გაიცანით „ვინგს“ - თანამედროვე, შემეცნებითი ხელოვნების ცენტრი ბავშვებისათვის

„ვინგს“ -  ბავშვთა  შემეცნებითი  და   ხელოვნების  ცენტრია,  რომელიც,  სამ მიმართულებას  აერთიანებს  -  შემეცნებითი  პროგრამა,  ვიზუალური  ხელოვნება და სოციალური უნარების განვითარების პროგრამა.

 

 

ვინგსის  შექმნის  მთავარი  მიზანი  იყო  ისეთი  პროგრამების  მომზადება, რომლებიც  ბავშვებისთვის  საინტერესო  იქნებოდა  -  მიიღებდნენ  ცოდნას, ისწავლიდნენ  ემოციებისა  და  შთაბეჭდილებების  გადმოცემას.  ცენტრის  სამივე დამფუძნებელს  სხვადასხვა  ასაკის  შვილები  გვყავს.  ინსპირაციასურვილი  და ენთუზიაზმიც სწორედ აქედან წამოვიდა.


ინგლისურ  ენაზე  ვინგს   (Wings)  ფრთებს  ნიშნავს.  ბავშვებს  კი  თავიანთი წარმოსახვის უნარით ფრენა შეუძლიათ. გვინდოდა, ცენტრისთვის ისეთი სახელი შეგვერჩია,  რომელიც  დაკავშირებული  იქნებოდა  სამყაროს შემეცნებასთან, წარმოსახვის და ემოციების გადმოცემის მნიშვნელობასთან.


ცენტრი  დაკომპლექტებულია  შესაბამისი  სფეროს  კვალიფიციური  კადრებით.

 


პროგრამის შემუშავების ეტაპზე, ასევე ჩართული იყო განათლების ფსიქოლოგი, რომელიც  მათ  ასაკობრივი  ჯგუფების  ფორმირებაში,  გაკვეთილის ხანგრძლივობის  განსაზღვრასა  და  აქტივობების  სწორად  ფორმირებაში დაგვეხმარა.


სანამ  იდეის  განხორციელებას  დავიწყებდით,  ჩავატარეთ  მშობლების გამოკითხვა. შედეგად, აღმოჩნდა, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან ერთად იზრდება ბავშვების კომპიუტერთან გატარებული დრო.


სწორედ ამიტომ, მაღალია მშობლების ინტერესი, გამოათავისუფლონ შვილების სოციალურ  ქსელში  გატარებული  დრო  და  დააკავონ  ისინი  სასარგებლო  და საინტერესო  შემეცნებითი  აქტივობებითამასთან,   შეიცვალა  დამოკიდებულება ხელოვნების  მნიშვნელობის  მიმართ  ბავშვის  ემოციური  განვითარების  კუთხით.


მის  დადებით  გავლენაზე  საუბრობენ  წამყვანი  ფსიქოლოგები  და  შესაბამისად, ყველა  მშობლისთვის  მნიშვნელოვანია  ხელი  შეუწყოს  შვილის  ემოციურ განვითარებას  ხელოვნების  საშუალებით  -   აცხადებს   ცენტრის   ერთ-ერთი დამფუძნებელი, მარიკა მშვილდაძე.

 

 

შემეცნებითი პროგრამა - 5-14 წლის ბავშვებისთვის:


პროგრამის  მიზანია,  ბავშვების   ინტერესის   გაღვივება   ისეთი   მნიშვნელოვანი საგნებისადმი   როგორიც   არის   ისტორია,  ფიზიკა,  გეოგრაფია,  ბიოლოგია და ქიმია.

 

ბავშვები  გაეცნობიან სხვადასხვა  სფეროს  უახლეს  მიგნებებს  და  საინტერესო ფაქტებს,-  თამაშის  და  პრაქტიკული  ექსპერიმენტების  თანხლებით.  იმისათვის, რომ  გაკვეთილები  ყოფილიყო  მაქსიმალურად  საინტერესო  და  ბავშვზე მორგებული,  წინასწარ  შევიმუშავეთ  პროგრამა  შესაბამისი  კვალიფიკაციის მქონე  კონსულტანტების  ჩართულობით  და  შევადგინეთ  ისეთი  საინტერესო გაკვეთილები, როგორიც არის მაგალითად:

 

რატომ არის ცა ცისფერი?

რატომ ცვივა ვარსკვლავები?

რა მოხდება თუ სინათლის სიჩქარით ვივლით?

რატომ დუღს წყალი?


ვიზუალური ხელოვნების პროგრამა 3-14 წლის ბავშვებისთვის:

 

ვიზუალური  ხელოვნება  ხელს  უწყობს  ბავშვების  იდეებისგრძნობების, ემოციების და ინტერესების გამოხატვას გამოსახულებებში. დადებითად მოქმედებს მათ სენსორულ, ემოციურ, ინტელექტუალურ და შემოქმედებით განვითარებაზე. ვიზუალური ხელოვნების გაკვეთილები მოიცავს:

 

მხატვრობა (ფერწერა, გრაფიკა, კომპოზიცია)

თიხით და პლასტელინით ძერწვა

დეკორატიულ ხელოვნება (აპლიკაციები)

ხელოვნების  ისტორია:  ცნობილი  მხატვრების  ცხოვრება  და  მათი ნამუშევრების ისტორია.

 

სოციალური უნარების განვითარების პროგრამა 3-6 წლის ბავშვებისთვის:

 

აღნიშნული  მიმართულებით  გათვლილი  ასაკობრივი  ჯგუფი  სწორედ  ის კატეგორიაა, როდესაც ბავშვს უჩნდება სამყაროს შეცნობის მიმართ ინტერესი. ეს სურვილები  უბიძგებს  მას  მოირგოს  სხვადასხვა  პერსონაჟის  როლები  და გაითამაშოს წარმოსახვითი სიტუაციები. ჩვენთან ბავშვებს  შესაძლებლობა აქვთ იმპროვიზაციით  და  როლური  თამაშებით  განივითარონ  სოციალური  უნარები, რაც მნიშვნელოვანია სოციალური და ფსიქო-ემოციური განვითარებისთვის.

 

 

 

მისამართი: .კოსტავას #71, თბილისი, საქართველო    

                                 

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: ტელ: +995 557 01 11 00    

                                                                              

ელ-ფოსტა: wingscenter.info@gmail.com    


facebook

 

    

 





მსგავსი სიახლეები
ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს 34 მოქალაქე საჩხერეში, საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში გადაიყვანეს
„მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფება და კიევში მიემგზავრება - მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მიწვევით“
„ევროპის მომავლის მნიშვნელოვანი ქალაქების“ სიაში პირველ ადგილზე თბილისი მოხვდა
„ყველანაირ საფუძველს მოკლებულია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „ფონდი ქართუ“ გეგმავს 2019 წელს განულებული ფიზიკური პირების სესხების დაფარვის მოთხოვნას“
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს
საქართველოს 34 მოქალაქე, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში ბრუნდება, ორკვირიან კარანტინს საჩხერის სასტუმრო-კომპლექსში გაივლის
პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ორი ეტაპის ვადები ცნობილია
"საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანია ეს ქვეყანა გახდეს შესაძლებლობების ქვეყანა" - პრემიერი „ოცნების ქალაქის" მშენებლობის გახსნაზე
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
„ეს წერილი გადაეცით ვანო მერაბიშვილს, ნუ დამზარდებით - რამდენი არ ვიცით კიდევ შენი "საგმირო საქმეების" შესახებ? იმედი მაქვს, მალე გავიგებთ! მალე გაიგებ, ვინ არის პოლიტპატიმარი, შენ თუ მე“
„კუპრავამ თუ შეძლო, ცოლისთვის საკეისრო გაეკეთებინა, რათა ბავშვი ბიძინას დაბადების დღეს არ გაჩენილიყო, გიული ალასანიასაც ხომ შეეძლო, ასეთივე ხერხით აერიდებინა მიშას გაჩენა სტალინის დაბადების დღეს?“
„ჩემმა ძმამ სოსომ მომილოცა დაბადების დღე!“
„გვახსოვს გია კრიალაშვილი", "გვახსოვს მუხროვანის სპეცოპერაცია" - ქიქოძის ქუჩაზე, ერთ-ერთ რესტორანთან ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
„შევეცდები, რომ საქართველოს ჰიმნი ავაჟღერო მოსკოვში და ალბათ, ეს იქნება ჩემი ყველაზე დიდი პასუხი ყველა იმ ადამიანისადმი, ვისაც ეჭვი ეპარება ჩვენს პატრიოტიზმში“
„ჟურნალისტი მოქალაქეებს "არგადარჩენით" ემუქრება!“ - „ეს ბარბაროსი ტიტუშკები ყველა სახელით და გვარით უნდა დავიმახსოვროთ!“
"არც ერთი ქვეყანა მსოფლიოში არ აკეთებს საკმარისს იმისთვის, რომ დაიცვას საკუთარი ბავშვები"- გაერო
ე.წ. ანბანის სკვერის რეაბილიტაციასთან ერთად, მიმდებარე ტერიტორიაზე 18-მეტრიანი ავტობუსების გადასაჯდომი ჰაბი მოეწყობა
"საქართველოს დაცული ტერიტორიები მიმდინარე წელს 100 000 ჰექტარით გაიზრდება"-გიორგი გახარია
პარტია “ევროპული საქართველოს” ოფისთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია დასრულდა - „ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილს შუჩერდეს დეპუტატის მანდატი!“
„ამ სპორტული მხედრიონის გამო ქართული პროფესიული სპორტის გაგონება არ მინდა - აღარ გვინდა, ბატონო, ასეთი კუნთიანი და სულამოცლილი ჩემპიონები“