„ყველა პარტიას, რომელიც კი ოდესმე იყო პარლამენტში, სიცოცხლის ბოლომდე ხელფასი აქვს გამოწერილი და მას ჩვენი ჯიბიდან ვიხდით - ახლა გასაგებია, რატომ იკლავენ პარტიები პროპორციული არჩევნებისთვის თავს?“

ფეისბუკმომხმარებელი გუჯა ბიძია სოციალურ ქსელში საინტერესო პოლიტიკურ სტატისტიკას აქვეყნებს:

 

„კარგი, ჩემო ბატონო, სხვანაირად ვიტყვი მაშინ.. უფრო სწორად, ჩემს მაგივრად ციფრებმა ისაუბრონ, რომ მივხვდეთ, თუ რა არის ქართული პოლიტიკა. “ეროვნული ფორუმი”, ხომ გახსოვთ ასეთი პარტია? როგორ არ გემახსოვრებათ, მისი ლიდერი დღეს ანეგდოტების ტოპათეულშია. და სულ ტყუილად, ხელფასი რომ იცოდეთ მისი, დიახ, ხელფასი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანეგდოტის გმირი ის კი არა, ჩვენ გამოვალთ.. რამდენი აქვს და 21000 ლარი. “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი რას მოძრაობს ასეთს არ ვიცი, მაგრამ 30000 ლარს კი ღებულობს და ისიც ბიუჯეტიდან. პარტიის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელის ხელფასი, 27500 ლარი ყოფილა. დარღვეულია გენდერი აშკარად. მაგრამ საქართველოს “ევროპული დემოკრატების” უფროსს 42000 ლარი ჰქონია, ალბათ იმიტომ, რომ ევროპულია მაინც. “დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს” დირექტორი, 12500 ლარიანია თვეში. დაჩაგრეს ე.დ.პ -ს გენმდივანი 7500 ლარი აქვს. ახალ მემარჯვენეებს – 8250 ლარი. სემიჩკის ფულია, ხო. ლეიბორისტების ლიდერი, პატივცემული შალვა,12386 ლარიანია ყოველთვიურად. “მოძრაობა სამართლიანი საქართველოს” უფროსს სამართლიანობაში 4000 ლარი მიაკუთვნეს . “საქართველოს კონსერვატიული პარტიის” ხელმძღვანელს სტაბილურად უხდიან 12750 ლარს, და რა კონსერვისთვის ჩიორტ ევო ზნაეტ. და აბა, ახლა მოემზადეთ, დაჯექით, თუ დგახართ. “მრეწველობა გადაარჩენს საქართველო” 56875 ლარიანი ყოფილა თვეში, წარმოიდგინეთ, მართლა რომ გადაარჩინოს ტყემალაძემ მრეწველობა, რამდენს მოითხოვს ხელფასს? ნაცმოძრაობის ადმინისტრაციის უფროსს 18000 აძლევენ ხელზე, რესპუბლიკელების მთავარ უფროსს, 16800 ლარს და “ოცნების” ამბები გითხრათ? გავაგრძელო? რაღა გავაგრძელო, მიხვდით, ხომ? ყველა პარტიას, რომელიც კი ოდესმე იყო პარლამენტში, „პაჟიზნენი“, დიახ, სიცოცხლის ბოლომდე, ხელფასი აქვს გამოწერილი და მას მე და თქვენ, ჩვენი ჯიბედან ვიხდით. და ახლა გასაგებია , ხომ, რატომ იკლავენ პარტიები პროპორციული არჩევნებისთვის თავს? ეს კია ალბათ, გასაგები, მაგრამ თქვენ რატომ იკლავთ თავს პარტიებისთვის, მომკალით და არ მესმის“.





მსგავსი სიახლეები
„თუ ისევ პარტიებისგან შემოსულ აჟიოტაჟს ავყვებით, პოლიტიკოსთა მარიონეტები გამოვალთ, რადგან პროპორციული სისტემა, ფინანსურადაც და პოლიტიკურადაც, პარტიებს აწყობთ და არა მოქალაქეებს“
ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
„უხერხულობა იცით რა არის? ჩვენი მთავრობა სამი დღის განმავლობაში „ტროლებს“ რომ ამუშავებდა და ისტერიკა იყო იმაზე, რომ ვიღაცას გამბედაობა აქვს, ელაპარაკოს პრობლემების მქონე მეორე მხარეს“
საქართველოს სახელმწიფო საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე თანამდებობას ტოვებს
„მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულები - გაიყვანოს საკუთარი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“
„კალაძეს რომ მხარდამჭერები ჰყავს, იმდენს სიზმარში ვერ წარმოიდგენთ, თქვე უბადრუკებო - კახა კალაძის მსგავსი მერი არ ღირსებია თბილისს“
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავს
„ნინო ბურჯანაძეს კონსტანტინე კოსაჩოვთან შეხვედრისას დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების გამო ბოდიში არ მოუხდია“
"ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა" - გია ვოლსკი
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე განცხადებას ავრცელებს
"უმრავლესობა არ დაიშლება, ამის გარანტიას მე გაძლევთ!" - მამუკა მდინარაძე
"შეუძლებელია, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის იდეამ პარლამენტში მხარდაჭერა მოიპოვოს" - მამუკა მდინარაძე
"ხელისუფლება თვლის, რომ თუ მეორე მხრიდან უფრო რადიკალურად შეუტევს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების იდეას, ამით იმ დიდ უბედურებას გადააგორებს"
უმრავლესობის სხდომაზე ე.წ. ამერიკულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივას განიხილავენ
„სააკაშვილი სწორად იქცევა საქართველოსთან მიმართებაში - როცა რუსეთის საგარეო დაზვერვის გენერალ-ლეიტენანტი ასეთ განცხადებას აკეთებს, საზოგადოებისთვის მიმინდვია განსჯა, რა დონის შეთქმულებასთან გვაქვს საქმე“
„არაა ეს ხალხი ფსიქიურად ჯანმრთელი, მეტიც – საშიში გიჟები არიან, ფულით, საინფორმაციო საშუალებებით და თავისნაირებთან საერთაშორისო კავშირებით“
„პოლიტიკოსებმა, პარტიებმა, ერთმანეთში გაარკვიეთ საქმეები, ძალოვნებს დაანებეთ თავი - ნუ ცდილობთ ქვეყნის სისტემურ შერყევას!“
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოსა და ნინო ბურჯანაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
„ბრმა უნდა იყო, ვერ მიხვდე, რომ საარჩევნო სისტემაზე გამოკიდება აქ არაფერ შუაშია, იგი სასარგებლო იდიოტების აგდებაზეა გათვლილი - არეულობა და დესტაბილიზაციაც ამ მიზნებს ემსახურება“
“გაბედეს“ წევრები სოფო კილაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან აქციას ჩაფხუტებით მართავენ