თავდასხმის ორი შემთხვევა თანამშრომლებზე ბოლო ერთ თვეში - რა ხდება „სპარის“ სუპერმარკეტებში

გუშინ, თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ “სპარში” კიდევ ერთი თანამშრომელი დაჭრეს. დაჭრილი მამაკაცი ცენტრალურ საავადმყოფოში იქნა  გადაყვანილი. მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.

 

შსს-ს მიერ, დღეს  გავრცელებული  ინფორმაციის თანახმად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლ.ს. ცხელ კვალზე დააკავეს.

 

შეგახსენებთ, რომ “სპარის“ სუპერმარკეტების ქსელში, ეს შემთხვევა პირველი არ არის. 2019 წლის 30 დეკემბერს, კოსტავას ქუჩაზე, თანამშრომელს სამუშაო ადგილზე თავს დაესხნენ და დაზიანება თავის არეში მიაყენეს. დაშავებული კონსულტანტი 21 იანვარს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

 

რა ხდება სუპერმარკეტ „სპარის“ ქსელში და ზოგადად, ვინ უნდა ზრუნავდეს თანამშრომლების უსაფრთხოებაზე?

 

„ჯორჯიან თაიმსი“ სუპერმარკეტ „სპარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს დაუკავშირდა, რომელმაც, სატელეფონო კომენტართან დაკავშირებით უარი განაცხადა და არც იმაზე გვიპასუხა, გაავრცელებს თუ არა კომპანია სამომავლოდ ოფიციალურ განცხადებას.

 

მომხდარი შემთხვევები კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ „სპარში“ არსებული შრომითი გარემო  არ  არის უსაფრთხო. შრომითი კოდექსის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, რომ იზრუნოს საკუთარი თანამშრომლის უსაფრთხოებაზე და მინიმუმამდე დაიყვანოს ნებისმიერი რისკი. თუმცა...

 

რატომ არ არის დაცული სამუშაო ადგილებზე თანამშრომელთა უსაფრთხოება, მაშინ, როცა ამ სფეროში დასაქმებულთა უმრავლესობა  სტუდენტია. ისინი, აღნიშნულ ვაკანსიაზე მუშაობას სოციალური ხელმომჭირნეობის, ან სწავლის საფასურის გადახდის გამო  თანხმდებიან.  ალტერნატივის არ არსებობის შემთხვევაში, იძულებულები ხდებიან  მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ მძიმე საუშაოს შესრულება საკუთარ თავზე აიღონ. 

 

როგორც ჩვენი ინკოგნიტო წყარო აცხადებს, სუპერმარკეტის კონსულტანტები  ხშირ შემთხვევაში  დაცვის თანამშრომლის ფუნქციასაც თავად ასრულებენ, დამლაგელის როლშიც არიან  და საწყობიდან პროდუქციის დახლზე გამოტანა-განთავსებაზეც ზრუნავენ. მათ  ხშირად უწევთ ღამის სმენაში მორიგეობა. ისინი საკუთარ ჯანმრთელობას, ხშირ შემთხვევაში კი - სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ, - მინიმალური ხელფასის,  - 300-400 ლარის სანაცვლოდ. იმ შემთხვევაში კი, თუ სუპერმარკეტში პროდუქციის დანაკლისი დაფიქსირდება, თანამშრომლებს საკუთარი მიზერული ხელფასიდან აჭრიან თანხას. 

 

2015 წელს, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი შეიქმნა, რომლის ძირითადი მისიაა საქართველოში სამუშაო ადგილებზე უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა.  

 

რამდენად მუშაობს აღნიშნული ორგანო და რატომ არ ხდება მათი მხრიდან, მსგავს ფაქტებზე რეაგირება?

 

30 დეკემბერს მომხდარი შემთხვევის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციამ EMC-მ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს მიმართა, რათა, სუპერმარკეტების ქსელ “სპარში” შრომის პირობების ინსპექტირება განეხორციელებინა  და შეემოწმებინა  შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობის, მათ შორის ადგილზე დაცვის სამსახურის არარსებობის კავშირი მომხდარ უბედურ შემთხვევასთან. 

 

ასევე, დაუყოვნებლივ დაინტერესებულიყო  სუპერმარკეტების ქსელებში არსებული უსაფრთხოების საკითხით, სისტემურად შეეფასებინა  ეს პრობლემა და უზრუნველყო შესაბამისი ღონისძიებები.

 

როგორც ვხედავთ, აღნიშნულ ორგანოს ამ ფაქტებზე განცხადებაც არ აქვს გამოქვეყნებული.

 

და მაინც ვინ უნდა იზრუნოს საქართველოში დასაქმებულთა უსაფრთხოებაზე?

 

მივდივართ იქამდე, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს შრომის კოდექსი, რომელიც, მაგალითად, ისეთ სტანდარტებს დაარეგულირებს, როგორიცაა ღამის ცვლის დროს, სუპერმარკეტებში დაცვის თანამშრომლის ყოლის აუცილებლობა და სხვა მრავალი ასეთი. 





მსგავსი სიახლეები
ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს 34 მოქალაქე საჩხერეში, საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში გადაიყვანეს
„მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფება და კიევში მიემგზავრება - მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მიწვევით“
„ევროპის მომავლის მნიშვნელოვანი ქალაქების“ სიაში პირველ ადგილზე თბილისი მოხვდა
„ყველანაირ საფუძველს მოკლებულია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „ფონდი ქართუ“ გეგმავს 2019 წელს განულებული ფიზიკური პირების სესხების დაფარვის მოთხოვნას“
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს
საქართველოს 34 მოქალაქე, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში ბრუნდება, ორკვირიან კარანტინს საჩხერის სასტუმრო-კომპლექსში გაივლის
პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ორი ეტაპის ვადები ცნობილია
"საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანია ეს ქვეყანა გახდეს შესაძლებლობების ქვეყანა" - პრემიერი „ოცნების ქალაქის" მშენებლობის გახსნაზე
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
„ეს წერილი გადაეცით ვანო მერაბიშვილს, ნუ დამზარდებით - რამდენი არ ვიცით კიდევ შენი "საგმირო საქმეების" შესახებ? იმედი მაქვს, მალე გავიგებთ! მალე გაიგებ, ვინ არის პოლიტპატიმარი, შენ თუ მე“
„კუპრავამ თუ შეძლო, ცოლისთვის საკეისრო გაეკეთებინა, რათა ბავშვი ბიძინას დაბადების დღეს არ გაჩენილიყო, გიული ალასანიასაც ხომ შეეძლო, ასეთივე ხერხით აერიდებინა მიშას გაჩენა სტალინის დაბადების დღეს?“
„ჩემმა ძმამ სოსომ მომილოცა დაბადების დღე!“
„გვახსოვს გია კრიალაშვილი", "გვახსოვს მუხროვანის სპეცოპერაცია" - ქიქოძის ქუჩაზე, ერთ-ერთ რესტორანთან ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
„შევეცდები, რომ საქართველოს ჰიმნი ავაჟღერო მოსკოვში და ალბათ, ეს იქნება ჩემი ყველაზე დიდი პასუხი ყველა იმ ადამიანისადმი, ვისაც ეჭვი ეპარება ჩვენს პატრიოტიზმში“
„ჟურნალისტი მოქალაქეებს "არგადარჩენით" ემუქრება!“ - „ეს ბარბაროსი ტიტუშკები ყველა სახელით და გვარით უნდა დავიმახსოვროთ!“
"არც ერთი ქვეყანა მსოფლიოში არ აკეთებს საკმარისს იმისთვის, რომ დაიცვას საკუთარი ბავშვები"- გაერო
ე.წ. ანბანის სკვერის რეაბილიტაციასთან ერთად, მიმდებარე ტერიტორიაზე 18-მეტრიანი ავტობუსების გადასაჯდომი ჰაბი მოეწყობა
"საქართველოს დაცული ტერიტორიები მიმდინარე წელს 100 000 ჰექტარით გაიზრდება"-გიორგი გახარია
პარტია “ევროპული საქართველოს” ოფისთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია დასრულდა - „ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილს შუჩერდეს დეპუტატის მანდატი!“
„ამ სპორტული მხედრიონის გამო ქართული პროფესიული სპორტის გაგონება არ მინდა - აღარ გვინდა, ბატონო, ასეთი კუნთიანი და სულამოცლილი ჩემპიონები“