„ყველაზე ბედნიერი ის არის, ვინც ეხმარება სხვას ჯვრის ტვირთვაში - სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად უფრო მეტად ვამძიმებთ მოყვასის სიმძიმეს“

ყველაზე ბედნიერი ადამიანი ის არის, ვინც ეხმარება სხვას ჯვრის ტვირთვაში. ჩვენ სამწუხაროდ, კი არ ვიტვირთავთ სხვის სიმძიმეს, ჩვენ ვამძიმებთ უფრო მეტად მოყვასის სიმძიმეს,-ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგების დროს სამების საკათედრო ტაძარში ბრძანა. ილია მეორემ ადამიანის ცხოვრებაზე ისაუბრა და ბრძანა, რომ ცხოვრება გამოცდა და ჯვრის ტვირთვაა.

 

"როგორი რთულია ადამიანის ცხოვრება, ადამიანის ცხოვრება ეს არის გამოცდა, ეს არის ჯვრის ტვირთვა და ეს ჯვარი, რომელსაც აძლევს უფალი, ბოლომდე უნდა მიიტანოს ადამიანმა. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენ გვიჭირს ჯვრის ტვირთვა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი არ აძლევს იმაზე მძიმე ჯვარს, რაც შეუძლია მას იტვირთოს. ადამიანი ურთულესი აგებულების პიროვნებაა, მაგრამ ადამიანი არის უნიკალური, ერთხელ იბადება ადამიანი და ემზადება სამუდამო მარადიული ცხოვრებისთვის. გადადის მარადიულ ცხოვრებაში და ბედნიერია ადამიანი, რომელიც ღვთის ნებას, ასრულებს ღვთის განგებას. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, იმ დროს, როცა ადამიანი თვითონ ირჩევს სამოთხეს თუ ჯოჯოხეთს და ინებოს უფალმა, რომ სამოთხე აირჩიოს, მარჯვენა მხარეს დადგეს ადამიანი. ყველაზე ბედნიერი ადამიანის ის არის, ვინც ეხმარება სხვას ჯვრის ტვირთვაში. ურთიერთსიმძიმე, ტვირთი იტვირთეთ, ესრეთ აღასრულეთ ჯვარი იგი ქრისტესი. ჩვენ სამწუხაროდ, კი არ ვიტვირთავთ სხვის სიმძიმეს, ჩვენ ვამძიმებთ უფრო მეტად მოყვასის სიმძიმეს. გაიხარეთ, ორთავე სოფელსა შინა აქაც და იქაც, წყალობა ღვთისა გფარავდეთ თქვენ და უნდა გახსოვდეთ, რომ ღმერთი არის სიყვარული, ღმერთი არის წყალობა. ღმერთი თავისი სიყვარულით ფარავს ჩვენს ნაკლს და ჩვენ მადლობელი ვართ ამ შეწევნისთვის, ამ წყალობისთვის. წყალობა და სიხარული გფარავდეთ. ჩვენთან არს ღმერთი!"- ბრძანა პატრიარქმა.





მსგავსი სიახლეები
„აუ, როგორ მიშველე, მართლა შე ჯიგარო! აი, ნახავ, თუ არ მოვიგებ დღეს! მაგარი სასაფლაო უნდა გაგიკეთოთ შენ და დედას“
„ახლა მომწერეს, გიგა ბოკერია უცემიათ ქუთაისში - მოინდომაო სეირნობა ქუჩაში - რაღაც მართლა არ ჩანს, ნაცებო, სადაა თქვენი ბოკერია, ხალხს რომ ემუქრებოდა?“
რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა - შემთხვევა ახლახან ვაკის საცურაო აუზში მოხდა
„ახლა დასკვნა თქვენთვის მომინდვია, თუ რატომ დაძვრება გიორგი ვაშაძე ბაზარბაზარ და რატომ ხვდებოდა ხალხი გაღიმებული სახეებით ნაცუკებს“
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში, ე.წ. მუყაოს ქალაქში, მოსახლეობას შეხვდა
„ბევრი რამ გააკეთა ივანიშვილმა არაპოლიტიკურ ჭრილში - თუნდაც კარტოფილის თესლი რომ შემოიტანა და დღეს თურქულის ნაცვლად ქართულ მიწაზე მოყვანილს ვწვავთ, მაგრამ ჩემთვის უმთავრესი მაინც ჯიღაურა“
ქვეყანა, რომელშიც ბედნიერების სამინისტრო არსებობს (ფოტო)
Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონია
8 დეკემბრიდან ჭავჭავაძის გამზირზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საინფორმაციო ვებ-გვერდს ქმნის, რომლითაც საპატრიარქოს მხილებას აპირებს
„გაჭიმულ პლაკატს მიღმა ეს ტრაკიმასხარა პოლიტიკანები რომ მოდიან, სულ მგონია, ესენიც პრო..იდან უჭირავს ვიღაცას“
„ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედებები ფსიქიატრიულ გარემოსთან ძალიან ახლოსაა, რასაც საფუძვლად დეფორმირებული სინდისი უდევს“
ბიძინა სავანელი: – ვინ არის სააკაშვილი და მისი გუნდი?
ქუთაისში, ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ქუთაისში, კიკვიძის სკვერში შეკრებილ ოპოზიციის ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებს კვერცხები დაუშინეს
მიხეილ სააკაშვილის ნამდვილი გვარის, ეროვნების და წარმომავლობის სამი ვერსია
ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი არ ადასტურებს ინფორმაციას საოკუპაციო ძალების მიერ ექიმის გათავისუფლების შესახებ - „ეს არის „ფეიკნიუსი“!
„ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი - ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო ადამიანის სულიერ და ფიზიკურ გადარჩენაზე უნდა ვიფიქროთ - ჩვენ არანაირ პასუხისმგებლობას არ ვიხსნით, რადგან ის ჩემი სულიერი შვილია“
"საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის პრინციპებს სჭირდება განვითარება, რომლის მთავარი ამოსავალი, მოქალაქე, პროგრამის ეფექტურობა და დარგზე ზრუნვა იქნება"
„უნიჭიერესი დიზაინერის, ქეთი მოსიძის ექსკლუზიურმა, უნატიფესმა ნამუშევრებმა ულამაზესად გააფერადა ''ჯორჯიან თაიმსის'' საიუბილეო ბიზნეს-რეიტინგის საღამო