„ბევრი რამ გააკეთა ივანიშვილმა არაპოლიტიკურ ჭრილში - თუნდაც კარტოფილის თესლი რომ შემოიტანა და დღეს თურქულის ნაცვლად ქართულ მიწაზე მოყვანილს ვწვავთ, მაგრამ ჩემთვის უმთავრესი მაინც ჯიღაურა“

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება შალვა ნათელაშვილის რეპლიკას ბიძინა ივანიშვილის მიმართ და წერს:

 

„ზოგადად ვცდილობ, გვერდი ავუარო იმ ე.წ. პოლიტიკოსებს, რომელთა პარტიულ რიგებში ჩემი ნაცნობები, ფრენდები ირიცხებიან... ზოგადად... ხშირად ვახერხებ... ძალიან ხშირად - ვერა. ახლა გავბრაზდი და ვწერ, ისიც ძალიან რბილად, ჰაეროვნად - გამგებისათვის გასაგებ მიზეზთა გამო...


შალვა ნათელაშვილს უთქვამს: „ივანიშვილის ოჯახმა ამაზონის დამწვარი ტყის აღსადგენად, მილიონები გადარიცხა ბრაზილიაში მაშინ, როცა ბორჯომის წაღვერის, აბასთუმნის დამწვარი ტყის აღსადგენად ერთი ნერგი არ დაურგიათ, ერთი თეთრი არ დაუხარჯავთ. ეს ზუსტად ამას ჰგავს- ‘’ძაღლი შინ არ ვარგოდაო, ამაზონზე გარბოდაო“. ბევრი რამ გააკეთა ივანიშვილმა (არაპოლიტიკურ ჭრილში, პოლიტიკურს ვხედავ - ბრმა არა ვარ. ვგრძნობ - გაქვავებული არა ვარ...), ძალიან ბევრი, ძალიან! აი, თუნდაც კარტოფილის თესლი რომ შემოიტანა და დღეს თურქული კარტოფილის ნაცვლად ქართულ მიწაზე მოყვანილს ვწვავთ, ვხარშავთ, ისინიც კი ვისთვისაც, თურმე, "ძაღლი შინ არ ვარგა"... მაგრამ ჩემთვის უმთავრესი მაინც ჯიღაურაა....


დიახ, "ძაღლი შინ არ ვარგა" და შალიკო რომ ვარგა, ამიტომ გვაქვს "შალიკოს ლოცვა-კურთხევით" დღეს ჯიღაურის სანერგე მეურნეობა 54 ჰექტარზე გადაჭიმული, სადაც 2015 წლის მონაცემებით: "ქართული ვაზის 437 ჯიში, უცხოური ვაზის 350 ჯიში, ასევე 300 სახის ხეხილოვანი, მათ შორის კურკოვანი და კენკროვანი კულტურა" იყო გაშენებული, ახლა ალბათ მეტია. ამ მეურნეობამ გადაურჩინა საქართველოს უნიკალური ჯიშის ვაზის არა ერთი (ასეულობით) სახეობა! 2015 წლის მონაცემებით, ჯიღაურას სანერგე მეურნეობიდან ყოველწლიურად იყიდებოდა დაახლოებით 400 000 ლარის ნერგი და ხილ-ბოსტნეული. ხილ-ბოსტნეულს თავი დავანებოთ - ჯანსაღ საკვებს არც შალიკო დაიწუნებს (მერე რა რომ ბიძინამ გააკეთა მეურნეობა, წესით პროტესტის ნიშნად პირს არ უნდა აკარებდეს) და არც სანაცმაცუნეთ-საყველაფროეთი, იყიდიან, ამიტომ...


კითხვა საშალვაეთეთს:


რამდენი ნერგი იყიდეთ ჯიღაურას სანერგე მეურნეობაში (რომელიც, სხვათაშორის, 2007 წელს დაარსა ივანიშვილმა) ბოლო პერიოდში თუნდაც (დაარსებიდან არ დავთვლი, იმხანად თქვენ ხომ მიშა გდევნიდათ და დაჩაგრულები იყავით) და უნიკალური ჯიშის ვაზის რამდენი ნერგი გაახარეთ, გაამრავლეთ, გადაარჩინეთ, შემოუნახეთ სამშობლოს, შთამომავლობას, ან ბოლო-ბოლო თქვენთვის მოიყვანეთ, დაწურეთ?





მსგავსი სიახლეები
გორში, მშვიდობის გამზირზე ავტოავარიისას დაღუპული ბიჭი დათო წიკლაურია
„ეს ყველაფერი მოხდა არამარტო იმიტომ, რომ ღვთიურმა ძალებმა უპასუხეს მის ლოცვებს, არამედ, იმიტომაც, რომ მას მიეცა შანსი, გამოსულიყო მატერიალური სამყაროდან და დახმარებოდა გაჭირვებულ ადამიანებს“
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ,,ფეიკ ნიუსს" უწოდებს თურქეთის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიასთან დაკავშირებით დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას
როგორ უნდა დავიცვათ თავი მომაკვდინებელი კორონავირუსისგან
როგორ უნდა დავიცვათ თავი მომაკვდინებელი კორონავირუსისგან
„როცა მოახლოვდება ის საშინელი დღეები, წინასწარ გაგაფრთხილებთ და გზას გიჩვენებთ - საშინელი დღეები იქნება და უნდა დავძლიოთ, შვილებო, ერთმანეთის დახმარებითა და სიყვარულით”
„ახლა კი დადგა დუმილის დარღვევის დრო - ვიწყებ ამ საქმის შესახებ ყველა არსებული მტკიცებულების და ფაქტის, რომელიც გამაჩნია, თარგმნას და მომზადებას უცხოელი პარტნიორებისთვის“
„რაგბის კავშირის პრეზიდენტის, სვანიძის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო! - პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც ზეგ უნდა გამართულიყო, ერთი თვით გადაიდო!“
„მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ მიიღო გადაწყვეტილება საავადმყოფოში მყოფი ცოტნეს სრული იზოლაციის შესახებ - ამის საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომზადებული საბუთია“
პროფკავშირები და უფლებამდაცველები მთავრობას მიმართავენ
22 წლის გოგონას, რომელიც ჩინეთიდან 16 იანვარს ჩამოვიდა კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თავდასხმის ორი შემთხვევა თანამშრომლებზე ბოლო ერთ თვეში - რა ხდება „სპარის“ სუპერმარკეტებში
კორონავირუსი - როგორ მოვიქცეთ? - დავით ნანობაშვილის ვიდეომიმართვა
"ალბათ ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებითი შეჩერება მოგვიწევს"- ნათია თურნავა
„ნიკუტას 96%-ით გაეპარა! - ადრეც არაერთხელ შემინიშნავს გვარამიას ,,ყალბი სოციოლოგია'', მაგრამ გადაცემიდან გადაცემამდე ერთიდაიგივე 96%-იანი შედეგი, ამ უბადრუკისთვისაც კი ნამეტანია!“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ნინოობის დღესასწაულზე
ანიტა რაჭველიშვილმა და მისმა ოჯახმა დავით ქაცარავას აღკვეთის ღონისძიების გირაოს თანხა დაფარა
„ამათ ადარდებთ ქვეყანაში უმუშევრობა და დამლაგებლების ბედი ხომ? ან გაძეძგილი საფულე სულ ხელფასი იქნებოდა, ალალი შრომით მოპოვებული“
ბრიტანელი ტურისტი, რომელსაც თბილისში ველოსიპედი მოპარეს, მოქალაქეებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა დაასაჩუქრეს
საქართველოს საკონსულოს, ამ დროისთვის, ჩინეთში მყოფმა 100-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მიმართა