ევროკავშირი თურქეთს დახმარებას 75 პროცენტით უმცირებს

ევროკავშირი თურქეთს გაწევრიანებისთვის მოსამზადებელი დახმარების თანხას 75 პროცენტით უმცირებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ გერმანულ მედია სახლ Funke Mediengruppe-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ევროპარლამენტს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ თურქეთს დახმარება სირიაში განხორციელებული სამხედრო ოპერაციისა და კვიპროსში გაზის მოპოვების მიზნით უკანონო ბურღვითი სამუშაოების გამო უმცირდება.

 

ბორელი აღნიშნავს, რომ ქვეყანა გაწევრიანებისთვის მოსამზადებელი დახმარების სახით მხოლოდ 168 მილიონ ევროს მიიღებს, საიდანაც 150 მილიონი ევრო დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას მოხმარდება.

 

აღსანიშნავია, რომ შემცირება არ შეეხება 3.5 მილიარდ ევროს, რომელიც თურქეთმა ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში უნდა მიიღოს და რომლის სანაცვლოდან მან საკუთარი ტერიტორიიდან ევროპის მიმართულებით ლტოლვილთა უკანონო შედინება უნდა შეაჩეროს.





მსგავსი სიახლეები
„ყველა ქვეყანა, მათ შორის ირანი, ვალდებულია, გამოაქვეყნოს სწორი ინფორმაცია კორონავირუსთან დაკავშირებით და ითანამშრომლოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან“
აზერბაიჯანის 23 მოქალაქე, რომლებიც ირანში კორონავირუსის გავრცელების რეგიონში იმყოფებოდნენ, კარანტინში მოათავსეს
ჰოლივუდის გავლენიანი პროდიუსერი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო
ჰოლივუდის გავლენიანი პროდიუსერი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო
ამერიკელებმა გერმანიაში ჯარების გადმოსხმა დაიწყეს - ევროპა დიდი წვრთნებისთვის ემზადება
„რობინ ჰუდი პოლიტიკაში" - ექს-პრემიერმა პირობა დადო, რომ ხელისუფლებას წლის ბოლომდე დაამხობს“
"ვისურვებდი, რომ უკრაინა და რუსეთი დაახლოვდნენ - ეს ძალიან მაგარი იქნებოდა მთელი მსოფლიოსთვის"
თურქეთის ხელისუფლებამ, კორონავირუსის გამო, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო
„მთელი სანაცეთია ჩართული ვანოს "რეაბილიტაციაში", მათ შორის, ნაცების მთავარი "აპოლიტიკური" სერიალი“
ირანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კორონავირუსი სავარაუდოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გავრცელებული
ნატო რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს
გერმანიის ბუნდესთაგში გამოჩნდა პირველი ჩეჩენი ქალი დეპუტატი - ბელა ბაჰი
„ტრამპმა ყირიმის ოკუპაციისთვის, რუსეთის გაზს ევროპაში ფეხი ამოუკვეთა და კრემლს ათობით მილიარდი დოლარი დააკარგვინა!“
ისრაელში ჩასული რუსი ტურისტები კურორტ ეილათის უფასო სასადილოთი ჩუმად სარგებლობდნენ
კორონავირუსი უკან იხევს - ჩინეთის ტერიტორიაზე მძიმე ავადმყოფების პროცენტული მაჩვენებელი შემცირდა
აშშ-ის კონგრესი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დასახმარებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს
ევროპაში, კერძოდ, საფრანგეთში, კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
"რუსეთი, ჩინეთი და აშშ მსოფლიოს უფრო საშიშს ხდიან"
„რუსეთი, ჩინეთი და აშშ მსოფლიოს უფრო საშიშს ხდიან“
"მსოფლიო მოსახლეობის ორი მესამედი შესაძლოა, ახალი კოროვირუსით დაინფიცირდეს"