სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ნინოობის დღესასწაულზე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ნინოობის დღესასწაულზე:

 

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, – ნინოობას. ეს არის სასწაული. მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ერთადერთი საქართველოს ეკლესიაა, რომელიც მოაქცია ქალმა. განვლო ამდენმა საუკუნემ და ქართველი ადამიანი თაყვანს სცემს წმინდა ნინოს. წმინდა ნინო არის შუამდგომელი ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის. არის დაწერილი დაუჯდომელი წმინდა ნინოსი, მაგრამ არ იყო დაწერილი საგალობელი დაუჯდომელისა. იყო ერთი შემთხვევა, მე მოვინახულე, მოვილოცე,  წმინდა მცხეთის მონასტერი. იქ ბრძანდებოდა დედა ზოილე, ჩემი ნათლია და ვლაპარაკობდით, რომ არ არის საგალობელი დაუჯდომელისა და წმინდა ნინომ ინება, ხუთ წუთში დაიწერა ეს საგალობელი – ,,გიხაროდენ ფრიად შვენიერო შორის დედათა, საღმრთოო სძალო.“ სასწაული მოხდა. ეს საგალობელი იქნება მეორედ მოსვლამდე და მეორედ მოსვლის შემდეგაც. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველდღე იგალობოთ იგიდა წმინდა ნინო იქნება თქვენი მფარველი.

 

მე მინდა მოგითხროთ ერთი სასწაული: ჩემი უფროსი ძმა იყო მძიმედ ავად. გარდაცვალების წინ მე ვიყავი იმ ოთახში, სადაც ის იწვა და მეუბნება – ირაკლი, (ირაკლი მერქვა მე) მოდი აქაო. მივუახლოვდი და შეხედეო, ვინ მოვიდაო ჩვენთან. ვინა მეთქი? – და წმინდა ნინოო. ის იყო სრულ გონებაზე. ეს არ შეიძლება ითქვას, რომ რაღაც გამოეცხადა ან მოეჩვენა. წმინდა ნინომ მოინახულა ავადმყოფი. ეს არის დიდი სასწაული და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალმა გაგვხადა ღირსი, რომ ჩვენი მომქცეველი, ჩვენი მფარველი, ჩვენი მლოცველი არის წმინდა ნინო. შეგეწიოთ წმინდა ნინოს ლოცვები. გაიხარეთ ორსავე სოფელსა შინა.

 

თქვენ იცით, რომ დღეს ისტორიული დღეა – 125 წელი გავიდა იმის შემდეგ, რაც ეკურთხა წმინდა ნინოს ეს ტაძარი. აკურთხა ეგზარხოსმა ვლადიმერმა, მაშინ პატრიარქი არ იყო. მერე აქედან გადაიყვანეს იგი პეტერბურგში, პეტერბურგიდან – კიევში, სადაც კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ მასთან მივიდა ჯგუფი, გაიყვანეს მონასტრის გარეთ და დახვრიტეს. რუსულმა ეკლესიამ აღიარა იგი წმინდანად. შეგვეწიოს იმის ლოცვები. მე მინდა აღვნიშნო ეს დიდი დღესასწაული და ჩვენ მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება: წინამძღვარი ამ ტაძრის, დეკანოზი კონსტანტინე ლეკიშვილი დაჯილდოებულია მეორე ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს! დეკანოზი არჩილ ხაჩიძე დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს! დეკანოზი გიორგი ჭიტაძე დაჯილდოეუბულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს! დეკანოზი გიორგი გველუკაშვილი დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს! ვულოცავ მათ ამ მაღალ ჯილდოს. თქვენ ყველას კი უფალი გაჯილდოებთ სიყვარულით. აქსიოს! დალოცვილი იყავით! ჩვენთან არს ღმერთი!





მსგავსი სიახლეები
ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს 34 მოქალაქე საჩხერეში, საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში გადაიყვანეს
„მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფება და კიევში მიემგზავრება - მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მიწვევით“
„ევროპის მომავლის მნიშვნელოვანი ქალაქების“ სიაში პირველ ადგილზე თბილისი მოხვდა
„ყველანაირ საფუძველს მოკლებულია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „ფონდი ქართუ“ გეგმავს 2019 წელს განულებული ფიზიკური პირების სესხების დაფარვის მოთხოვნას“
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს
საქართველოს 34 მოქალაქე, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში ბრუნდება, ორკვირიან კარანტინს საჩხერის სასტუმრო-კომპლექსში გაივლის
პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ორი ეტაპის ვადები ცნობილია
"საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანია ეს ქვეყანა გახდეს შესაძლებლობების ქვეყანა" - პრემიერი „ოცნების ქალაქის" მშენებლობის გახსნაზე
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
„ეს წერილი გადაეცით ვანო მერაბიშვილს, ნუ დამზარდებით - რამდენი არ ვიცით კიდევ შენი "საგმირო საქმეების" შესახებ? იმედი მაქვს, მალე გავიგებთ! მალე გაიგებ, ვინ არის პოლიტპატიმარი, შენ თუ მე“
„კუპრავამ თუ შეძლო, ცოლისთვის საკეისრო გაეკეთებინა, რათა ბავშვი ბიძინას დაბადების დღეს არ გაჩენილიყო, გიული ალასანიასაც ხომ შეეძლო, ასეთივე ხერხით აერიდებინა მიშას გაჩენა სტალინის დაბადების დღეს?“
„ჩემმა ძმამ სოსომ მომილოცა დაბადების დღე!“
„გვახსოვს გია კრიალაშვილი", "გვახსოვს მუხროვანის სპეცოპერაცია" - ქიქოძის ქუჩაზე, ერთ-ერთ რესტორანთან ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
„შევეცდები, რომ საქართველოს ჰიმნი ავაჟღერო მოსკოვში და ალბათ, ეს იქნება ჩემი ყველაზე დიდი პასუხი ყველა იმ ადამიანისადმი, ვისაც ეჭვი ეპარება ჩვენს პატრიოტიზმში“
„ჟურნალისტი მოქალაქეებს "არგადარჩენით" ემუქრება!“ - „ეს ბარბაროსი ტიტუშკები ყველა სახელით და გვარით უნდა დავიმახსოვროთ!“
"არც ერთი ქვეყანა მსოფლიოში არ აკეთებს საკმარისს იმისთვის, რომ დაიცვას საკუთარი ბავშვები"- გაერო
ე.წ. ანბანის სკვერის რეაბილიტაციასთან ერთად, მიმდებარე ტერიტორიაზე 18-მეტრიანი ავტობუსების გადასაჯდომი ჰაბი მოეწყობა
"საქართველოს დაცული ტერიტორიები მიმდინარე წელს 100 000 ჰექტარით გაიზრდება"-გიორგი გახარია
პარტია “ევროპული საქართველოს” ოფისთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია დასრულდა - „ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილს შუჩერდეს დეპუტატის მანდატი!“
„ამ სპორტული მხედრიონის გამო ქართული პროფესიული სპორტის გაგონება არ მინდა - აღარ გვინდა, ბატონო, ასეთი კუნთიანი და სულამოცლილი ჩემპიონები“