მოქალაქეებმა, რომლებმაც ბოლო 2 კვირაში ჩინეთში იმოგზაურეს და გარკვეული სიმპტომები აღენიშნებათ, ინფექციურ საავადმყოფოს უნდა მიმართონ

ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სამოქმედო გეგმის 2 ვერსია შეიმუშავეს. პირველი საინფორმაციო ხასიათისაა და მისი განხორციელება უკვე დღეიდან დაიწყება, შემუშავებულია ასევე გრძელვადიანი გეგმაც.

 

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ადამიანებმა, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში იმოგზაურა და მას ცხელება, ხველა, თავის ტკივილი, სისუსტე და სუნთქვის გაძნელება აღენიშნება, დიაგნოსტიკისთვის ინფექციურ საავადმყოფოს უნდა მიმართოს.

 

„წარდგა გეგმის ორი ვერსია, ერთი გადაუდებელი ღონისძიებები, რაც უკვე დღეიდან უნდა განხორციელდეს ქვეყანაში და ასევე, ხანგრძლივვადიანი გეგმის ძირითად პრინციპებზე შევჯერდით. გადაუდებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით ძირითადად გვექნება საინფორმაციო ღონისძიებები. საქართველოს როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო საზღვრებზე დაიდგმება ბანერები, ვეცდებით, რომ ეს იყოს სამ ენაზე: ქართულად, ინგლისურად და ჩინურად. ჩინეთიდან და ვუჰანის ქალაქიდან, შესაბამისი პროვინციიდან ჩამოსულ ადამიანებს მიეცემათ ინფორმაცია, რომ თუ აქვთ სიმპტომები და ეს სიმპტომები იქნება ჩამოთვლილი, ვის უნდა მიმართონ და სად უნდა დარეკონ. ეს იქნება გადაუდებელი ღონისძიება. იგივე ინფორმაცია მიეცემა ჩინეთის საელჩოს, რადგან ენის ბარიერია ხოლმე ხშირად ცხელ ხაზზე დარეკვისას, ინფორმაცია მიეწოდებათ სასწრაფოდ ექიმებს, გამოიყო ძირითადად რამდენიმე საავადმყოფო, სადაც ამ ტიპის ადამიანები უნდა მოთავსდნენ, თუ ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, ეს არის: თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოები. მათ მიეცემათ დამატებით ინფორმაცია დღევანდელი ეპიდსიტუაციის და ასეთი ავადმყოფების მართვის შესახებ. ასევე, ხდება მარაგების კონსოლიდაცია, რაც საჭიროა ამ ტიპის ავადმყოფების მართვისთვის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

მისივე თქმით, მუშაობა მიმდინარეობს ასევე ხანგრძლივვადიანი გეგმაზე, თუ მოხდა და განვითარდა ეპიდემია, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში.

 

„გუშინ გაიმართა ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეხვედრა, რომელმაც ვერ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, ინფორმაცია ასეთი, რომ გამოცხადდეს როგორც მაღალი საგანგებო საერთაშორისო მდგომარეობა ამის მტკიცებულება ჯერჯერობით არ არსებობს და ამიტომ დღეს აგრძელებენ დისკუსიას. დღის ბოლოს ან გვიან იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები. პირველი ნაბიჯები რაც საინფორმაციო ხასიათისაა, უკვე დღეიდან და ხვალიდან გადაუდმევა ქვეყანაში. რაც შეეხება სიმპტომებს, ეს სიმპტომები არის ძირითადად, რაც ახასიათებს რესპირატორულ ინფექციას, ანუ მაღალი ცხელება, ხველა, თავის ტკივილი, სისუსტე და სუნთქვის გაძნელება. ჩვენ კონცენტრაციას ვაკეთებთ ადამიანებზე, ვინც ჩინეთში, განსაკუთრებით ვუჰანში ბოლო 2 კვირის განმავლობაში იყო. თუ მათ ეწყებათ სიმპტომები, უნდა მიმართონ შემდგომი დიაგნოსტიკისთვის ინფექციურ საავადმყოფოს,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





მსგავსი სიახლეები
ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს 34 მოქალაქე საჩხერეში, საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში გადაიყვანეს
„მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფება და კიევში მიემგზავრება - მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მიწვევით“
„ევროპის მომავლის მნიშვნელოვანი ქალაქების“ სიაში პირველ ადგილზე თბილისი მოხვდა
„ყველანაირ საფუძველს მოკლებულია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „ფონდი ქართუ“ გეგმავს 2019 წელს განულებული ფიზიკური პირების სესხების დაფარვის მოთხოვნას“
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს
საქართველოს 34 მოქალაქე, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში ბრუნდება, ორკვირიან კარანტინს საჩხერის სასტუმრო-კომპლექსში გაივლის
პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ორი ეტაპის ვადები ცნობილია
"საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანია ეს ქვეყანა გახდეს შესაძლებლობების ქვეყანა" - პრემიერი „ოცნების ქალაქის" მშენებლობის გახსნაზე
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
„ეს წერილი გადაეცით ვანო მერაბიშვილს, ნუ დამზარდებით - რამდენი არ ვიცით კიდევ შენი "საგმირო საქმეების" შესახებ? იმედი მაქვს, მალე გავიგებთ! მალე გაიგებ, ვინ არის პოლიტპატიმარი, შენ თუ მე“
„კუპრავამ თუ შეძლო, ცოლისთვის საკეისრო გაეკეთებინა, რათა ბავშვი ბიძინას დაბადების დღეს არ გაჩენილიყო, გიული ალასანიასაც ხომ შეეძლო, ასეთივე ხერხით აერიდებინა მიშას გაჩენა სტალინის დაბადების დღეს?“
„ჩემმა ძმამ სოსომ მომილოცა დაბადების დღე!“
„გვახსოვს გია კრიალაშვილი", "გვახსოვს მუხროვანის სპეცოპერაცია" - ქიქოძის ქუჩაზე, ერთ-ერთ რესტორანთან ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
„შევეცდები, რომ საქართველოს ჰიმნი ავაჟღერო მოსკოვში და ალბათ, ეს იქნება ჩემი ყველაზე დიდი პასუხი ყველა იმ ადამიანისადმი, ვისაც ეჭვი ეპარება ჩვენს პატრიოტიზმში“
„ჟურნალისტი მოქალაქეებს "არგადარჩენით" ემუქრება!“ - „ეს ბარბაროსი ტიტუშკები ყველა სახელით და გვარით უნდა დავიმახსოვროთ!“
"არც ერთი ქვეყანა მსოფლიოში არ აკეთებს საკმარისს იმისთვის, რომ დაიცვას საკუთარი ბავშვები"- გაერო
ე.წ. ანბანის სკვერის რეაბილიტაციასთან ერთად, მიმდებარე ტერიტორიაზე 18-მეტრიანი ავტობუსების გადასაჯდომი ჰაბი მოეწყობა
"საქართველოს დაცული ტერიტორიები მიმდინარე წელს 100 000 ჰექტარით გაიზრდება"-გიორგი გახარია
პარტია “ევროპული საქართველოს” ოფისთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია დასრულდა - „ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილს შუჩერდეს დეპუტატის მანდატი!“
„ამ სპორტული მხედრიონის გამო ქართული პროფესიული სპორტის გაგონება არ მინდა - აღარ გვინდა, ბატონო, ასეთი კუნთიანი და სულამოცლილი ჩემპიონები“