„ერთი სტენტი თუ სინამდვილეში ღირდა 1800 ლარი, კერძო კლინიკები ითხოვდნენ 3250 ლარს და ცალკე ჯანდაცვას არიცხინებდნენ ნახევარს და შემდეგ ადამიანებს აყიდინებდნენ ყველაფერს “

ფეისბუქის გვერდი „სახალხო ეკონომიკა“ მოსახლეობას სამედიცინო კლინიკების მიერ შემუშავებული კორუფციული სქემის შესახებ აფრთხილებს:

 

„ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო მომსახურების ფასებს დაადგენს – კერძო კომპანიები სერვისის ფასებს ხელოვნურად ვეღარ გაზრდიან! საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კერძო სამედიცინო დაწესებულებები წლების განმავლობაში ხელოვნურად ზრდიდნენ მომსახურების ფასებს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სრულად ფარავს რიგი ოპერაციებისა და მომსახურების ხარჯებს, კერძო კომპანიები, გარდა სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი თანხისა, პაციენტისგან დამატებით ანაზღაურებას ითხოვდნენ. ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება – კერძო კომპანიები პაციენტების სიცოცხლით ვეღარ ივაჭრებენ! სამედიცინო მომსახურების ფასებს ჯანდაცვის სამინისტრო დაადგენს! აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად შეამცირებს სამედიცინო მომსახურების საფასურს! ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღება კლინიკების მხრიდან საქართველოში პაციენტების სიცოცხლით ვაჭრობას!!! ამ საქმეში ჩვენი, როგორც საზოგადოების ერთიანობაა საჭირო!!!

 

უკვე 1 კვირაა რაც ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო რეგულაციის დაწესება კლინიკებისთვის, იმისთვის რომ ჩვენი ფულით წურბელა კლინიკები აღარ მდიდრდებოდნენ! მოგახსენებთ საქმე რაშიც მდგომარეობს: თუ თქვენ ხართ საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე პირი, მაგალითად ღმერთმა დაგიფაროთ და გულის სტენტირებისთვის 1 სტენტი თუ სინამდვილეში ღირდა 1800 ლარი, კერძო კლინიკები ითხოვდნენ 3250 ლარს და ცალკე ჯანდაცვას ბიუჯეტის ფულიდან არიცხინებდნენ ნახევარს და შემდეგ ადამიანებს აყიდინებდნენ ყველაფერს ოპერაციის გასაკეთებლად. ეს ფასი არის უბრალოდ მაგალითი, არის შემთხვევები, როდესაც 6 000 ლარიან ოპერაციას 32 000 ლარად აკეთებენ!!! შემდეგ მედდებს და მედპერსონალს 300-300 ლარს აძლევენ და თვითონ იჯიბავენ მილიონებს!!!

 

ყველაფერი იცვლება!!! ის, რაც მთელმა მსოფლიომ გადაწყვიტა, რომ წურბელები არ ეკვება, ასევე გადაწყვიტა ჯანდაცვის სამინისტრომაც! დაუწესა მკაცრი რეგულაცია ყველა კლინიკას, და უთხრა რამდენსაც ჩვენ გეტყვით, იმდენს გადაგიხდით, მაგ ფასად გაუკეთებთ საყოველთაო დაზღვევაში მონაწილე ადამიანებს ოპერაციას და მეტს ერთ კაპიკსაც არ დაამატებინებთო!!! ამაზე ეს წურბელები, როგორებიც არიან ევექსი, პეესპე, ავერსი, ივერმედი, მოდერნ მედიქალ სოლუშენი და სხვა ჭინკები, რომელთა მოგებაც წარმოიდგინეთ წელიწადში 100 მილიონ ლარსაც აჭარბებს და ორმაგი მოგებით მუშაობენ, გადაირივნენ და დაიწყეს ცრუ კამპანია ამ კეთილი იდეის წინააღმდეგ. უნამუსოდ გამოდიან მათი წარმომადგენლები და გაიძახიან ეს ყველაფერი ადამიანების საწინააღმდეგოდ კეთდებაო! ვანახოთ ამ წურბელებს, რომ ყველა კეთილ საქმეში ჩვენ ვიქნებით ერთად და არავის მივცემთ ჩვენი გაბრიყვების საშუალებას! აღარ გაუვათ !!!“ – ვკითხულობთ „სახალხო ეკონომიკა“ – ს ფეისბუქის გვერდზე.





მსგავსი სიახლეები
ერთი აშშ დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 27 იანვრის 17:00 საათისთვის
რა არის „ფრონტერას“ მიზანი საქართველოში – რეალური საბადოების ძიება თუ სპეკულაციები აქციების ფასების ხელოვნურად გასაზრდელად
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 24 იანვრის 17:00 საათისთვის
ქუთაისის ელექტრომობილების ქარხანა პირველ ელექტრომობილს წელს აგვისტოში გამოუშვებს
ერთი აშშ დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს
ერთი აშშ დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
"კოკა-კოლა" დაინტერესებულია რეგიონში წარმოების გაფართოებით და განაგრძობს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას"
"დღემდე საქართველოში გაცემულია 4200 წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, აქედან 550 ლიცენზია მხოლოდ გასულ 2019 წელს გაიცა"
თემურ ბასილია: „კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა“
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"ანაკლიის პორტი აშენდება, ეს ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია და არაფერი შეუშლის ხელს"
მამუკა ბახტაძე დავოსში, ბლოკჩეინის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთისგან - ტოპ-5 პროდუქტი
„ეს შეფასება კიდევ ერთხელ აშიშვლებს ქართული ოპოზიციის სიცრუესა და დეზინფორმაციაზე აგებული პოლიტიკის ხასიათს - კორუფციის ზრდაზე, „უუნარო მართველობაზე“ თუ ადამიანის უფლებების გაუარესებაზე“
2019 წელს „საქართველოს რკინიგზის“ სამგზავრო გადაყვანებში ისტორიული მაჩვენებლები დაფიქსირდა
იაპონიის ეკონომიკური სასწაული
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის