„ჩვენ ვერ დავუშვებთ ანაკლიის პროექტის მეტად დაგვიანებას - სასურველი იყო, რომ ამ ინვესტორთან ერთად გაკეთებულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ნაკლებად სავარაუდოა“

ვფიქრობ, ყველაზე სწორი იქნება, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც ვადა იწურება, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პროექტი და კონკრეტული ინვესტორის პრობლემა, - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. მინისტრის შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული პროექტი და მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. „ისედაც ძალიან დაგვიანდა - ორი წელი, პრაქტიკულად, ინვესტორის მოთხოვნით ხდებოდა გადავადება და ჩვენ ვერ დავუშვებთ ამ პროექტის მეტად დაგვიანებას. სასურველი იყო, რომ ამ ინვესტორთან ერთად მომხდარიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ნაკლებად სავარაუდოა“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

 

კითხვაზე, რა გეგმა აქვს მთავრობას იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორმა არ შეასრულა პირობა დათქმულ ვადაში, ნათია თურნავამ განმარტა, რომ ამაზე მთავრობა იმსჯელებს. „დარჩა რამდენიმე დღე, მე არ მსურს, ფორმალობები დავარღვიოთ, მითუმეტეს, სამართლებრივ დავაზე იწყება საუბარი. ვაცალოთ ინვესტორს, ამოიწურება ვადა და ვიმსჯელებთ, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პროექტი აუცილებლად, სწრაფად, ეფექტურად განხორციელდეს. ანაკლიის პორტის პროექტი კონსტიტუციით არის დაცული“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





მსგავსი სიახლეები
ერთი აშშ დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 27 იანვრის 17:00 საათისთვის
რა არის „ფრონტერას“ მიზანი საქართველოში – რეალური საბადოების ძიება თუ სპეკულაციები აქციების ფასების ხელოვნურად გასაზრდელად
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 24 იანვრის 17:00 საათისთვის
ქუთაისის ელექტრომობილების ქარხანა პირველ ელექტრომობილს წელს აგვისტოში გამოუშვებს
ერთი აშშ დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს
ერთი აშშ დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
"კოკა-კოლა" დაინტერესებულია რეგიონში წარმოების გაფართოებით და განაგრძობს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას"
"დღემდე საქართველოში გაცემულია 4200 წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, აქედან 550 ლიცენზია მხოლოდ გასულ 2019 წელს გაიცა"
თემურ ბასილია: „კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა“
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"ანაკლიის პორტი აშენდება, ეს ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია და არაფერი შეუშლის ხელს"
მამუკა ბახტაძე დავოსში, ბლოკჩეინის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთისგან - ტოპ-5 პროდუქტი
„ეს შეფასება კიდევ ერთხელ აშიშვლებს ქართული ოპოზიციის სიცრუესა და დეზინფორმაციაზე აგებული პოლიტიკის ხასიათს - კორუფციის ზრდაზე, „უუნარო მართველობაზე“ თუ ადამიანის უფლებების გაუარესებაზე“
2019 წელს „საქართველოს რკინიგზის“ სამგზავრო გადაყვანებში ისტორიული მაჩვენებლები დაფიქსირდა
იაპონიის ეკონომიკური სასწაული
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის