„ლევან ხაბეიშვილმა პირდაპირ ეთერში ჩვენ ყველას მოგვაყენა შეურაცხყოფა - როდესაც გაყენებენ შეურაცხყოფას, მიიღებ შესაბამის პასუხს“

თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა. მისი განცხადებით, უმრავლესობისთვის ძალადობა მიუღებელია, მაგრამ როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელი პირად შეურაცხყოფაზე გადადის ძნელია ემოციის მოთოკვა.

 

„ლევან ხაბეიშვილის მხრიდან ადგილი აქვს პირად შეურაცხყოფას და კოლეგების მიმართ ამაზრზენ დამოკიდებულებას. მე მას ძალიან ბევრჯერ მივმართე და ვთხოვე, განცხადებები არგუმენტების გამოყენებით გაეკეთებინა. ლევან ხაბეიშვილმა პირდაპირ ეთერში ჩვენ ყველას მოგვაყენა შეურაცხყოფა. როდესაც გაყენებენ შეურაცხყოფას, მიიღებ შესაბამის პასუხს. ყველა ასე იზამდა, ჩვენ ვართ ქართველები, თავმოყვარე ერი“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ხელფასებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი, 2011 წელს გიგი უგულავას და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში სამსახურიდან გაათავისუფლეს. „მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ 2011 წელს მერიასა და საკრებულოდან დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაათავისუფლეს. ამის შემდეგ, გამოაცხადეს ტენდერი და ამ ადამიანებს დილის 9 საათიდან 6 საათამდე, 250 ლარად ამუშავებდნენ. დღეს კი, ჩვენი მმართველობის პერიოდში, გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ისინი განახევრებული გრაფიკით მუშაობენ. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ნამდვილად არ აქვს უფლება ჩვენ ასეთი ფორმით გვესაუბროს. სწორედ, ამიტომ არის ლევან ხაბეიშვილი მასხარა და მატყუარა“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

შეგახსენებთ, დღეს თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების" დეპუტატებსა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები: ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ. ხაბეიშვილს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნება.





მსგავსი სიახლეები
ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს 34 მოქალაქე საჩხერეში, საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში გადაიყვანეს
„მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფება და კიევში მიემგზავრება - მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მიწვევით“
„ევროპის მომავლის მნიშვნელოვანი ქალაქების“ სიაში პირველ ადგილზე თბილისი მოხვდა
„ყველანაირ საფუძველს მოკლებულია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „ფონდი ქართუ“ გეგმავს 2019 წელს განულებული ფიზიკური პირების სესხების დაფარვის მოთხოვნას“
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს
საქართველოს 34 მოქალაქე, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში ბრუნდება, ორკვირიან კარანტინს საჩხერის სასტუმრო-კომპლექსში გაივლის
პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ორი ეტაპის ვადები ცნობილია
"საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანია ეს ქვეყანა გახდეს შესაძლებლობების ქვეყანა" - პრემიერი „ოცნების ქალაქის" მშენებლობის გახსნაზე
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
„ეს წერილი გადაეცით ვანო მერაბიშვილს, ნუ დამზარდებით - რამდენი არ ვიცით კიდევ შენი "საგმირო საქმეების" შესახებ? იმედი მაქვს, მალე გავიგებთ! მალე გაიგებ, ვინ არის პოლიტპატიმარი, შენ თუ მე“
„კუპრავამ თუ შეძლო, ცოლისთვის საკეისრო გაეკეთებინა, რათა ბავშვი ბიძინას დაბადების დღეს არ გაჩენილიყო, გიული ალასანიასაც ხომ შეეძლო, ასეთივე ხერხით აერიდებინა მიშას გაჩენა სტალინის დაბადების დღეს?“
„ჩემმა ძმამ სოსომ მომილოცა დაბადების დღე!“
„გვახსოვს გია კრიალაშვილი", "გვახსოვს მუხროვანის სპეცოპერაცია" - ქიქოძის ქუჩაზე, ერთ-ერთ რესტორანთან ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
„შევეცდები, რომ საქართველოს ჰიმნი ავაჟღერო მოსკოვში და ალბათ, ეს იქნება ჩემი ყველაზე დიდი პასუხი ყველა იმ ადამიანისადმი, ვისაც ეჭვი ეპარება ჩვენს პატრიოტიზმში“
„ჟურნალისტი მოქალაქეებს "არგადარჩენით" ემუქრება!“ - „ეს ბარბაროსი ტიტუშკები ყველა სახელით და გვარით უნდა დავიმახსოვროთ!“
"არც ერთი ქვეყანა მსოფლიოში არ აკეთებს საკმარისს იმისთვის, რომ დაიცვას საკუთარი ბავშვები"- გაერო
ე.წ. ანბანის სკვერის რეაბილიტაციასთან ერთად, მიმდებარე ტერიტორიაზე 18-მეტრიანი ავტობუსების გადასაჯდომი ჰაბი მოეწყობა
"საქართველოს დაცული ტერიტორიები მიმდინარე წელს 100 000 ჰექტარით გაიზრდება"-გიორგი გახარია
პარტია “ევროპული საქართველოს” ოფისთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია დასრულდა - „ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილს შუჩერდეს დეპუტატის მანდატი!“
„ამ სპორტული მხედრიონის გამო ქართული პროფესიული სპორტის გაგონება არ მინდა - აღარ გვინდა, ბატონო, ასეთი კუნთიანი და სულამოცლილი ჩემპიონები“