საერთაშორისო შრომის ბაზრისა და შრომითი მიგრაციის შესახებ - თედო ისაკაძე

თედო ისაკაძის ბლოგი:

 

საერთაშორისო შრომის ბაზრისა და შრომითი მიგრაციის შესახებ (მუშახელის ცირკულიაცია საერთაშორისო შრომით ბაზარზე)

 

• დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, გართულებული გარდამავალი პერიოდისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის გამო, მილიონზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ დატოვა საქართველო და სამუშაოს საძიებლად სხვა ქვეყნებს მიაშურა. სამწუხაროდ, ეს პროცესი დღესაც გრძელდება. შრომის ბაზარს თავისი კანონები აქვს და ამ პროცესს ვერცერთი პოსტსაბჭოთა და პოსტსოციალისტური ქვეყანა ვერ ასცდა. დღემდე, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, ჩეხეთიდან და ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიდან, დასაქმების მიზნით, უფრო განვითარებულ ქვეყნებში მნიშვნელოვანი რაოდენობის ადამიანია ემიგრირებული.

• მაგრამ, ჩვენი თანამოქალაქეებისაგან განსხვავებით, ისინი ლეგალურად იმყოფებიან დამსაქმებელ ქვეყნებში, იღებენ მეტ ხელფასს და შეუზღუდავად გადაადგილდებიან საკუთარი სამშობლოს მიმართულებით და უკან, მაშინ როდესაც ჩვენი თანამემამულეები, არალეგალის სტატუსის გამო, ხშირად, დადგენილზე სამჯერ ნაკლებ ხელფასს სჯერდებიან და წლობით მოწყვეტილნი არიან ოჯახებს. ჩვენ ვალში ვართ ამ ადამიანების წინაშე. ისინი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან, შრომობენ და თავისი შრომით არჩენენ სამშობლოში დარჩენილ უამრავ ჩვენს მოქალაქეს. ამიტომ, ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება დროებით დასაქმების ადგილებზე მათი საცხოვრებელი და შრომითი პირობების ნორმალიზაცია.

• საქართველო, ჩვენი უცხოელი პარტნიორებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მონაცემებით, რეგიონში, ეკონომიკურად ყველაზე მზარდი ქვეყანაა. ყოველწლიური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 5% აღემატება. მაგრამ ეს ტემპები არაა საკმარისი, რათა უმოკლეს ვადებში მივაღწიოთ საშუალო ევროპული განვითარების დონეს. ამ ტემპებით, ყოველწლიურად, 50 000 სამუშაო ადგილის შექმნაა შესაძლებელი, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ, სამწუხაროდ, უმუშევრობის დონის სწრაფი შემცირებისათვის საკმარისი არ არის.

• ამ სამწუხარო, მაგრამ ობიექტური მოცემულობიდან გამომდინარე, მთავრობის უახლოესი ამოცანა იქნება ევროკავშირის (და არამარტო) სახელმწიფოებთან სამთავრობო ხელშეკრულებების გაფორმება, ამ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური ცხოვრებისა და დასაქმების მიზნით. ჩვენ უკვე გვაქვს მოლაპარაკებები გერმანიასთან (მიღწეულია), იტალიასთან, ესპანეთთან, საბერძნეთთან, ისრაელთან და სხვა იმ განვითარებულ ქვეყნებთან, რომლებიც მუშახელის ნაკლებობას განიცდიან.

• ჩვენ, უახლოეს მომავალში, ქვეყნების მიხედვით გვექნება იმ პროფესიების ბაზა, რომლებზეც მაღალი მოთხოვნილებაა, გავზრდით დაფინანსებას პროფესიული სასწავლებლების მიმართულებით, რათა ამაღლდეს საზღვარგარეთ უკვე მომუშავე ან შემდგომში ევროპაში დასაქმების მსურველთა პროფესიული კვალიფიკაცია ევროკავშირის ქვეყნების მოთხოვნების შესაბამისად.

• ჩვენ გავზრდით დოტაციას საჰაერო მიმოსვლის საშუალებების სასარგებლოდ, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ მგზავრობის ღირებულება, რაც შრომით მიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, მაღალი ინტენსივობით იმგზავრონ სამშობლოში და საკუთარ ოჯახებთან კავშირი შეინარჩუნონ.

• ჩვენ მიერ შემოთავაზებული ყველა ეს ღონისძიება ჩვენს ემიგრანტებს მისცემს საშუალებას, ლეგალურად დასაქმდნენ უცხოეთში, ოფიციალურად მიიღონ კუთვნილი, უფრო მაღალი ხელფასი, ხშირად იმგზავრონ სამშობლოში და, საბოლოო ჯამში, ღირსეულ საარსებო რეჟიმში მოექცნენ.

• ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ამ ღონისძიებებს დროებითი და გარდამავალი ეკონომიკისთვის ობიექტურად თანმდევი ხასიათი აქვს, პარალელურად, შეძლებისდაგვარად სწრაფ ტემპებში გავაგრძელებთ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ახალი სამუშაო ადგილების შეთავაზებას, რათა შრომით მიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს უმოკლეს დროში მიეცეთ საშუალება, დაუბრუნდნენ სამშობლოს და ევროპაში საქმიანობით მიღებული გამოცდილება და ევროპული შრომის კულტურა საქართველოს შემდგომ განვითარებას მოახმარონ.





მსგავსი სიახლეები
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალზე 2019 წლის საუკეთესო ავიაკომპანიად გერმანული Lufthansa დასახელდა
გიორგი გახარია ბათუმში ციტრუსის ექსპორტის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
"ტურიზმი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ გამწევ ძალად იქცა"- ნათია თურნავა
„ჩვენ ვერ დავუშვებთ ანაკლიის პროექტის მეტად დაგვიანებას - სასურველი იყო, რომ ამ ინვესტორთან ერთად გაკეთებულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ნაკლებად სავარაუდოა“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 6 დეკემბრის 17:00 საათისთვის
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"დეკემბრის ეფექტი" სავალუტო კურსზე და ინფლაციაზე - გიორგი ცუცქირიძე სტუმრად რადიო "იმედის" ეთერში
ხვალ, Welcome to Georgia - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონია გაიმართება
"დამხობა, რევოლუცია, რადიკალიზაცია - ეს არ არის ის მომავალი, რაც მოსახლეობას სწყურია"
Mastercard-ის დაუჯერებელი მოგზაურობის ისტორია
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 4 დეკემბრის 17:00 საათისთვის
„ერთი სტენტი თუ სინამდვილეში ღირდა 1800 ლარი, კერძო კლინიკები ითხოვდნენ 3250 ლარს და ცალკე ჯანდაცვას არიცხინებდნენ ნახევარს და შემდეგ ადამიანებს აყიდინებდნენ ყველაფერს “
ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
საერთაშორისო შრომის ბაზრისა და შრომითი მიგრაციის შესახებ - თედო ისაკაძე
ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
„TANAP-ის გაზსადენით პირველ ეტაპზე საქართველო 1,1 მლრდ. კუბურ მეტრ აირს, ანუ გატარებულის თითქმის 7%-ს მიიღებს - დღეს ქვეყანა დაახლოებით 2,7 მლრდ კუბურ მეტრ აირს მოიხმარს“
„ხელისუფლება ეკონომიკის ამოქაჩვაზე მუშაობს და ვხედავთ, რომ ოქტომბერში 5.7%-იანი ზრდა დადო „ოცნების“ ახალმა მთავრობამ“
XX საიუბილეო ბიზნეს რეიტინგი - ვაკეთებთ იმას, რაც ვიცით!
XX საიუბილეო ბიზნეს რეიტინგი - ვაკეთებთ იმას, რაც ვიცით!