"ტურიზმი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ გამწევ ძალად იქცა"- ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ Welcome to Georgia-ს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

 

როგორც ნათია თურნავამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ტურიზმი უკვე იქცა ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ გამწევ ძალად.

 

„ეს არის ინდუსტრია, რომელმაც გასულ წელს 3 მილიარდ დოლარზე მეტი შეიტანა ჩვენს ეკონომიკაში. სწორედ ამიტომ ვამაყობთ იმ შედეგებით, რაც გვაქვს, სწორედ ამიტომ აღარ იწვევს ეჭვს ის ფაქტი, რომ თუკი ადრე ვსაუბრობდით, რომ ჩვენი ეკონომიკის მთავარი გამწევი ძალა არის მრეწველობა, მშენებლობა და სხვა ბევრი დარგი,  დღეს ტურიზმი, სერვისინდუსტრია არის ჩვენი ეკონომიკური განითარების ერთ-ერთი ლოკომოტივი, ძალიან დიდი იმედი და პერსპექტივა", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

მისივე თქმით, შარშან საქართველომ 8,7 მილიონ სტუმარს უმასპინძლა, წელს კი უკვე 11 თვეში იგივე შედეგს მივაღწიეთ. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ წელს რეკორდული მაჩვენებელი 9 მილიონამდე გაიზრდება.

 

მისივე თქმით, მიუხედავად ყველა გამოწვევისა, რის წინაშეც აღმოჩნდა წელს ტურიზმის სექტორი და თითოეული ჩვენგანი, ეს დარგი მაინც ვითარდება და დიდი პერსპექტივა გააჩნია.

 

„იცით, რომ ძალიან ბევრი გავაკეთეთ, რათა მყისიერად მოგვეხდინა რეაგირება და გვერდში დავდგომოდით ამ ინდუსტრიის ყველაზე დაუცველ სეგმენტს - მცირე სასტუმროებს. ვგულისხმობ პროგრამას, რომელიც მივმართეთ მცირე სასტუმროების ბანკების სესხების პროცენტის სუბსიდირებაზე.  ჩვენი მოვალეობა იყო, რომ მოულოდნელ გასაჭირში, რის წინაშეც ივნისის მოვლენების შემდეგ აღმოვჩნდით, დავდგომოდით გვერდში ამ მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ჯგუფს. მიხარია, რომ დღეისთვის 70-ზე მეტმა მცირე სასტუმრომ ისარგებლა ამ დახმარებით. ასევე მიხარია, რომ მიუხედავად გამოწვევისა, ჩვენი ტურიზმი უბრუნდება თავის ტრაექტორიას. ეს არ არის მთლად ის, რასაც ყველანი ერთად ველოდით თავიდან, მაგრამ ეს არის შეუქცევადი ზრდა. დარწმუნებული ვარ, რომ გაისად ავანაზღაურებთ იმ დანაკლისს, რაც გვქონდა", -  განაცხადა ნათია თურნავამ.

 





მსგავსი სიახლეები
ერთი აშშ დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 27 იანვრის 17:00 საათისთვის
რა არის „ფრონტერას“ მიზანი საქართველოში – რეალური საბადოების ძიება თუ სპეკულაციები აქციების ფასების ხელოვნურად გასაზრდელად
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 24 იანვრის 17:00 საათისთვის
ქუთაისის ელექტრომობილების ქარხანა პირველ ელექტრომობილს წელს აგვისტოში გამოუშვებს
ერთი აშშ დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს
ერთი აშშ დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
"კოკა-კოლა" დაინტერესებულია რეგიონში წარმოების გაფართოებით და განაგრძობს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას"
"დღემდე საქართველოში გაცემულია 4200 წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, აქედან 550 ლიცენზია მხოლოდ გასულ 2019 წელს გაიცა"
თემურ ბასილია: „კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა“
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"ანაკლიის პორტი აშენდება, ეს ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია და არაფერი შეუშლის ხელს"
მამუკა ბახტაძე დავოსში, ბლოკჩეინის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთისგან - ტოპ-5 პროდუქტი
„ეს შეფასება კიდევ ერთხელ აშიშვლებს ქართული ოპოზიციის სიცრუესა და დეზინფორმაციაზე აგებული პოლიტიკის ხასიათს - კორუფციის ზრდაზე, „უუნარო მართველობაზე“ თუ ადამიანის უფლებების გაუარესებაზე“
2019 წელს „საქართველოს რკინიგზის“ სამგზავრო გადაყვანებში ისტორიული მაჩვენებლები დაფიქსირდა
იაპონიის ეკონომიკური სასწაული
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის