„ქარიშხალს ნუ დავატრიალებთ ჭიქაში. კრიზისი თუ სადმე არის, ეს არის ნაციონალურ მოძრაობაში“ - ირაკლი კობახიძე

გადაცემა „კვირის თემის" წამყვანის კითხვაზე კონსტიტუციურ ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის  მოთხოვნის საპასუხოდ,  ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ამაზე შეჯერდნენ. -„ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები დაგვეთანხმნენ იმაში, რომ არარეალისტურია ახლა კონსტიტუციაში ცვლილებების ინიცირება. მძიმე კრიზისი იყო ერთ-ერთი მესიჯი, რომელიც გაჟღერდა საერთაშორისო პარტნიორებთან. არავითარ კრიზისთან არ გვაქვს საქმე ქარიშხალს ნუ დავატრიალებთ ჭიქაში. კრიზისი თუ სადმე არის, ეს არის ნაციონალურ მოძრაობაში", განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რის შემდეგაც მან ისაუბრა გერმანული მოდელის ნიუანსებზე. მის თქმით, საკონსტიტუციო ინიციატივად რომ ვაქციოთ ეს ყველაფერი, იქ არის უამრავი ნიუანსი, რამაც შეიძლება  ვნებათაღელვა გამოიწვიოს. „ასეთი მარტივი არ არის, იქაც არის სხვადასხვა ტიპის ინტერესები, სხვადასხვა არგუმენტები. ამაზეც გვქონდა ჩვენ შეხვედრაზე საუბარი. მაგალითად ერთ-ერთი პრობლემა არის, რომ არაერთი ფეიკ პარტია, ანუ ყალბი, ან ერთკაციანი სატელიტი პარტია აქვს შექმნილი ოპოზიციას. ათზე მეტია ასეთი პარტია, რომელიც ცდილობს მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება მილიონობით, უფასო საეთერო დრო, რომელიც არის მილიონობით ლარის ღირებულების და ა.შ. ფეიკ პარტიების პირობებში გერმანული მოდელი საერთოდ აზრს კარგავს. ეს არი ერთი არგუმენტი - სად არის გარანტია, რომ ფეიკ პარტიები არ იქნება ამ შემთხვევაში გამოყენებული. თუ ფეიკ პარტიას რომელიმე პარტია გამოიყენებს, მაშინ ის იღებს უსამართლო უპირატესობას, შესაბამისად საერთოდ აზრი ეკარგება გერმანული მოდელის გამოყენებას".

 

„ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ისაუბრა მეორე არგუმენტზეც და   „ქართული ოცნების" მაგალითზე ახსნა -„ჩვენს შემთხვევაში რომ ავიღოთ ის შედეგი, რაც მივიღეთ 2016 წელს  სიიდან არც ერთი კაცი არ შედიოდა „ქართული ოცნებიდან"  პარლამენტში და თქვენ იცით როგორ არის განაწილებული ამ შემთხვევაში სურათი, ძირითადად ხელმძღვანელობა, და წამყვანი პოზიციები, რომ ავიღოთ ვიცე-სპიკერები  კომიტეტის თავმჯდომარეები, ისინი არიან ძირითადად სიით  წარდგენილები და ამ შემთხვევაში მათი უმეტესობა რჩებოდა პარლამენტს გარეთ".  მისი თქმით -„ეს არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც წამოიწევს წინ, თუ საკონსტიტუციო განხილვა დაიწყება და  ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ შეიძლება უმრავლესობის შიგნით აიჭრას სიტუაცია".

 

ოპოზიციის იდეაზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ განმარტა, როგორ შეიძლება მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს. –„ჯერ უნდა მიიღო კანონი და მერე უნდა მიმართო საკონსტიტუციო სასამართლოს.

 

ჩვენ შევდივართ უკვე საარჩევნო წელიწადში, ოპოზიცია საჯაროდ სხვა რამეს ამბობს,  ამასთან დაკავშირებით, მაგრამ იქვე დაფიქსირდა რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არ ვენდობითო.

 

ირაკლი კობახიძემ იქვე განმარტა მთელი  პროცესი,  კანონის მიღების, შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში მისი შეტანის, საქმის განხილვის და დადგენილების მიღებისთვის საჭირო ვადები, რასაც შემდეგ კანონის შეცვლა მოყვება . -„არჩევნები კარზეა მომდგარი, რეალურად ისეთ რამეზე საუბრობენ  ოპოზიციის წარმომადგენლები, რაც თვითონაც იციან, რომ არარეალურია.

 

გერმანული მოდელიც, დავით უსუფაშვილი არის მცოდნე და გამოცდილი იურისტი და დარწმუნებული ვარ, რომ მან ზუსტად იცის, თავიდანვე იცოდა, რომ  გერმანული მოდელი არ არის შესაბამისობაში კონსტიტუციასთან, უბრალოდ მოთხოვნაზე ვერ ჩამოყალიბდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რა უნდა მოითხოვონ ვერ მიხვდნენ. ჯერ მოთხოვნა იყო რიგგარეშე არჩევნები, მერე მიხვდნენ, რომ  თვითონ არ აწყობთ ეს რიგგარეშე არჩევნები. მერე რაღაცაზე უნდა გადასულიყვნენ და გადავიდნენ გერმანულ  მოდელზე, თორემ თავიდანვე იცოდნენ თვითონ, რომ ეს მოდელი არის არაკონსტიტუციური, უბრალოდ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებენ ამ შეთავაზებას მმართველი გუნდის წინააღმდეგ, თუმცა ესეც არ გამოდის, იმიტომ რომ თვალნათლივ მისი შეუსაბამობა".

 

კობახიძის შეფასებით ყველაფერი ნათელია, ეს არის პოლიტიკური დაპირისპირება და ამ ტრიუკის გამოყენებაც შეიძლება  როცა ხარ ოპოზიციაში. შეგიძლია არაკონსტიტუციური მოდელი შეთავაზო ხელისუფლებას იმისათვის, რომ რაღაც დრო მოიგო - „რეალურად ყველაფერი არის დღესავით ნათელი, ჩვენ ვთქვით და დავამტკიცეთ, რომ გერმანული მოდელი არის არაკონსტიტუციური, ეწინააღმდეგება ,მოქმედ რედაქციას. მათ როგორც კი დაინახეს, რომ ეს გერმანული მოდელი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ამის უამრავი მტკიცებულება იყო იქ წარმოდგენილი, მაშინვე გადაერთნენ  სხვა ინიციატივებზე. ოპოზიციის კონკრეტულმა წარმომადგენლობამ იქვე თქვეს უარი  ამ მოდელზე და გადავიდნენ აბსოლუტურად სხვა ინიციატივაზე, თუმცა მერე გაირკვა, რომ ერთმანეთში არ იყვნენ შეთანხმებული ამასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქმე ეხებოდა კონსტიტუციური სისტემის ფარგლებში რაღაცის გადასინჯვას, ანუ როგორც მოგეხსენებათ 77 მანდატი ნაწილდება პროპორციული სისტემით, 73 მაჟორიტარულით, და მაჟორიტარულის ნაწილში ჰქონდათ კონკრეტული შემოთავაზება . შეჯერებას, იდეა იყო ერთმანდატიანი ოლქების მრავალმანდატიანად გადაკეთების შესახებო თუმცა იქვე იყო დაპირისპირება მათ შიგნით. აქ სიღრმეში არ შევალ, იმიტომ თვითონ არ არიან ჩამოყალიბებული. იქვე ვთქვით, რომ ეს ვარიანტი არის კონსტიტუციასთან თანხვედრაში, თუ ამაზე შეჯერდებით  ჯერ დავხუროთ ეს გერმანული მოდელის თემა, არაკონსტიტუციურობის თემა და შემდეგ წარმოადგინეთ წინადადება, თუ მოახერხებთ ერთამენეთში შეთანხმებას". აცხადებს ირაკლი კობახიძე.

 

 





მსგავსი სიახლეები
„თუ ისევ პარტიებისგან შემოსულ აჟიოტაჟს ავყვებით, პოლიტიკოსთა მარიონეტები გამოვალთ, რადგან პროპორციული სისტემა, ფინანსურადაც და პოლიტიკურადაც, პარტიებს აწყობთ და არა მოქალაქეებს“
ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
„უხერხულობა იცით რა არის? ჩვენი მთავრობა სამი დღის განმავლობაში „ტროლებს“ რომ ამუშავებდა და ისტერიკა იყო იმაზე, რომ ვიღაცას გამბედაობა აქვს, ელაპარაკოს პრობლემების მქონე მეორე მხარეს“
საქართველოს სახელმწიფო საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე თანამდებობას ტოვებს
„მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულები - გაიყვანოს საკუთარი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“
„კალაძეს რომ მხარდამჭერები ჰყავს, იმდენს სიზმარში ვერ წარმოიდგენთ, თქვე უბადრუკებო - კახა კალაძის მსგავსი მერი არ ღირსებია თბილისს“
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავს
„ნინო ბურჯანაძეს კონსტანტინე კოსაჩოვთან შეხვედრისას დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების გამო ბოდიში არ მოუხდია“
"ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა" - გია ვოლსკი
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე განცხადებას ავრცელებს
"უმრავლესობა არ დაიშლება, ამის გარანტიას მე გაძლევთ!" - მამუკა მდინარაძე
"შეუძლებელია, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის იდეამ პარლამენტში მხარდაჭერა მოიპოვოს" - მამუკა მდინარაძე
"ხელისუფლება თვლის, რომ თუ მეორე მხრიდან უფრო რადიკალურად შეუტევს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების იდეას, ამით იმ დიდ უბედურებას გადააგორებს"
უმრავლესობის სხდომაზე ე.წ. ამერიკულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივას განიხილავენ
„სააკაშვილი სწორად იქცევა საქართველოსთან მიმართებაში - როცა რუსეთის საგარეო დაზვერვის გენერალ-ლეიტენანტი ასეთ განცხადებას აკეთებს, საზოგადოებისთვის მიმინდვია განსჯა, რა დონის შეთქმულებასთან გვაქვს საქმე“
„არაა ეს ხალხი ფსიქიურად ჯანმრთელი, მეტიც – საშიში გიჟები არიან, ფულით, საინფორმაციო საშუალებებით და თავისნაირებთან საერთაშორისო კავშირებით“
„პოლიტიკოსებმა, პარტიებმა, ერთმანეთში გაარკვიეთ საქმეები, ძალოვნებს დაანებეთ თავი - ნუ ცდილობთ ქვეყნის სისტემურ შერყევას!“
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოსა და ნინო ბურჯანაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
„ბრმა უნდა იყო, ვერ მიხვდე, რომ საარჩევნო სისტემაზე გამოკიდება აქ არაფერ შუაშია, იგი სასარგებლო იდიოტების აგდებაზეა გათვლილი - არეულობა და დესტაბილიზაციაც ამ მიზნებს ემსახურება“
“გაბედეს“ წევრები სოფო კილაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან აქციას ჩაფხუტებით მართავენ