რატომ ალაპარაკდა სოხუმი საქართველოსთან დიალოგზე

"ილუზია რომ მათ მოიპოვეს დამოუკიდებლობა, რასაც რუსეთი ქადაგებდა, ეს ილუზია დიდი ხანია გაქრა აფხაზეთში და ისინი მოექცნენ იზოლაციაში, შესაბამისად, ეძებენ ალტერნატიულ გზებს, ამიტომ ბჟანიას განცხადება პოზიტიურად უნდა აღვიქვათ, მითუმეტეს იმ ადამიანისგან, რომელიც დიდი ალბათობით აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი გახდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "აფხაზეთში გაქრა ილუზია, რომ მოიპოვეს დამოუკიდებლობა" – რატომ ალაპარაკდა სოხუმი საქართველოსთან დიალოგზე

 

"ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე აფხაზეთის ოპოზიციური ლიდერის და "პრეზიდენტობის" კანდიდატის ასლან ბჟანიას განცხადებას სოხუმსა და თბილისს შორის დილოგის დაწყებასთან დაკავშირებით. "სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს. საჭიროა ნდობის აღდგენა და ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები. "პერსპექტივაში კი ორ სახელმწიოფს შორის უნდა მოხერხდეს კეთილმეზობლური თანასწორობის და ურთიერთობის დამყარება. ამ პერსპექტივას მე ვხედავ და შეიძლება მისი რეალიზება, მთავარია, ერთმანეთს მოვუსმინოთ"- აცხადებს ასლან ბჟანია "ინტერპრესთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"ასლან ბჟანიას ეს განცხადება შეიძლება გალის მოსახლეობის გულის მოსაგებად იყოს გაკეთებული; აფხაზურ საზოგადოებაში ალბათ აზრი გაიყოფა, თუმცა, თვითონაც ხვდება, რომ იზოლაციაში ექცევიან და მხოლოდ რუსეთზე დამოკიდებულება კარგს არაფერს მოუტანს. "ილუზია, რომ მათ მოიპოვეს დამოუკიდებლობა, რასაც რუსეთი ქადაგებდა, ეს ილუზია გაქრა აფხაზეთში. ისინი ეძებენ ალტერნატიულ გზებს და კონტაქტებს. "სერგეი შამბაც არ განიხილავდა საქართველოს მტრად და დიალოგს არ გამორიცხავდა, თუმცა, ეს მაშინ, როცა აღარ იყო ოფიციალური პირი, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი”, - დასძენს გამოცემა.

 

"ბჟანიას განცხადება შეიძლება პოზიტიკურად აღვიქვათ, თუ ის არ თვალთმაქცობს, რადგან ასეთი განცხადების გაკეთება შესაძლოა თავად რუსეთს აწყობდეს, ჟენევის მოლაპარკებებში აფხაზეთი გახდეს კონფლიქტის მონაწილე მხარე, რასაც ქართული მხარე არ აღიარებს და აცხადებს, რომ კონფლიქტში მონაწილე მხარეები არიან საქართველო და რუსეთი. "რუსეთის მიზანია, დაამტკიცოს, რომ თვითონ არაფერ შუაშია. რაც შეეხება ქართულ მხარეს ბჟანიას ამ განცხადებას, უარყოფითად არ უნდა შეხვდეს, მითუმეტეს, როცა ამას ამბობს ადამიანი, რომელიც დიდი ალბათობით აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი გახდება" - განაცხადა "რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.





მსგავსი სიახლეები
"კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას"
რა მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს მერაბიშვილი
„მოგზაურობა მიწისქვეშეთში: უფლისციხე - საქართველოს უძველესი მღვიმური ქალაქი“
„რუსეთის სამხედრო დაზვერვა საქართველოზე კიბერშეტევაში დაადანაშაულეს“- «Financial Times»
„შემდეგი ბათუმი იქნება: საქართველო დარტყმისათვის უნდა მოემზადოს“
„საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია, რომელიც დრომ დაადასტურა"
„საგაზაფხულო შეთავაზებები საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სამოგზაუროდ“ - Time Out Dubai
"პუტინი ნერვიულად რეაგირებდა იმ ხისტ რიტორიკაზე, რომელიც სააკაშვილმა აირჩია რუსეთის პრეზიდენტის მიმართ"
"მეოთხემ ხალხს თავი გაახსენა: გიორგი მარგველაშვილი დიდ პოლიტიკას უბრუნდება“
"სამი დღის განმავლობაში, სარფის საბაჟოზე, დიდი თოვლის გამო სატვირთო ავტომობილების გაშვება არ ხდებოდა"
გიორგი შენგელაია - ქართული კინოს „ახალი ტალღა“
შემობრუნება თბილისის ციდან: საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვა რუსეთს მილიარდობით რუბლი დაუჯდა, მაგრამ „რუსოფობიასთან“ ბრძოლა მაინც გრძელდება
ერთი ნაბიჯი დიდი ომის დაწყებამდე - ერდოღანმა პუტინს და ასადს ახალი ულტიმატუმი წაუყენა
“ოცნების“ შეცდომა ის არის, რომ პოლიტიკური ბუღალტერია არ არის ბიზნესბუღალტერია”
„საქართველოდან კვლავ პოლიტიკური ლტოლვილები მოდიან“
"ვიზიტი მიზანშეუწონელია... სხვანაირად საერთაშორისო სკანდალი მოხდება" -«Каспiй»
რა მოხდება თბილისის მაისის მინისტერიალზე - უმსუბუქებს თუ არა ევროპა სანქციებს რუსეთს?
„დასავლეთიდან კრიტიკა გაიზარდა, მაგრამ ჯერჯერობით ეს მეგობრული ცეცხლის გახსნის ტოლფასია“ - ვახტანგ მაისაია
„სტალინური ეპოქის საბჭოთა რივიერის“ შიგნით: დანგრევის პირას მისული ოდესღაც ბრწყინვალე სანატორიუმები, რომლებშიც დღეს ლტოლვილები ცხოვრობენ“
მარია ზახაროვა თინა კანდელაკთან ერთად: მიხეილ სააკაშვილის, სავიზო რეჟიმისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში სავარაუდო ჩასვლის ირგვლივ