არანაირი გაიაფება არ იქნება! - შეიძლება ზოგი რამ გაძვირდეს კიდეც

თავბრუდამხვევი ინფლაციის შემდეგ, ქვეყანაში იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები ისევ “სტაბილურად მძიმეა”. 2020 წელი საქართველოში უკვე გაზრდილი ფასებით დაიწყო, რაზეც გავლენა შარშანდელმა მძიმე ეკონომიკურმა ფაქტორებმა მოახდინა. შარშან ზოგიერთ პროდუქტები იმდენად გაძვირდა, რომ ევროპისა და ამერიკის ფასებს დაუახლოვდა. ამის ფონზე კი, იმპორტიორები დიდი ხანია ამბობენ, რომ თუ ეროვნული ვალუტა 2.70-ის ნიშნულისკენ არ წამოვა, არავითარი შეღავათი ბაზარზე არ იქნება, ხოლო ზოგიერთი რამ გაძვირდება კიდეც”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, არანაირი გაიაფება არ იქნება! - შეიძლება ზოგი რამ გაძვირდეს კიდეც / მთავრობა და ეროვნული ბანკი პირობას ვერ ასრულებენ, ლარი არ მყარდება, შესაბამისად, გაძვირების საფრთხე ძალაშია

 

"სხვადასხვა ეკონომიკურმა ფაქტორებმა, ინფლაციის და ლარის არაერთმა ანტირეკორდმა, ბაზარზე ძალიან ცუდი ასახვა ჰპოვა, რის გამოც შესაძლოა, წელსაც მაღალი ფასები გვქონდეს, რადგან ეროვნულ ვალუტას, იმპორტიორების მიერ მოთხოვნილ 2.70 ნიშნულამდე ძალიან ბევრი უკლია. ეროვნული ვალუტის შარშანდელი გაუფასურებისა და საფასო ანტირეკორდების შემდეგ, წელს ინფლაციის დაგეგმილზე მაღალი მაჩვენებელია მოსალოდნელი. ეროვნულმა ბანკმა, 2020 წლის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ით განსაზღვრა, თუმცა ყველა აღიარებს, რომ ინფლაცია დაგეგმილზე მეტი იქნება. არა იმ ზღვარზე, როგორიც 2019 წელს იყო, მაგრამ ყოვლ შემთხვევაში სებ-ს ამჯერადაც სიზუსტე უმტყუნებს. ფაქტია, რომ ეს გარემოებები იმპორტირებულ პროდუქტზეც აისახება და ფასების მატება შესაძლოა, ისევ დაიწყოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"კომპანია “დუ”-ს ხელმძღვანელი დავით გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში იმპორტირებულ საქონელზე ფასები “სტაბილურად მძიმეა”. “ფასების კლება ნამდვილად არ შეინიშნება, პირიქით, მატებაა. ჯერჯერობით არის მძიმე ვითარება. კონკრეტულ პროდუქტებზე შეიძლება დეფიციტიც ნიშნებიც კი გაჩნდეს. ზოგადად საერთაშორისო ფასები არის გაზრდილი. ეს ნამდვილად არ გახლავთ შიდა პრობლემა, რა ვითარებაც მსოფლიო ბაზარზეა, იგივეა ჩვენთან. ყველაფერს წყვეტს მოთხოვნა-მოწოდება და ახლა ნამდვილად ბაზარზე მეტი მოთხოვნაა, ვიდრე მოწოდება. მომავალში რა იქნება და რა შედეგებს უნდა ველოდოთ, ამაზე ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით”, - განუცხადა “რეზონანსს” დავით გოგიჩაიშვილმა. მაშინ, როდესაც ეროვნულ ვალუტას იმპორტიორების დასახელებულ ნიშნულამდე ბევრი უკლია, არასასურველი ტენდენცია, შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს და ფასებმა წელსაც მოიმატოს. ეს კიდევ ერთი დარტყმა იქნება ქართული ეკონომიკისთვის, მით უმეტეს იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოსახლეობამ შარშან გადაიტანა”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"საქართველოში ისეთი ძვირი წელი, როგორც 2019 იყო, ბოლოს 2008 წელს დაფიქსირდა. მაშინაც და ახლაც ხალხს უმძიმესი თვეები გადატანა მოუხდა. ფაქტია, რომ ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ადამიანებს ძალიან უჭირთ. თუ ამჯერადაც შარშანდელი ტენდენცია გაგრძელდება, ანდა 2019 წლის მოვლენები მომავალშიც გავლენას მოახდენს, მაშინ უკეთესობას არავინ უნდა ელოდოს. თანაც სპეციალისტები ამბობენ, რომ ხელისუფლებას ეროვნული ვალუტის გამყარება და ინფლაციის მიზნობრივამდე დაყვანა ძალიან გაუჭირდება, რაც, ბუნებრივია, როგორც იმპორიტრებულ, ისე ადგილობრივი პროდუქციის ფასებზე აისახება. კომპანია “ალფას” დირექტორი გურამ ბროძელი აცხადებს, რომ ჯერჯეობით იმის საფრთხე არ არის, რომ ფასებმა მოიმატოს, მაგრამ არც იმის იმედია, რომ რამე გაიაფდება. “ასე უცებ პასუხის გაცემა რთულია, მაგრამ გეტყვით, რომ მაგალითად, შაქარი არ გაძვირდება. ერთადერთი შეიძლება ზეთის ფასმა მოიმატოს, მსოფლიო ბაზარზე გაძვირდა ეს პროდუქტი და იმიტომ. დანარჩენ სახეობას ჯერჯერობით საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ არც გაიაფებას ველოდებით. რა თქმა უნდა, თუ კურსი შეიცვალა, სხვა ვითარება გვექნება. მე პირადად არ ველოდები, რომ კურსი 2.70-მდე ჩამოვა, რადგან ბიუჯეტი სხვა ნიშნულზეა დაგეგმილი. კარგი იქნება კურსი 2.85-ზე გააჩერეს, ნამდვილად მეეჭვება 2.70-მდე დაიყვანონ”, - განუცხადა “რეზონანსს” გურამ ბროძელმა”, - წერს სტატიის ავტორი.





მსგავსი სიახლეები
"კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას"
რა მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს მერაბიშვილი
„მოგზაურობა მიწისქვეშეთში: უფლისციხე - საქართველოს უძველესი მღვიმური ქალაქი“
„რუსეთის სამხედრო დაზვერვა საქართველოზე კიბერშეტევაში დაადანაშაულეს“- «Financial Times»
„შემდეგი ბათუმი იქნება: საქართველო დარტყმისათვის უნდა მოემზადოს“
„საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია, რომელიც დრომ დაადასტურა"
„საგაზაფხულო შეთავაზებები საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სამოგზაუროდ“ - Time Out Dubai
"პუტინი ნერვიულად რეაგირებდა იმ ხისტ რიტორიკაზე, რომელიც სააკაშვილმა აირჩია რუსეთის პრეზიდენტის მიმართ"
"მეოთხემ ხალხს თავი გაახსენა: გიორგი მარგველაშვილი დიდ პოლიტიკას უბრუნდება“
"სამი დღის განმავლობაში, სარფის საბაჟოზე, დიდი თოვლის გამო სატვირთო ავტომობილების გაშვება არ ხდებოდა"
გიორგი შენგელაია - ქართული კინოს „ახალი ტალღა“
შემობრუნება თბილისის ციდან: საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვა რუსეთს მილიარდობით რუბლი დაუჯდა, მაგრამ „რუსოფობიასთან“ ბრძოლა მაინც გრძელდება
ერთი ნაბიჯი დიდი ომის დაწყებამდე - ერდოღანმა პუტინს და ასადს ახალი ულტიმატუმი წაუყენა
“ოცნების“ შეცდომა ის არის, რომ პოლიტიკური ბუღალტერია არ არის ბიზნესბუღალტერია”
„საქართველოდან კვლავ პოლიტიკური ლტოლვილები მოდიან“
"ვიზიტი მიზანშეუწონელია... სხვანაირად საერთაშორისო სკანდალი მოხდება" -«Каспiй»
რა მოხდება თბილისის მაისის მინისტერიალზე - უმსუბუქებს თუ არა ევროპა სანქციებს რუსეთს?
„დასავლეთიდან კრიტიკა გაიზარდა, მაგრამ ჯერჯერობით ეს მეგობრული ცეცხლის გახსნის ტოლფასია“ - ვახტანგ მაისაია
„სტალინური ეპოქის საბჭოთა რივიერის“ შიგნით: დანგრევის პირას მისული ოდესღაც ბრწყინვალე სანატორიუმები, რომლებშიც დღეს ლტოლვილები ცხოვრობენ“
მარია ზახაროვა თინა კანდელაკთან ერთად: მიხეილ სააკაშვილის, სავიზო რეჟიმისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში სავარაუდო ჩასვლის ირგვლივ