარდაჭერა მათ ნაკლებად აქვთ", - აცხადებს ოთხმეზური”, - წერს სტატიის ავტორი.





მსგავსი სიახლეები
წერილების სერია კონგრესიდან და მისი პოლიტიკური შედეგები
“სამწუხაროდ, არა გვყავს ისეთი ოპოზიცია, რომელზეც ხალხს გაუჩნდებოდა განწყობა, რომ მას შეუძლია ძალაუფლების გადაბარება”
რა ხდება უხანში? - Deutsche Welle
“ოპოზიციამ წულუკიანს ყოველდღე მადლობები უნდა უხადოს”
რატომ გაძლიერდა დასავლეთის კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ და რა შედეგები ექნება ამას ქვეყნისთვის
არანაირი გაიაფება არ იქნება! - შეიძლება ზოგი რამ გაძვირდეს კიდეც
მინისტრი თავის გადადგომას აანონსებს - რატომ მიდის თეა წულუკიანი და ვინ წავა მთავრობიდან მასთან ერთად
რატომ არ ამოწმებენ ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსულ მგზავრებს კორონავირუსზე
რამ შეიძლება აიძულოს ივანიშვილი პრემიერად დაბრუნდეს
“საკითხავია, ივანიშვილს აქვს კი არჩევანის საშუალება?”
“ივანიშვილის პრემიერობას გამოვრიცხავ: მან იცის, რომ საჯარო პოლიტიკა, პრემიერ-მინისტრობა მისი საქმე არ არის”
რატომ ალაპარაკდა სოხუმი საქართველოსთან დიალოგზე
რას უპირებს კალაძეს ივანიშვილი
პუტინი პრეზიდენტობას “ეროვნულ ლიდერობაში” ცვლის - რევოლუციური ცვლილებები მოსკოვში
ახალგორელების ტყვეობის 133-ე დღე - რა ბედი ეწევა 1500 ადამიანს, ისევ გაურკვეველია
"ლავროვის თბილისში ჩასვლის შანსი მინიმალურია" - რუსული მედია
"ივანიშვილი საქართველოსთვის ბევრად უფრო უკეთესი მოვლენაა, ვიდრე პლახოტნიუკი მოლდოვისთვის"- გია ხუხაშვილი
რა არ აპატია მოსკოვმა გალელებისთვის “უტიფარ“ და "კაცთმოძულე“ ხაჯიმბას
„საქართველო შესაძლოა, გარკვეულ ძალებს წერტილოვანი დარტყმებისთვის აერჩიათ“
“აფხაზური ოპოზიციის უკან ანქვაბი დგას” - პაატა დავითაია