„აუ, როგორ მიშველე, მართლა შე ჯიგარო! აი, ნახავ, თუ არ მოვიგებ დღეს! მაგარი სასაფლაო უნდა გაგიკეთოთ შენ და დედას“

ლელა ცუცქირიძის მინიატურა - „დღეს ჩემმა ბიჭმა…“

 


-გამარჯობა, ქალბატონო მზია, შეიძლება?
-გამარჯობა., - ქალმა კომპიუტერს თვალი მოაშორა, ოთახის კართან ატუზულ ახალგაზრდა კაცს დააკვირდა, - გიო?
-მითხრეს, რომ ჯერ თქვენთან მოვსულიყავი, - უხერხულად გაუღიმა გიომ.
ქალი წამოდგა, მიუახლოვდა, ხელი ჩამოართვა:
- როგორც იქნა, გამოჩნდი. წვერი მოგიშვია, ძლივს გიცანი. როგორ ხარ?
-რავი. აი, მამაჩემთან მოვედი, - მხრები აიწურა გიომ.
-რამდენი გეძებეთ, მაგრამ ვერაფრით გიპოვეთ. ტელეფონი გათიშული გაქვს... რა მისამართიც გვქონდა, იქ მსგავსი არავინ ცხოვრობსო...
-ჰო, რავი, ასე მიეწყო მოკლედ. - ისევ უხრხულად გაიღიმა გიომ, - და ისე, რატომ მეძებდით?
-რატომ და... გარდაიცვალა მამაშენი. ერთი თვის წინ. დედაშენის გვერდით დავკრძალეთ. ძალიან ღირსეული ადამიანი იყო, ძალიან თავდაჭერილი. აცხონოს ღმერთმა, - დანანებით თქვა ქალმა, - არ მახსოვს, ამ ხუთი წლის მანძილზე, რაც ჩვენს თავშესაფარში ცხოვრობდა, ოდესმე დაეწუწუნოს ან საყვედური ეთქვას. ვიზიარებ...
გიო ცოტა ხნით გაშეშებული იდგა, უცებ დაუდგა თვალწინ მამა, რომელსაც არასდროს უთქვამს მისთვის საყვედური, დედა, რომელიც მასზე დარდს გადაჰყვა, ვალების გამო წართმეული სახლი, ვალების გამო მომდურებული ნათესავები, მეზობლები, ახლობლები...
გიო უხმოდ გავიდა ოთახიდან, მერე უცებ მიტრიალდა:
-ქალბატონო მზია... 50 ლარს ხომ ვერ მასესხებთ? აუცილებლად გადაგიხდით.
-ეეჰ, გიო, გიო... - ქალმა თავი გადააქნია, - ისევ თამაშობ, ბიჭო?
-არა, რა ვთამაშობ, რამდენი ხანია, თავი დავანებე... - ყელში მოაწვა ბრაზი გიოს.
-ბატონი გიზოს ნივთებს მოგცემ, ბევრი არაფერია, მაგრამ... - ცივად უთხრა ქალმა, ოთახიდან გავიდა, მალევე დაბრუნდა და გიოს პატარა, გაქუცული ჩემოდანი გადასცა. გიომ უხმოდ გამოართვა და შენობა დატოვა.
-გიო! - მოესმა ქალის ხმა უკვე ქუჩაში გასულს.
„ფული უნდა მასესხოს!“ - გაიფიქრა, სწრაფად შეტრიალდა.
-ძალიან უყვარდი მამაშენს, - ქალი ეზოს ჭიშკართან იდგა.
გიომ არაფერი უპასუხა. გზას გაუყვა, მერე თავშესაფრიდან მოშორებით, სკვერში ჩამოჯდა, მიიხედ-მოიხედა, ჩემოდანი სწრაფად გახსნა, სწრაფადვე ამოქექა მამის ნივთები, საფულე, რომელშიც მხოლოდ მისი და დედის ფოტოები იდო. ქუდი, ქურთუკი, შარვალი, ორიოდე პერანგი და მოულოდნელად ჩემოდნის ფსკერზე თიხის პატარა ყულაბას მოჰკრა თვალი.
-აუ, ჯიგარი ხარ, მა, ჯიგარი! - ოფლმა დაასხა სიხარულისგან, ყულაბა შეანჯღრია, ყრუ შრიალი მოესმა.
-აუ, როგორ მიშველე, მართლა შე ჯიგარო! აი, ნახავ, თუ არ მოვიგებ დღეს! მაგარი სასაფლაო უნდა გაგიკეთოთ შენ და დედას“...
გიომ ყულაბა სწრაფად დაახეთქა ბეტონის ფილებს,
მერე ნამსხვრევებს შორის გამალებით დაუწყო ძებნა ფულს.
არცერთი კუპიურა, მხოლოდ რვეულის ათიოდე დაკეცილი ფურცელი, მამის ერთი და იმავე ჩანაწერით, სხვადსხვა თარიღით:
„დღესჩემმა ბიჭმა მნახა . 2015წ. 20 დეკემბერი“.
„დღეს ჩემმა ბიჭმა მნახა. 2016წ. 1 აპრილი“.
„დღეს ჩემმა ბიჭმა მნახა. 2016წ. 15 ნოემბერი.
„დღეს ჩემმა ბიჭმა მნახა. 2018წ. 1 ივლისი“...
დღეს ჩემმა ბიჭმა...
ჩემმა ბიჭმა...
მნახა.





მსგავსი სიახლეები
გორში, მშვიდობის გამზირზე ავტოავარიისას დაღუპული ბიჭი დათო წიკლაურია
„ეს ყველაფერი მოხდა არამარტო იმიტომ, რომ ღვთიურმა ძალებმა უპასუხეს მის ლოცვებს, არამედ, იმიტომაც, რომ მას მიეცა შანსი, გამოსულიყო მატერიალური სამყაროდან და დახმარებოდა გაჭირვებულ ადამიანებს“
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ,,ფეიკ ნიუსს" უწოდებს თურქეთის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიასთან დაკავშირებით დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას
როგორ უნდა დავიცვათ თავი მომაკვდინებელი კორონავირუსისგან
როგორ უნდა დავიცვათ თავი მომაკვდინებელი კორონავირუსისგან
„როცა მოახლოვდება ის საშინელი დღეები, წინასწარ გაგაფრთხილებთ და გზას გიჩვენებთ - საშინელი დღეები იქნება და უნდა დავძლიოთ, შვილებო, ერთმანეთის დახმარებითა და სიყვარულით”
„ახლა კი დადგა დუმილის დარღვევის დრო - ვიწყებ ამ საქმის შესახებ ყველა არსებული მტკიცებულების და ფაქტის, რომელიც გამაჩნია, თარგმნას და მომზადებას უცხოელი პარტნიორებისთვის“
„რაგბის კავშირის პრეზიდენტის, სვანიძის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო! - პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც ზეგ უნდა გამართულიყო, ერთი თვით გადაიდო!“
„მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ მიიღო გადაწყვეტილება საავადმყოფოში მყოფი ცოტნეს სრული იზოლაციის შესახებ - ამის საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომზადებული საბუთია“
პროფკავშირები და უფლებამდაცველები მთავრობას მიმართავენ
22 წლის გოგონას, რომელიც ჩინეთიდან 16 იანვარს ჩამოვიდა კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თავდასხმის ორი შემთხვევა თანამშრომლებზე ბოლო ერთ თვეში - რა ხდება „სპარის“ სუპერმარკეტებში
კორონავირუსი - როგორ მოვიქცეთ? - დავით ნანობაშვილის ვიდეომიმართვა
"ალბათ ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებითი შეჩერება მოგვიწევს"- ნათია თურნავა
„ნიკუტას 96%-ით გაეპარა! - ადრეც არაერთხელ შემინიშნავს გვარამიას ,,ყალბი სოციოლოგია'', მაგრამ გადაცემიდან გადაცემამდე ერთიდაიგივე 96%-იანი შედეგი, ამ უბადრუკისთვისაც კი ნამეტანია!“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ნინოობის დღესასწაულზე
ანიტა რაჭველიშვილმა და მისმა ოჯახმა დავით ქაცარავას აღკვეთის ღონისძიების გირაოს თანხა დაფარა
„ამათ ადარდებთ ქვეყანაში უმუშევრობა და დამლაგებლების ბედი ხომ? ან გაძეძგილი საფულე სულ ხელფასი იქნებოდა, ალალი შრომით მოპოვებული“
ბრიტანელი ტურისტი, რომელსაც თბილისში ველოსიპედი მოპარეს, მოქალაქეებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა დაასაჩუქრეს
საქართველოს საკონსულოს, ამ დროისთვის, ჩინეთში მყოფმა 100-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მიმართა