„თოვდა და თბილისს ებურა თალხი“ - ციკლიდან „ქართული ნაციონალიზმის სათავეებთან“

გიორგი ცუცქირიძის ბლოგი: „თოვდა და თბილისს ებურა თალხი“ (ციკლიდან ქართული ნაციონალიზმის სათავეებთან):

 

კოლაუ ნადირაძე, უკანასკნელი დიდი ცისფერყანწელი, თავისი ბუნებით ნამდვილი დისიდენტი და პატრიოტი, ცისფერყანწელთა ღირსეული წარმომადგენელი იყო. ახალგაზრდობაში სიმბოლისტი და დენდი, თავისი ცხოვრების სტილით, ელეგანტურობითა და ინტელექტუალობით გამორჩეული ადამიანი გახლდათ. მისთვის მთავარი საფიცარი და ხატი საქართველო იყო ყოველთვის. ამიტომაც იტყვის უკვე ასაკში შესული, რომ -„მე ვანაცვალე მხოლოდ სამშობლოს ჩემი ფიქრი და განცდა“. კოლაუ ნადირაძე ქუთაისის ცნობილი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლე იყო და შემთხვევითი არ იყო ყველა მეგობარს, რომელიც შემდეგში ცისფერყანწელთა ჯგუფში შევიდა, იგი ჯერ კიდევგიმნაზიიდან იცნობდა. ეს შემოქმედებითი გაერთიანება ახალგაზრდა ქართველომა მწერლებმა ხომ ქუთაისში 1915 წელს დააარსეს. სახელწოდებას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა - ცისფერი აღიქმებოდა როგორც პოეზიის ფერი, ყანწი კი - ბოჰემური ცხოვრების, ქართული ხასიათის სიმბოლო იყო. სამკერდე ნიშნად პოეტებს მამლის დეზები ეკეთათ, რაც ცისფერი ყანწის ასოციაციას იწვევდა. ეს იყო იმ დროისათვის ქართული ეროვნული მოძრაობის თავისებური საგანმანათლებო ფრონტი, რომლის წევრები იყვნენ: მისი დამფუძნებელი და უპირველესი მენტორი გრიგოლ რობაქიძე, დიდი ქართველი პოეტები და პატრიოტები: ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, შალვა აფხაიძე, ნიკოლო მიწიშვილი, რაჟდენ გვეტაძე, ლევან მეუნარგია, გიორგი ლეონიძე, სერგო კლდიაშვილი... ცისფერყანწელების ბრძოლის მთავარი მიზანი თავისუფლებისათვის ბრძოლა იყო.

 

მართალია, საქართველოში ბოლშევიკური ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ქართველი პატრიოტების ნაწილი, კომუნისტური ტერორის მსხვერპლი გახდა, ნაწილი უცხოეთში წავიდა, მაგრამ ვინც ამ ჯგუფიდან საქართველოში დარჩა არ გამხდარან ე.წ წითელი ინწილიგენცია, უბრალოდ ან გარკვეულ თამაშში შევიდნენ ბოლშევიკებთან ან გვერდზე გადგნენ დროებით...ფიზიკური გადარჩენის და თავიანთი მისიის ბოლომდე შესასრულებლად. მის პატრიოტრულ სულისკვეთებაზე და ჰუმანიზმზე ერთი საინტერესო ისტორიაც მეტყველებს. ერთი პერიოდი კოლაუ საფრანგეთში ცხოვრობდა. თურმე 12 წლის კოლაუ თავის ფრანგ მეგობართან ერთად ამერიკისაკენ მიმავალ გემზე შეპარულა. უნდოდა ამერიკაში ჩასულიყო ინდიელების დასაცავად, თუმცა შეუნიშნავთ ყმაწვილები და გემიდან მოუხსნიათ.

 

კოლაუ ნადირაძემ, თავისი ოცნება მაინც აისრულა, 1990 წელს გარდაიცვალა და როგორც უკანასკნელი ცისფერყანწელი, დამოუკიდებელი საქართველოს დაბადებას მოესწრო...მანამდე კი 1969 წელს, ცნობილი პერესტროიკის გარიჟრაჟამდე დიდი ხნით ადრე სიმბოლურად 25 თებერვალს დაწერა ეპოქალური ლექსი-“1921 წლის 25 თებერვალი“, რომლითაც წლების შემდეგ 1985 წელს როდესაც ეს ლექსი დაიბეჭდა “პოეტის ათას სტრიქონში” საბჭოთა იმპერიას ერთი მნიშვნელოვანი იდეოლოგიური აგური გამოაცალა. თავად უსაზღვროდ ყოფილა გახარებული, როცა ეს ლექსი გაიპარა– ხომ ჩავეცი კომუნისტებს ლახვარი ზურგშიო! – უთქვამს. ისიც ალბათ სიმბოლური იყო, რომ ლექსი იმ წიგნში დაიბეჭდა, რომელიც დიდი ოქტომბრის რევოლუციის 70 წლისთავს მიეძღვნა! შემთხვევითი არ იყო, ამ ლექსის დაბეჭდვას რომ გადაჰყვნენ გამომცემლობის მთავარი რედაქტორი მამუკა წიკლაური და იზა ორჯონიკიძე, ხოლო კოლაუ როგორც თავად ამბობდა უბრალოდ ასაკმა გადაარჩინა(მაშინ უკვე 93 წლისა იყო). კოლაუ ნადირაძის ლექსი “1921 წლის 25 თებერვალი“ საქართველოს გასაბჭოების და იმ ტრაგიკული ისტორიის ყველაზე მძაფრი და ზუსტი გამოხატულებაა, და სიმბოლურადაც ეს გახდა კიდეც უკანასკნელი დიდი ცისფერყანწელის ბოლო ანდერძიც..

 

ეს ლექსი კი იმითაც გახდა ცნობილი, რომ ლექსი “ამერიკის ხმამ” გადმოსცა, საქართველოში გასული საუკუნის 80 -იანი წლებში, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ზეობისას. და მახსოვს რა ეფექტი ჰქონდა ამ ლექსის სტრიქონებს-"თოვლს დაეფარა კრწანისის ველი,
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით"

 

კოლაუ ნადირაძის “25 თებერვალი, 1921 წ.” როგორც საბჭოური ცენზურის “ჩეპე”…

 

თოვდა და თბილის ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,
ძილღვიძრად იყო ქალაქი ჩემი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი
ისევ გოლგოთა და ისევ ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს
არ შეგიბრალეს კვლავ არ დაგინდეს,
თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდ თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს -
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა და თბილისს ებურა თალხი
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზით სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი.
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი,
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ z მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა და თბილის ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

 

საქართველო არის ესე, საქართველო გიყვარდეთ!





მსგავსი სიახლეები
ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს 34 მოქალაქე საჩხერეში, საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში გადაიყვანეს
„მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფება და კიევში მიემგზავრება - მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მიწვევით“
„ევროპის მომავლის მნიშვნელოვანი ქალაქების“ სიაში პირველ ადგილზე თბილისი მოხვდა
„ყველანაირ საფუძველს მოკლებულია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „ფონდი ქართუ“ გეგმავს 2019 წელს განულებული ფიზიკური პირების სესხების დაფარვის მოთხოვნას“
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს
საქართველოს 34 მოქალაქე, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში ბრუნდება, ორკვირიან კარანტინს საჩხერის სასტუმრო-კომპლექსში გაივლის
პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ორი ეტაპის ვადები ცნობილია
"საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანია ეს ქვეყანა გახდეს შესაძლებლობების ქვეყანა" - პრემიერი „ოცნების ქალაქის" მშენებლობის გახსნაზე
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
„ეს წერილი გადაეცით ვანო მერაბიშვილს, ნუ დამზარდებით - რამდენი არ ვიცით კიდევ შენი "საგმირო საქმეების" შესახებ? იმედი მაქვს, მალე გავიგებთ! მალე გაიგებ, ვინ არის პოლიტპატიმარი, შენ თუ მე“
„კუპრავამ თუ შეძლო, ცოლისთვის საკეისრო გაეკეთებინა, რათა ბავშვი ბიძინას დაბადების დღეს არ გაჩენილიყო, გიული ალასანიასაც ხომ შეეძლო, ასეთივე ხერხით აერიდებინა მიშას გაჩენა სტალინის დაბადების დღეს?“
„ჩემმა ძმამ სოსომ მომილოცა დაბადების დღე!“
„გვახსოვს გია კრიალაშვილი", "გვახსოვს მუხროვანის სპეცოპერაცია" - ქიქოძის ქუჩაზე, ერთ-ერთ რესტორანთან ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
„შევეცდები, რომ საქართველოს ჰიმნი ავაჟღერო მოსკოვში და ალბათ, ეს იქნება ჩემი ყველაზე დიდი პასუხი ყველა იმ ადამიანისადმი, ვისაც ეჭვი ეპარება ჩვენს პატრიოტიზმში“
„ჟურნალისტი მოქალაქეებს "არგადარჩენით" ემუქრება!“ - „ეს ბარბაროსი ტიტუშკები ყველა სახელით და გვარით უნდა დავიმახსოვროთ!“
"არც ერთი ქვეყანა მსოფლიოში არ აკეთებს საკმარისს იმისთვის, რომ დაიცვას საკუთარი ბავშვები"- გაერო
ე.წ. ანბანის სკვერის რეაბილიტაციასთან ერთად, მიმდებარე ტერიტორიაზე 18-მეტრიანი ავტობუსების გადასაჯდომი ჰაბი მოეწყობა
"საქართველოს დაცული ტერიტორიები მიმდინარე წელს 100 000 ჰექტარით გაიზრდება"-გიორგი გახარია
პარტია “ევროპული საქართველოს” ოფისთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია დასრულდა - „ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილს შუჩერდეს დეპუტატის მანდატი!“
„ამ სპორტული მხედრიონის გამო ქართული პროფესიული სპორტის გაგონება არ მინდა - აღარ გვინდა, ბატონო, ასეთი კუნთიანი და სულამოცლილი ჩემპიონები“