„ხელისუფლება ეკონომიკის ამოქაჩვაზე მუშაობს და ვხედავთ, რომ ოქტომბერში 5.7%-იანი ზრდა დადო „ოცნების“ ახალმა მთავრობამ“

როდესაც ნოემბერში, ოქტომბრის თვის წმინდა ექსპორტის ზრდის დინამიკა გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10.4% ით იყო გაზრდილი, ცხადი იყო, რომ მიუხედავად მაღალი პოლიტიკური ტემპერატურისა, მშპ-ის ზრდა ოქტომბერშიც მაღალი იქნებოდა. წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.7 პროცენტი შეადგინა, რაც უფრო მაღალია სექტემბერთან შედარებით, როდესაც ზრდა 5.2 % იყო, ხოლო 2019 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალური ზრდა 5.1 პროცენტით განისაზღვრა. ზრდის პიზიტიური დინამიკა განაპირობა 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვის ზრდამ (რომლებზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად), რომელიც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით მთელი 14.0 პროცენტით არის გაზრდილი. ნიშანდობლივია, რომ 2019 წლის ოქტომბერშიც, წინა თვეების მსგავსად, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა როგორც მშენებლობაში, სასტუმროებისა და რესტორნების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორებში, ასევე დამამუშავებელ მრეწველობაში, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუნდაც დასაქმების ზრდის კუთხით.

 

ეკომიკურ ზრდაზე ასევე დადებითად იმოქმედა გაზრდილმა საბიუჯეტო შემოსავლებმაც, რაც გეგმიურზე 130 მლნ ლარით მეტია. სექტემბერ-ოქტომბერში მშპ-ის რეალური ზრდა უფრო მეტიც იქნებოდა, რომ არა მაღალი ინფლაცია, რამაც ბუნებრივია შეამცირა რეალური ზრდის ტემპი, ნომინალური მშპ-ის მაჩვენებელთან მიმართებაში. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ათი თვის საშუალო 5% -იანი მაჩვენებელი, ისევე როგორც ბოლო ორ თვეში ზრდის ტემპები, იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ წლის ზრდის მაჩვენებელი, არა თუ პესიმისტურ სცენარზე, არამედ საპროგნოზო მაჩვენებელზეც, რაც 4.6 %_ია, მაღალი იქნება. მიმაჩნია, რომ ეკონომიკურ ზრდაზე მხოლოდ დადებითად იმოქმედა, გიორგი გახარიას პრემიერ მინისტრის პოსტზე გადანაცვლებამ და მთლიანად მთავრობის მხრიდან განხორციელებულმა გადაწყვეტილებებმა როგორც საქონლის, ასევე მომსახურების ექსპორტის სტიმულირების და მხარდაჭრის კუთხით.

 

და ბოლოს, ყველა იმას აკეთებს, რაც მისი მოწოდებაა - ნაცები ქუჩაში დარბიან, კოცონებს ანთებენ და ქვებს ისვრიან - გიორგი გახარიას მთავრობა ეკონომიკის ამოქაჩვაზე მუშაობს და ვხედავთ, რომ 5.7%-იანი ზრდა დადო ოცნების ახალმა მთავრობამ ოქტომბერში. როგორც ჩანს, ზუსტად ეკონომიკური ზრდის ეს ტემპი აშინებთ ნაცებს.





მსგავსი სიახლეები
ერთი აშშ დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 27 იანვრის 17:00 საათისთვის
რა არის „ფრონტერას“ მიზანი საქართველოში – რეალური საბადოების ძიება თუ სპეკულაციები აქციების ფასების ხელოვნურად გასაზრდელად
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 24 იანვრის 17:00 საათისთვის
ქუთაისის ელექტრომობილების ქარხანა პირველ ელექტრომობილს წელს აგვისტოში გამოუშვებს
ერთი აშშ დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს
ერთი აშშ დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
"კოკა-კოლა" დაინტერესებულია რეგიონში წარმოების გაფართოებით და განაგრძობს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას"
"დღემდე საქართველოში გაცემულია 4200 წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, აქედან 550 ლიცენზია მხოლოდ გასულ 2019 წელს გაიცა"
თემურ ბასილია: „კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა“
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"ანაკლიის პორტი აშენდება, ეს ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია და არაფერი შეუშლის ხელს"
მამუკა ბახტაძე დავოსში, ბლოკჩეინის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთისგან - ტოპ-5 პროდუქტი
„ეს შეფასება კიდევ ერთხელ აშიშვლებს ქართული ოპოზიციის სიცრუესა და დეზინფორმაციაზე აგებული პოლიტიკის ხასიათს - კორუფციის ზრდაზე, „უუნარო მართველობაზე“ თუ ადამიანის უფლებების გაუარესებაზე“
2019 წელს „საქართველოს რკინიგზის“ სამგზავრო გადაყვანებში ისტორიული მაჩვენებლები დაფიქსირდა
იაპონიის ეკონომიკური სასწაული
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის