ახალგორელების ტყვეობის 133-ე დღე - რა ბედი ეწევა 1500 ადამიანს, ისევ გაურკვეველია

“უკვე 133-ე დღეა, რაც ახალგორელები ტყვეობაში იმყოფებიან. ამ პერიოდის განმავლობაში სათანადო სამედიცინო დახმარების გამო 10-მდე ადამიანი გარდაიცვალა. მათ ოჯახებს ავადმყოფების თბილისში ტრანსპორტირების უფლება არ მიეცათ. 1500 ადამიანი, რომელიც 21-საუკუნეში ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას. არ არის მედიკამენტები, პროდუქტები, და ზამთრის ტანსაცმელი. ხოლო რაც ცხინვალიდან შედის იმდენად ძვირია, რომ 5 თვის განმავლობაში უპენსიოდ დარჩენილი ადგილობრივები მის შეძენასაც ვერ ახერხებენ. ახალგორიდან სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშილის განცხადებით, მძიმე ავადმყოფები დაკეტილი გზის გამო ვერ ახერხებენ დაგეგმილი ქიმიოთერაპიის კურსზე წასვლას. პენსიონერები, ვისთვისაც ერთადერთი შემოსავალი საქართველოს მოქალაქის პენსიაა - აგვისტოს თვიდან შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი. არავინ იცის, მოსახლეობა როგორ ყიდულობს შეშას, პროდუქტებს, მედიკამენტებს ან სინათლის გადასახადს რა სახსრებით იხდიან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით 133-ე დღე ახალგორელების ტყვეობიდან და 10 გარდაცვლილი - რა ბედი ეწევა 1500 ადამიანს, ისევ გაურკვეველია.


“მეარაყიშვილის თქმით, გადაადგილების ერთადერთი გზა დღეს სინაგურია, რომლის გავლითაც 9 საათი უნდა იარო, რათა თბილისამდე ჩააღწიო. მისი განცხადებით, ეს გზა ჯერ ერთი, რომ ძვირია და მეორეც მისი გავლა ყველას არც შეუძლია, რადგანაც დოკუმენტი (საშვი) არ არსებობს. საშვებს დეკემბერში მოქმედების ვადა გაუვიდა. ვადის გაგრძელებას ხელის ერთი მოძრაობა სჭირდება, რათა თარიღი და ბეჭედი დასვან, თუმცა თვეები ანდომებენ ამაზე ფიქრს და მოსახლეობის დიდ ნაწილს საშვი არ აქვს. ხოლო გზა რომც გახსნან პენსიონერებისთვის რამდენიმე დღით- საშვი არ აქვთ და ფიზიკურდ ვერ შეძლებენ გადაადგილებას და ადგილობრივი ხელისუფლება იტყვის, რომ “არ ისარგებლეს”. ეს გზა ალტერნატივა ვერ გახდება, რადგანაც დღეში მის გამოყენებას მხოლოდ 3-4 ადამიანი ახერხებს, როდესაც ახალგორის გამშვები პუნქტით, დღის განმავლობაში 400-500 ადამიანი მოძრაობდა. ახლა ეს უფლება და საშუალება მათ წართმეული აქვთ. მეარაყიშვილის თქმით, “ბიბილოვის მიერ 2 დეკემბერს შეღავათად გამოცხადებული პირობის შესრულება, რომ პენსიონერებს და მძიმე ავადმყოფებს გაუშვებდა, დღემდე არ მომხდარა. ამიტომაც უკვე 5 თვეა ის პენსიონერები, რომლებიც ქართულ პენსიას იღებენ, შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“რაც შეეხება პროდუქტებს და მედიკამენტებს, აქ ისედაც ყველაფერი ძვირი იყო, ახლა გზის ჩაკეტვის გამო კი ორმაგად და სამმაგად გაძვირდა. ყველაფერი რაც კი მაღაზიებში იყიდება რუსეთიდან შემოდის. იგივე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვა აუცილებელი ნივთები. ვერც შევადარებ ფასებს იმდენად წარმოუდგენლად ძვირია და არც ვიცი ამას ვინ ყიდულობს. ჩვეულებრივად დაბალი ხარისხის ტანსაცმელია. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ აქ ჩარჩენილია ხალხი, რომლებიც ზაფხულის სამოსით არიან და ჩასაცმელი არაფერი აქვთ. ბუნებრივია ამ სიცივეში რაღაც შესამოსელი სჭირდებათ. რაც შეეხება პროდუქტებს. გზის დაკეტვამდე ადგილობრივებს გვქონდა ხოლმე საშუალება, თბილისში წამოვსულიყავით და რამდენიმე ხნის მარაგი ასე უფრო იაფად შეგვევსო. დღემდე ონკოლოგიური ავადმყოფები, გულით დაავადებულები ასე ექიმის კონტროლის გარეშე არიან. მათ რეგულარული შემოწმება სჭირდებათ. მედიკამენტები, რაც ექიმის მიერ ჰქონდათ დანიშნული ან არ იყიდება თუ იყიდება კიდევ ცხინვალში ორჯერ და სამჯერ ძვირია, რაც ამ მდგომარეობაში მყოფ ხალხს მისი შეძენის ფული არა აქვს”, - აცხადებს მეარაყიშვილი. მისივე თქმით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. ადგილობრივი ხელისუფლება გზის გახსნას თვის ბოლოს აპირებს. თუმცა მოსახლეობას ამის არ სჯერა. ოფიციალურ დონეზე ამის შესახებ არავინ საუბრობს. ზუსტად არავინ იცის თვის ბოლოს, თებერვლის ბოლოს თუ საერთოდ გზა გაიხსნება თუ არა”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილი კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ სრულიად გაუგებარია, რაში სჭირდება “ქართული ოცნების” ხელისუფლეებას ტყეში, სოფელ წნელისთან პოლიციის საგუშაგო, რომლის გამოც, შესაძლოა კიდევ რამდენიმე ათეული კილომეტრი ტერიტორია დავკარგოთ და რომლის საბაბითაც ბიბილოვს ახალგორში რამდენიმე ათასი ჩვენი მოქალაქე ტყვედ ჰყავს აყვანილი. გამოსავალს მხოლოდ ერგნეთის მოლაპარაკებაში ხედავს და ამბობს, რომ ჩვენი ხელისუფლება გარკვეულ დათმობაზე უნდა წავიდეს, სხვაგვარად ის რაც ახალგორში ხდება ყველა კანონის ფარგლებს სცდება. მსგავსი რამ ომის დროსაც არ მომხდარა და ამ პრობლემის გადასაჭრელად გამოსავალი სასწრაფოდ უნდა მოინახოს”, - დასძენს გამოცემა.

 

“არ მაქვს თქვენს კითხვაზე პასუხი, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ახლა “ქართული ოცნებისთვის” ტყეში, სტრატეგიულად არც თუ მნიშვნელოვან ადგილზე პოლიციის საგუშაგოს ყოფნა. რომლის ფასიც რაც არის, ვხედავთ. ახალგორში ბიბილოვს ათასობით ჩვენი მოქალაქე ტყვედ ააყვანინეს და ყოველ დღიურად კიდევ ე.წ. საზღვარს ჩორჩანას მიმართულებით წევენ. ოსებისთვის ეს არის ახლა პრინციპის საკითხი, რომ დაუკითხავად თუ აგვიგეს საგუშაგო დღეს, ხვალ უარეს გაბედავენო - ესაა მათი ლოგიკა, მაგრამ ჩვენი მიზანი რა არის, ეს ვერ გავიგე და ვერც ვერავინ ხსნის. არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის ხელისუფლებას რომ არ შეუმჩნევია და საჭიროდ არ ჩაუთვლია ამ ადგილას საგუშაგოს აშენება, ამათ რატომ გადაწყვიტეს, სიმართლე გითხრათ, მეც ვერ ამომიხსნია. გამოსავალია ერთი, რომ ერგნეთში შეხვდნენ და დაილაპარაკონ. თქვას ჩვენმა ხელისუფლებამ, რაც იყო იყო, მოდი, ახლა შევთანხმდეთ და რაღაც კომპრომისზე წავიდნენ. სხვაგვარად ეს ამბავი ასე არ დასრულდება. მივიღებთ ახალ ე.წ. საზღვარს და ოკუპირებულ ათეულობით კილომეტრ ტერიტორიას, ახალგორში კი ჰუმანიტარულ კატასტროფას. რა თქმა უნდა, ეს საგუშაგო არავის არაფერს უშლის, მაგრამ მათ ხომ საბაბი უნდათ, ჩვენც ამის საშუალებას ვაძლევთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.





მსგავსი სიახლეები
"კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას"
რა მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს მერაბიშვილი
„მოგზაურობა მიწისქვეშეთში: უფლისციხე - საქართველოს უძველესი მღვიმური ქალაქი“
„რუსეთის სამხედრო დაზვერვა საქართველოზე კიბერშეტევაში დაადანაშაულეს“- «Financial Times»
„შემდეგი ბათუმი იქნება: საქართველო დარტყმისათვის უნდა მოემზადოს“
„საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია, რომელიც დრომ დაადასტურა"
„საგაზაფხულო შეთავაზებები საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სამოგზაუროდ“ - Time Out Dubai
"პუტინი ნერვიულად რეაგირებდა იმ ხისტ რიტორიკაზე, რომელიც სააკაშვილმა აირჩია რუსეთის პრეზიდენტის მიმართ"
"მეოთხემ ხალხს თავი გაახსენა: გიორგი მარგველაშვილი დიდ პოლიტიკას უბრუნდება“
"სამი დღის განმავლობაში, სარფის საბაჟოზე, დიდი თოვლის გამო სატვირთო ავტომობილების გაშვება არ ხდებოდა"
გიორგი შენგელაია - ქართული კინოს „ახალი ტალღა“
შემობრუნება თბილისის ციდან: საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვა რუსეთს მილიარდობით რუბლი დაუჯდა, მაგრამ „რუსოფობიასთან“ ბრძოლა მაინც გრძელდება
ერთი ნაბიჯი დიდი ომის დაწყებამდე - ერდოღანმა პუტინს და ასადს ახალი ულტიმატუმი წაუყენა
“ოცნების“ შეცდომა ის არის, რომ პოლიტიკური ბუღალტერია არ არის ბიზნესბუღალტერია”
„საქართველოდან კვლავ პოლიტიკური ლტოლვილები მოდიან“
"ვიზიტი მიზანშეუწონელია... სხვანაირად საერთაშორისო სკანდალი მოხდება" -«Каспiй»
რა მოხდება თბილისის მაისის მინისტერიალზე - უმსუბუქებს თუ არა ევროპა სანქციებს რუსეთს?
„დასავლეთიდან კრიტიკა გაიზარდა, მაგრამ ჯერჯერობით ეს მეგობრული ცეცხლის გახსნის ტოლფასია“ - ვახტანგ მაისაია
„სტალინური ეპოქის საბჭოთა რივიერის“ შიგნით: დანგრევის პირას მისული ოდესღაც ბრწყინვალე სანატორიუმები, რომლებშიც დღეს ლტოლვილები ცხოვრობენ“
მარია ზახაროვა თინა კანდელაკთან ერთად: მიხეილ სააკაშვილის, სავიზო რეჟიმისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში სავარაუდო ჩასვლის ირგვლივ