სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელი ღონისძიება - „წლის სპორტსმენი“ მიმდინარეობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელი ღონისძიება - „წლის სპორტსმენი“ მიმდინარეობს. დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიაზე საუკეთესოები 11 ნომინაციაში ჯილდოვდებიან, ასევე დაწესებულია 10 სპეციალური პრიზი. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ნომინაციაში - 2019 წლის საუკეთესო ნაკრები გუნდი სათამაშო სახეობებში, დააჯილდოვა საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები, რომელმაც ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური. ასევე, მინისტრმა სპეციალური პრიზი გადასცა წლის საუკეთესო ვეტერან სპორტსმენს, ნონა გაფრინდაშვილს, რომელიც გასულ წელს ვეტერან მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

 

„2019 წლის სპორტული სეზონის შედეგები მართლაც შთამბეჭდავია. 1 200-ზე მეტი მედალი საერთაშორისო ტურნირებზე, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, 6 მსოფლიოს ჩემპიონი სპორტის ოლიმპიურ სახეობებში, 7 ოქროს, 9 ვერცხლისა და 14 ბრინჯაოს მედალი - საერთო გუნდურ ჩათვლაში და მეექვსე ადგილი მეორე ევროპულ თამაშებზე. ჩვენი უმთავრესი გამოწვევა 2020 წელს ტოკიოში გასამართი ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშებია. სამინისტრო, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან და სპორტულ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით და საქართველოს მთავრობის უპირობო მხარდაჭერით, ყველაფერს გააკეთებს, რათა ქართული დელეგაცია ტოკიოში ღირსეულად წარდგეს. ჩვენი ხელისუფლების, სამინისტროს, პირადად ჩემი სახელით კვლავაც თანადგომასა და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ სპორტულ საზოგადოებას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე საქმიანობაში“, - განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.

 

ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.





მსგავსი სიახლეები
2 ოქროს მედალი! - კუპატაძემ და ოძელაშვილმა მინსკში საქართველოს ჰიმნი ააჟღერეს
ლაშა ტალახაძე 2019 წლის საუკეთესო ძალოსანი გახდა
თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა
ორი ქართველი ფინალშია - გენო პეტრიაშვილი და ბექა ლომთაძე ოქროსთვის იბრძოლებენ
ნიკოლოზ შერაზადიშვილმა პარიზის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიგო
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სპანეთის ნაკრები ანგარიშით 23:10 დაამარცხა
„ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლეს და ანგარიშით 41-13 დაამარცხეს
ლაშა ტალახაძემ ამ წუთებში მსოფლიო თასზე საოცარი წონა ასწია
ქუთაისის "ტორპედოს" მწვრთნელები, ადმინისტრაციის თანამშრომლები და გულშემატკივრები ხვალ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შეიკრიბებიან და პერმანენტულ აქციებს გამართავენ
კობი ბრაიანტის ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამომძიებლებმა განცხადება გააკეთეს
ვითიბი ბანკი, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას ულოცავს
“რაგბის კავშირის ხელმძღვანელობის მოქმედებების ღერძი, ვაჭრული სულია” – “ლოკომოტივის” პრეზიდენტის სკანდალური განცხადება
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელი ღონისძიება - „წლის სპორტსმენი“ მიმდინარეობს
არაოლიმპიურ სახეობებში 2019 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობაზე საფრანგეთი 9:7 დაამარცხა
თბილისის „დინამო“ ბერლინის ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა
ლეგენდების ტურნირში "დინამო თბილისის" გუნდი ნახევარფინალში გადავიდა
სტამბოლში, საერთაშორისო ტურნირზე, უკრაინელმა მოჭიდავემ ქართველ ფალავანს სახეში ხელი გაარტყა, რასაც მასობრივი ჩხუბი მოჰყვა
ლეგენდების ტურნირში "დინამო“ თბილისმა ლევერკუზენის "ბაიერი" დაამარცხა
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალააძე დაასახელა