8 დეკემბრიდან ჭავჭავაძის გამზირზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება

მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო, მესამე ეტაპის დაწყებამდე, 8 დეკემბრის 06:00 საათიდან ჭავჭავაძის გამზირის მთელ სიგრძეზე, ტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა აღდგება.


შესაბამისად, ვაკეში შემდეგი სატრანსპორტო სქემა იმოქმედებს:


·ტრანსპორტი ჭავჭავაძის გამზირზე ვაკის პარკიდან მოძრაობისას, ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩებთან დასაკავშირებლად გაივლის მიშველაძის, არაყიშვილის, მირცხულავასა და ნაფარეულის ქუჩებს.

 

·ვაკის პარკიდან მელიქიშვილის ქუჩისკენ მოძრაობისას, კვლავინდებურად ნებადართული იქნება ყიფშიძის ქუჩისკენ მარცხნივ მოხვევაც.

 

·ჭავჭავაძის გამზირზე ვარაზისხევიდან ვაკის პარკის მიმართულებით მოძრაობისას, მარცხნივ მოხვევა ნებადართული იქნება მირცხულავასა და ბერძენიშვილის ქუჩისკენ.

 

·აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩებიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება კავსაძის, თაქთაქიშვილის, ბაზალეთისა და ერისთავის ქუჩებიდან. ხოლო, ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტი  თაყაიშვილისა და მიშველაძის ქუჩების გავლითაც მოხვდება.

 

·კეკელიძის ქუჩა, ვარაზისხევიდან ფალიაშვილის ქუჩამდე, კვლავინდებურად ცალმხრივი იქნება. 

 

·ფალიაშვილის ქუჩაზე იმოქმედებს ცალმხრივი მოძრაობის სქემა მთელ სიგრძეზე - კეკელიძიდან მიშველაძის ქუჩამდე.

 

·ასევე, აბაშიძის ქუჩაც მთელ სიგრძეზე, მიშველაძის ქუჩიდან მრგვალ ბაღამდე ცალმხრივი იქნება.

 

·ბარნოვის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის სქემა იმოქმედებს. 


რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები: N9, N21, N34, N51, N59, N61, N87, N88 და N140 და მიკროავტობუსები: N4, N15, N32, N35, N44, N73, N120, N126, N128, N131, N137, N170, N171, N195 და N202 კვლავ ძველ მარშრუტებს დაუბრუნდებიან და ჭავჭავაძის გამზირის გავლით იმოძრავებენ.

 





მსგავსი სიახლეები
გორში, მშვიდობის გამზირზე ავტოავარიისას დაღუპული ბიჭი დათო წიკლაურია
„ეს ყველაფერი მოხდა არამარტო იმიტომ, რომ ღვთიურმა ძალებმა უპასუხეს მის ლოცვებს, არამედ, იმიტომაც, რომ მას მიეცა შანსი, გამოსულიყო მატერიალური სამყაროდან და დახმარებოდა გაჭირვებულ ადამიანებს“
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ,,ფეიკ ნიუსს" უწოდებს თურქეთის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიასთან დაკავშირებით დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას
როგორ უნდა დავიცვათ თავი მომაკვდინებელი კორონავირუსისგან
როგორ უნდა დავიცვათ თავი მომაკვდინებელი კორონავირუსისგან
„როცა მოახლოვდება ის საშინელი დღეები, წინასწარ გაგაფრთხილებთ და გზას გიჩვენებთ - საშინელი დღეები იქნება და უნდა დავძლიოთ, შვილებო, ერთმანეთის დახმარებითა და სიყვარულით”
„ახლა კი დადგა დუმილის დარღვევის დრო - ვიწყებ ამ საქმის შესახებ ყველა არსებული მტკიცებულების და ფაქტის, რომელიც გამაჩნია, თარგმნას და მომზადებას უცხოელი პარტნიორებისთვის“
„რაგბის კავშირის პრეზიდენტის, სვანიძის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო! - პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც ზეგ უნდა გამართულიყო, ერთი თვით გადაიდო!“
„მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ მიიღო გადაწყვეტილება საავადმყოფოში მყოფი ცოტნეს სრული იზოლაციის შესახებ - ამის საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომზადებული საბუთია“
პროფკავშირები და უფლებამდაცველები მთავრობას მიმართავენ
22 წლის გოგონას, რომელიც ჩინეთიდან 16 იანვარს ჩამოვიდა კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თავდასხმის ორი შემთხვევა თანამშრომლებზე ბოლო ერთ თვეში - რა ხდება „სპარის“ სუპერმარკეტებში
კორონავირუსი - როგორ მოვიქცეთ? - დავით ნანობაშვილის ვიდეომიმართვა
"ალბათ ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებითი შეჩერება მოგვიწევს"- ნათია თურნავა
„ნიკუტას 96%-ით გაეპარა! - ადრეც არაერთხელ შემინიშნავს გვარამიას ,,ყალბი სოციოლოგია'', მაგრამ გადაცემიდან გადაცემამდე ერთიდაიგივე 96%-იანი შედეგი, ამ უბადრუკისთვისაც კი ნამეტანია!“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ნინოობის დღესასწაულზე
ანიტა რაჭველიშვილმა და მისმა ოჯახმა დავით ქაცარავას აღკვეთის ღონისძიების გირაოს თანხა დაფარა
„ამათ ადარდებთ ქვეყანაში უმუშევრობა და დამლაგებლების ბედი ხომ? ან გაძეძგილი საფულე სულ ხელფასი იქნებოდა, ალალი შრომით მოპოვებული“
ბრიტანელი ტურისტი, რომელსაც თბილისში ველოსიპედი მოპარეს, მოქალაქეებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა დაასაჩუქრეს
საქართველოს საკონსულოს, ამ დროისთვის, ჩინეთში მყოფმა 100-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მიმართა