„რაც უფრო მეტ პოლიტიკურ ოპონენტს ჩასვამს ციხეში ივანიშვილი, მით უფრო მძიმე იქნება მისი პოლიტიკური ბედი მომავალში“

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ნიკა მელიას ხვალ ჩანიშნულ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა:

 

„სამარცხვინო ლიდერის ივანიშვილისა და მისი გუნდის პირობებში უმადური საქმეა ასეთ საკითხებზე პროგნოზები. არაფერი არ არის გამორიცხული. „პროგნოზი“ რა მაქვს - როგორი გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს ივანიშვილმა მელიასთან დაკავშირებით, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და მან მანამდე დააანონსა, რომ დიდი ხნით ჩასხდებიან და ა.შ, მის ბედს ეს გადაწყვეტილება ვერ გადაარჩენს, უბრალოდ, იმ ბედს დაამძიმებს. რაც უფრო მეტ პოლიტიკურ ოპონენტს ჩასვამს ციხეში, მით უფრო მძიმე იქნება მისი პოლიტიკური ბედი მომავალში. ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ ივანიშვილის ბედი იყოს ტრაგიკული, ჩვენი ამოცანაა, რომ ვითარება განიმუხტოს, ოღონდ, მთელი საზოგადოება მისი პოლიტიკური სიგიჟის მძევლებად ვერ ვიქცევით. თუ ხვალ მორიგ სიგიჟეს ჩაიდენს, ქვეყნისთვის ცუდია, მაგრამ ვერ გადარჩება ამის შედეგად და კიდევ უფრო ტრაგიკული იქნება მისი პოლიტიკური ბედი“,- განაცხადა ბოკერიამ. მისი თქმით, თავად მიიღებს მონაწილეობას აქციაში, რომელიც ხვალ საქალაქო სასამართლოსთან გაიმართება.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო "ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეზე ბრალდებულების, ზურაბ ადეიშვილისა და ნიკა მელიას მიმართ გადაწყვეტილებას 2 დეკემბერს გამოაცხადებს. სხდომა 09:30 საათზეა ჩანიშნული.





მსგავსი სიახლეები
თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, ღამის კლუბში წუხელ მომხდარი დაპირისპირებისას ორი პირის დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ დღეს დააკავა
„ყველა მშობელმა იცოდა, რომ მამაკაცი კლიენტებისთვის იყო გათვლილი მათი შვილების ფოტოები“
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ პირებს 17-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ
რომან მალანიამ ჩვენება მას შემდეგ შეცვალა, რაც ბერ-მონაზონი სვიმონ ქავთარაძე სამართალდამცავ უწყებას საკუთარი სურვილით ჩაბარდა და ნარკოდანაშაული აღიარა
„განვმარტე, ბიძინა ივანიშვილის დამხობა რატომ არ არის სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, რისთვისაც მრცხვენია - არ მეგონა, რომ ამის განმარტება ამ რეჟიმის დროსაც თუ მომიწევდა“
„დღევანდელ გენერალურ პროკურორს თუ გავითვალისწინებთ, საშუალო განათლება მაქვს" - ირაკლი ოქრუაშვილი
ყალბი 500-ევროიანი კუპიურების გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
ნიკა გვარამია ხვალ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს
პოლიციამ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით კიდევ 11 წევრი დააკავა - მათ შორის, ბავშვების მშობლები და პედაგოგები
ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ ფულის უკანონო ლეგალიზაციაში გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი, გიორგი ღონიაშვილი და ალექსანდრე გოგოხია იყვნენ ჩართულები
ფატუ ბენსუდა არ გამორიცხავს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გამოძიების შედეგები 2020 წლის ბოლომდე გახდეს ცნობილი
მას მანქანის უკანა სავარძელში მყოფმა პირებმა ესროლეს! - უკრაინაში ქართველი ბიზნესმენის მკვლელობის ახალი დეტალები
დაკავებულია პირი, რომელმაც ბიზნესპარტნიორი მოკლა, ცხედარი ლითონის კასრში მოათავსა და ცეცხლი წაუკიდა
„რაც უფრო მეტ პოლიტიკურ ოპონენტს ჩასვამს ციხეში ივანიშვილი, მით უფრო მძიმე იქნება მისი პოლიტიკური ბედი მომავალში“
„ამაზე მნიშნველოვანი კენჭისყრა ამ წელს არ იქნება - ამიტომ დიდი აქციის და მიტინგის თარიღს გამოვაცხადებთ, როდესაც მოსამართლეების კენჭისყრის დღე იქნება“
შსს-მ პანკისის ხეობაში შეიარაღებული დაპირისპირებისას ვისო მუთოშვილის მკვლელობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
„ნიკა გვარამიას გენერალური პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს“
თბილისის საქალაქო სასამართლომ “ლეიბორისტური პარტიის” წევრს, ლაშა ჩხარტიშვილს 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა
ცხინვალში ე.წ. საზღვრის დარღვევისა და ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს - ნიკოლოზ მარსაგიშვილი