„მინდა ვთხოვო ჩვენ სამღვდელოებას, მაგალითი მიეცით სოფლის მოსახლეობას, დაამუშავეთ საკარმიდამო მიწები - ამით უნდა გავაძლიეროთ სოფელი და ჩვენი სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს“

სოფლის სამღვდელოება უნდა იყოს მაგალითი სოფლის მეურნეობაში, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ჩვენი სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს.

 

"დღეს ჩვენთან არიან ჩამოსული სხვადასხვა ეპრქიიდან სამღვდელოება და ასევე ჩამობრძანებული არიან ხელისუფალნი. მე მინდა დავლოცო ეს სამღვდელოება და ეს ხელისუფლება. მინდა გთხოვოთ, ჩვენი სამღვდელოება, სოფლის სამღვდელოება უნდა იყოს მაგალითი სოფლის მეურნეობაში. მე მახსოვს ჩემს ბავშვობაში, სნოდან ვარ, როგორ უფრთხილდებოდნენ მიწის ნაკვეთს, საკარმიდამოს, არ იყო მოცდენილი არცერთი მეტრი მიწისა. ყველა დამუშავებული იყო. კარტოფილი, მწვანილი ითესებოდა, თიბვა იყო. დღეს, როცა უკეთესი პირობები დაგვიდგა აღარ ითიბება, საკარმიდამო არ მუშავდება. მინდა ვთხოვო ჩვენ სამღვდელოებას მაგალითი მიეცით სოფლის მოსახლეობას, დაამუშავეთ საკარმიდამო მიწები. ამით უნდა გავაძლიეროთ სოფელი. ჩვენი სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს. დიდება უფალს და მადლობა უფალს მისი დიდი წყალობისათვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობას მიხედოს სამღვდელოებამ. გარდა მიწის დამუშავებისა უნდა იყოლიოთ პირუტყვი, ძროხები, ცხვარი, ქათმები და სხვა. ეს დიდად ამოსწევს ჩვენს სოფელს და სოფელი დაეხმარება ქალაქს. რამდენიმე ხნის შემდეგ მე გავსინჯავ რამდენად შეასრულეთ ეს ლოცვა-კურთხევა. დიდი იმედი მაქვს, მთელი საქართველო ამუშავდება, მთელი საქართველო მიიღებს ამას",- ბრძანა პატრიარქმა.

 

ამასთან, პატრიარქმა ქადაგებისას საქართველოდან წასულ ემიგრანტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას მათი დახმარება სჭირდება. "სოფლის მოსახლეობა და ქალაქისა მიდიან საზღვარგარეთ და იქ ემსახურებიან მოხუცებულ ადამიანებს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქ მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, მიწას. ხელიდან გვეცლება მიწები. ჩამოდიან უცხოელები და ყიდულობენ სახლებს, სახლდებიან ჩვენს სოფლებში და ქალაქებში. ღმერთმა ინებოს, რომ გამოსწორდეს ეს მადლი. გეძლევათ ლოცვა - კურთხევა მთელ საქართველოში გაავრცელოთ ეს სურვილი და გადავარჩინოთ ჩვენი სოფელი",- ბრძანა პატრიარქმა.





მსგავსი სიახლეები
გორში, მშვიდობის გამზირზე ავტოავარიისას დაღუპული ბიჭი დათო წიკლაურია
„ეს ყველაფერი მოხდა არამარტო იმიტომ, რომ ღვთიურმა ძალებმა უპასუხეს მის ლოცვებს, არამედ, იმიტომაც, რომ მას მიეცა შანსი, გამოსულიყო მატერიალური სამყაროდან და დახმარებოდა გაჭირვებულ ადამიანებს“
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ,,ფეიკ ნიუსს" უწოდებს თურქეთის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიასთან დაკავშირებით დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას
როგორ უნდა დავიცვათ თავი მომაკვდინებელი კორონავირუსისგან
როგორ უნდა დავიცვათ თავი მომაკვდინებელი კორონავირუსისგან
„როცა მოახლოვდება ის საშინელი დღეები, წინასწარ გაგაფრთხილებთ და გზას გიჩვენებთ - საშინელი დღეები იქნება და უნდა დავძლიოთ, შვილებო, ერთმანეთის დახმარებითა და სიყვარულით”
„ახლა კი დადგა დუმილის დარღვევის დრო - ვიწყებ ამ საქმის შესახებ ყველა არსებული მტკიცებულების და ფაქტის, რომელიც გამაჩნია, თარგმნას და მომზადებას უცხოელი პარტნიორებისთვის“
„რაგბის კავშირის პრეზიდენტის, სვანიძის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო! - პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც ზეგ უნდა გამართულიყო, ერთი თვით გადაიდო!“
„მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ მიიღო გადაწყვეტილება საავადმყოფოში მყოფი ცოტნეს სრული იზოლაციის შესახებ - ამის საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომზადებული საბუთია“
პროფკავშირები და უფლებამდაცველები მთავრობას მიმართავენ
22 წლის გოგონას, რომელიც ჩინეთიდან 16 იანვარს ჩამოვიდა კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თავდასხმის ორი შემთხვევა თანამშრომლებზე ბოლო ერთ თვეში - რა ხდება „სპარის“ სუპერმარკეტებში
კორონავირუსი - როგორ მოვიქცეთ? - დავით ნანობაშვილის ვიდეომიმართვა
"ალბათ ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებითი შეჩერება მოგვიწევს"- ნათია თურნავა
„ნიკუტას 96%-ით გაეპარა! - ადრეც არაერთხელ შემინიშნავს გვარამიას ,,ყალბი სოციოლოგია'', მაგრამ გადაცემიდან გადაცემამდე ერთიდაიგივე 96%-იანი შედეგი, ამ უბადრუკისთვისაც კი ნამეტანია!“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ნინოობის დღესასწაულზე
ანიტა რაჭველიშვილმა და მისმა ოჯახმა დავით ქაცარავას აღკვეთის ღონისძიების გირაოს თანხა დაფარა
„ამათ ადარდებთ ქვეყანაში უმუშევრობა და დამლაგებლების ბედი ხომ? ან გაძეძგილი საფულე სულ ხელფასი იქნებოდა, ალალი შრომით მოპოვებული“
ბრიტანელი ტურისტი, რომელსაც თბილისში ველოსიპედი მოპარეს, მოქალაქეებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა დაასაჩუქრეს
საქართველოს საკონსულოს, ამ დროისთვის, ჩინეთში მყოფმა 100-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მიმართა