საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალააძე დაასახელა

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ 2019 წელი შეაჯამა. სპორტულმა ჟურნალისტებმა წლის საუკეთესო სპორტსმენად ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე აირჩიეს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ტალახაძე გახდა პირველი სპორტსმენი, რომელიც ასოციაციამ ზედიზედ მეოთხედ გამოარჩია. გამოკითხვაში მეორე ადგილი მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი მსოფლიოს, ევროპისა და ევროპული თამაშების ჩემპიონს, ძიუდოისტ ლუხუმ ჩხვიმიანს ერგო.

უწყების ინფორმაციით, წლის საუკეთესო სპორტსმენი სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა, მიხეილ აბაიშვილმა დააჯილდოვა. ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე, სამინისტროს, ოლიმპიური კომიტეტის, სპორტული ფედერაციებისა და სპორტული მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვა 1964 წლიდან ტარდება. წელს საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ. ჟურნალისტების რჩეული ქალი სპორტსმენი, ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი გახდა. საუკეთესო გუნდად ძალოსნობის ეროვნული ნაკრები დასახელდა. საქართველოს ნაკრებისა და NBA-ის გუნდ „ინდიანა პეისერსის“ კალათბურთელი, გოგა ბითაძე წლის ახალგაზრდა სპორტსმენად აირჩიეს. წლის საუკეთესო მწვრთნელი კი ძალოსნობის ნაკრების დამრიგებელი, ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე გახდა. ტრადიციულად, ასოციაციამ სპორტული ჟურნალისტებიც დააჯილდოვა.





მსგავსი სიახლეები
დღეს, ჩემპიონთა ლიგის ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართება
გურამ თუშიშვილი დიუსელდორფის გრანდ სლემის ოქროს მედლის მფლობელი გახდა
„90:94!!! ეს დაუჯერებელია - სერბეთში, სახლში დავამარცხეთ ამ ქვეყნის ნაკრები, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი“
ტატო გრიგალაშვილმა ფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა და დიუსელდორფის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მესამე შეხვედრაში ბელგიის ეროვნული ნაკრები დაამარცხა
2 ოქროს მედალი! - კუპატაძემ და ოძელაშვილმა მინსკში საქართველოს ჰიმნი ააჟღერეს
ლაშა ტალახაძე 2019 წლის საუკეთესო ძალოსანი გახდა
თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა
ორი ქართველი ფინალშია - გენო პეტრიაშვილი და ბექა ლომთაძე ოქროსთვის იბრძოლებენ
ნიკოლოზ შერაზადიშვილმა პარიზის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიგო
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სპანეთის ნაკრები ანგარიშით 23:10 დაამარცხა
„ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლეს და ანგარიშით 41-13 დაამარცხეს
ლაშა ტალახაძემ ამ წუთებში მსოფლიო თასზე საოცარი წონა ასწია
ქუთაისის "ტორპედოს" მწვრთნელები, ადმინისტრაციის თანამშრომლები და გულშემატკივრები ხვალ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შეიკრიბებიან და პერმანენტულ აქციებს გამართავენ
კობი ბრაიანტის ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამომძიებლებმა განცხადება გააკეთეს
ვითიბი ბანკი, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას ულოცავს
“რაგბის კავშირის ხელმძღვანელობის მოქმედებების ღერძი, ვაჭრული სულია” – “ლოკომოტივის” პრეზიდენტის სკანდალური განცხადება
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელი ღონისძიება - „წლის სპორტსმენი“ მიმდინარეობს
არაოლიმპიურ სახეობებში 2019 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობაზე საფრანგეთი 9:7 დაამარცხა