"ივანიშვილი საქართველოსთვის ბევრად უფრო უკეთესი მოვლენაა, ვიდრე პლახოტნიუკი მოლდოვისთვის"- გია ხუხაშვილი

"ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ შეუძლია, რომ ეს ყველაფერი შეცვალოს და ყველას დაუმტკიცოს, რომ ის არ არის პლახოტნიუკი, მას ამის დრო ჯერ კიდევ აქვს", - ასე აფასებს "რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი ოპოიზიციის განცხადებას იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი მოლდოველი ოლიგარქის ვლადიმერ პლახოტნიუკი ბედს გაიზიარებს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ივანიშვილი საქართველოსთვის ბევრად უფრო უკეთესი მოვლენაა, ვიდრე პლახოტნიუკი მოლდოვისთვის - ხუხაშვილი

 

"ცნობილ მოლდოველ ოლიგარქსა და მოლდოვის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვლადიმერ პლახოტნიუკს, რომელიც ქვეყნიდან არაფორმალური მმართველობისა და კორუფციული გარიგებების გამო გააძევეს, აშშ-მა სანქციები დაუწესა და შავ სიაში შეიყვანა. „ვლადიმერ პლახოტნიუკის კორუფციულმა ქმედებებმა ძირი გამოუთხარა და დიდი ზიანი მიაყენა დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას მოლდოვაში. მე დღეს იგი ოფიციალურად შევიყვანე სანქცირებულ პირთა სიაში. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოლდოვას", - წერს ამასთან დაკავშირებით "ტვიტერში" აშშ-ის სხელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ პლახოტნიუკი „ბევრად უფრო მძიმე შემთხვევაა", ვიდრე ივანიშვილი, თუმცა მათ შორის მსგავსებები არის. „მე პირდაპირ ანალოგიას არ დავიწყებდი იმიტომ, რომ პლახოტნიუკი, ასე ვთქვათ, ბევრად უფრო მძიმე შემთხვევა იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მსგავსებები არის. მთავარი მსგავსება გახლავთ ამ ე.წ. ჩრდილოვან ავტორიტარიზმში. „მოგეხსენებათ, რომ პლახოტნიუკი მოლდოვაში არანაირ ფორმალურ თანამდებობას არ იკავებდა, ის პარტიის თავმჯდომარე იყო, მაგრამ აკონტროლებდა ყველას და ყველაფერს. ვიღაცამ შესაძლოა ივანიშვილთან პირდაპირი ანალოგია დაინახოს ამ ყველაფერში”, - დასძენს გამოცემა.

 

“მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის ბევრად უფრო უკეთესი მოვლენაა, ვიდრე პლახოტნიუკი იყო მოლდოვაში, მაგრამ თვითონ მმართველობითი სტილი/მოდელი სამწუხაროდ ანალოგიურია და აბსოლუტურად შეუსაბამოა ფასეულობათა იმ სისტემასთან, რასაც შეერთებული შტატები ცდილობს დაამკვიდროს თავის პარტნიორებთან. „ასე რომ, ამ ტიპის თეორიული რისკი არსებობს, მაგრამ პროცესი არაა შეუქცევადი, ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ შეუძლია, რომ ეს ყველაფერი შეცვალოს და ყველას დაუმტკიცოს, რომ ის არ არის პლახოტნიუკი, მას ამის დრო ჯერ კიდევ აქვს", - განაცხადა ხუხაშვილმა. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი სანქიებს უწესებს პლახოტნიუკის ოჯახის წევრებსაც. მათ აშშ-ში შესვლა ეკრაძალებათ”, - წერს სტატიის ავტორი.





მსგავსი სიახლეები
"კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას"
რა მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს მერაბიშვილი
„მოგზაურობა მიწისქვეშეთში: უფლისციხე - საქართველოს უძველესი მღვიმური ქალაქი“
„რუსეთის სამხედრო დაზვერვა საქართველოზე კიბერშეტევაში დაადანაშაულეს“- «Financial Times»
„შემდეგი ბათუმი იქნება: საქართველო დარტყმისათვის უნდა მოემზადოს“
„საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია, რომელიც დრომ დაადასტურა"
„საგაზაფხულო შეთავაზებები საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სამოგზაუროდ“ - Time Out Dubai
"პუტინი ნერვიულად რეაგირებდა იმ ხისტ რიტორიკაზე, რომელიც სააკაშვილმა აირჩია რუსეთის პრეზიდენტის მიმართ"
"მეოთხემ ხალხს თავი გაახსენა: გიორგი მარგველაშვილი დიდ პოლიტიკას უბრუნდება“
"სამი დღის განმავლობაში, სარფის საბაჟოზე, დიდი თოვლის გამო სატვირთო ავტომობილების გაშვება არ ხდებოდა"
გიორგი შენგელაია - ქართული კინოს „ახალი ტალღა“
შემობრუნება თბილისის ციდან: საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვა რუსეთს მილიარდობით რუბლი დაუჯდა, მაგრამ „რუსოფობიასთან“ ბრძოლა მაინც გრძელდება
ერთი ნაბიჯი დიდი ომის დაწყებამდე - ერდოღანმა პუტინს და ასადს ახალი ულტიმატუმი წაუყენა
“ოცნების“ შეცდომა ის არის, რომ პოლიტიკური ბუღალტერია არ არის ბიზნესბუღალტერია”
„საქართველოდან კვლავ პოლიტიკური ლტოლვილები მოდიან“
"ვიზიტი მიზანშეუწონელია... სხვანაირად საერთაშორისო სკანდალი მოხდება" -«Каспiй»
რა მოხდება თბილისის მაისის მინისტერიალზე - უმსუბუქებს თუ არა ევროპა სანქციებს რუსეთს?
„დასავლეთიდან კრიტიკა გაიზარდა, მაგრამ ჯერჯერობით ეს მეგობრული ცეცხლის გახსნის ტოლფასია“ - ვახტანგ მაისაია
„სტალინური ეპოქის საბჭოთა რივიერის“ შიგნით: დანგრევის პირას მისული ოდესღაც ბრწყინვალე სანატორიუმები, რომლებშიც დღეს ლტოლვილები ცხოვრობენ“
მარია ზახაროვა თინა კანდელაკთან ერთად: მიხეილ სააკაშვილის, სავიზო რეჟიმისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში სავარაუდო ჩასვლის ირგვლივ