პროფკავშირები და უფლებამდაცველები მთავრობას მიმართავენ

პროფკავშირები და უფლებამდაცველები მთავრობას სპეციალური განცხადებით მიმართავენ:

 

"გვინდა, გამოვეხმაუროთ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე სუპერმარკეტ „სპარის“ თანამშრომლებისა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებს და კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო პირობებისა და შრობის უფლებების დაცვა.

წლებია, მომსახურების და, განსაკუთრებით, საცალო ვაჭრობის სფეროში დასაქმებულები მიუთითებენ, რომ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში უწევთ მუშაობა. მათი თქმით, დაცვის თანამშრომელთა არარსებობის გამო, საფრთხეები განსაკუთრებით იზრდება ღამის ცვლაში მუშაობისას. ეს გარემოება არაერთხელ მომხვდარა პროფესიული გაერთიანებებისა და შრომის უფლებებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების მომზადებულ კვლევებსა და ანგარიშებში.

მიუხედავად იმისა, რომ დამსაქმებლებისთვის ეს საფრთხეები ცნობილი და წინასწარგანჭვრეტადია, ისინი უარს ამბობენ საცალო ვაჭრობის ობიექტები დაცვის თანამშრომლების უზრუნველყონ. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობისთვის „სპარის“ თანამშრომლის მათე ჯომიდავას გარდაცვალება არ გახდა ქმედითი ნაბიჯების გადადგმის წინაპირობა და, შესაბამისად, მან ვერ უზრუნველყო განმეორებითი შემთხვევის თავიდან არიდება.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მომსახურების სფეროში შრომის უფლებების დაცვა და შრომითი ექსპლუატაციის აღმოფხვრა მრავალმხრივ რეფორმას საჭიროებს. უსაფრთხოების არარსებობასთან ერთად, მწვავედ დგას სამუშაო და ზეგანაკვეთური დროის, მინიმალური ანაზღაურების, შვებულებისა და ყველა სხვა ფუნდამენტური უფლების დაცვის საკითხი. თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ ხელისუფლებამ მყისიერად უნდა უპასუხოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების რისკებს და, სხვა ღონისძიებებთან ერთად, დაავალდებულოს მომსახურების სფეროში მომუშავე კომპანიები, სამუშაო ადგილებზე დაცვის თანამშრომელთა ყოფნა უზრუნველყონ.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს, დაუყოვნებლივ განახორციელოს „სპარისა“ და საცალო ვაჭრობის სხვა ობიექტთა შემოწმება, დარღვევების გამოვლენა და კომპანიის პასუხისმგებლობის დაყენება.

ამასთან, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს აღარ გადადოს შრომის კოდექსის ფუნდამენტური რეფორმა და უპასუხოს მომსახურების სფეროში არსებულ მძიმე გამოწვევებს.გვინდა, გამოვეხმაუროთ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე სუპერმარკეტ „სპარის“ თანამშრომლებისა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებს და კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო პირობებისა და შრობის უფლებების დაცვა.

წლებია, მომსახურების და, განსაკუთრებით, საცალო ვაჭრობის სფეროში დასაქმებულები მიუთითებენ, რომ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში უწევთ მუშაობა. მათი თქმით, დაცვის თანამშრომელთა არარსებობის გამო, საფრთხეები განსაკუთრებით იზრდება ღამის ცვლაში მუშაობისას. ეს გარემოება არაერთხელ მომხვდარა პროფესიული გაერთიანებებისა და შრომის უფლებებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების მომზადებულ კვლევებსა და ანგარიშებში.

მიუხედავად იმისა, რომ დამსაქმებლებისთვის ეს საფრთხეები ცნობილი და წინასწარგანჭვრეტადია, ისინი უარს ამბობენ საცალო ვაჭრობის ობიექტები დაცვის თანამშრომლების უზრუნველყონ. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობისთვის „სპარის“ თანამშრომლის მათე ჯომიდავას გარდაცვალება არ გახდა ქმედითი ნაბიჯების გადადგმის წინაპირობა და, შესაბამისად, მან ვერ უზრუნველყო განმეორებითი შემთხვევის თავიდან არიდება.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მომსახურების სფეროში შრომის უფლებების დაცვა და შრომითი ექსპლუატაციის აღმოფხვრა მრავალმხრივ რეფორმას საჭიროებს. უსაფრთხოების არარსებობასთან ერთად, მწვავედ დგას სამუშაო და ზეგანაკვეთური დროის, მინიმალური ანაზღაურების, შვებულებისა და ყველა სხვა ფუნდამენტური უფლების დაცვის საკითხი. თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ ხელისუფლებამ მყისიერად უნდა უპასუხოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების რისკებს და, სხვა ღონისძიებებთან ერთად, დაავალდებულოს მომსახურების სფეროში მომუშავე კომპანიები, სამუშაო ადგილებზე დაცვის თანამშრომელთა ყოფნა უზრუნველყონ.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს, დაუყოვნებლივ განახორციელოს „სპარისა“ და საცალო ვაჭრობის სხვა ობიექტთა შემოწმება, დარღვევების გამოვლენა და კომპანიის პასუხისმგებლობის დაყენება.

ამასთან, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს აღარ გადადოს შრომის კოდექსის ფუნდამენტური რეფორმა და უპასუხოს მომსახურების სფეროში არსებულ მძიმე გამოწვევებს."-ნათქვამია განცხადებაში.





მსგავსი სიახლეები
ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს 34 მოქალაქე საჩხერეში, საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში გადაიყვანეს
„მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფება და კიევში მიემგზავრება - მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მიწვევით“
„ევროპის მომავლის მნიშვნელოვანი ქალაქების“ სიაში პირველ ადგილზე თბილისი მოხვდა
„ყველანაირ საფუძველს მოკლებულია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „ფონდი ქართუ“ გეგმავს 2019 წელს განულებული ფიზიკური პირების სესხების დაფარვის მოთხოვნას“
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს
საქართველოს 34 მოქალაქე, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში ბრუნდება, ორკვირიან კარანტინს საჩხერის სასტუმრო-კომპლექსში გაივლის
პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ორი ეტაპის ვადები ცნობილია
"საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანია ეს ქვეყანა გახდეს შესაძლებლობების ქვეყანა" - პრემიერი „ოცნების ქალაქის" მშენებლობის გახსნაზე
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
„ეს წერილი გადაეცით ვანო მერაბიშვილს, ნუ დამზარდებით - რამდენი არ ვიცით კიდევ შენი "საგმირო საქმეების" შესახებ? იმედი მაქვს, მალე გავიგებთ! მალე გაიგებ, ვინ არის პოლიტპატიმარი, შენ თუ მე“
„კუპრავამ თუ შეძლო, ცოლისთვის საკეისრო გაეკეთებინა, რათა ბავშვი ბიძინას დაბადების დღეს არ გაჩენილიყო, გიული ალასანიასაც ხომ შეეძლო, ასეთივე ხერხით აერიდებინა მიშას გაჩენა სტალინის დაბადების დღეს?“
„ჩემმა ძმამ სოსომ მომილოცა დაბადების დღე!“
„გვახსოვს გია კრიალაშვილი", "გვახსოვს მუხროვანის სპეცოპერაცია" - ქიქოძის ქუჩაზე, ერთ-ერთ რესტორანთან ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
„შევეცდები, რომ საქართველოს ჰიმნი ავაჟღერო მოსკოვში და ალბათ, ეს იქნება ჩემი ყველაზე დიდი პასუხი ყველა იმ ადამიანისადმი, ვისაც ეჭვი ეპარება ჩვენს პატრიოტიზმში“
„ჟურნალისტი მოქალაქეებს "არგადარჩენით" ემუქრება!“ - „ეს ბარბაროსი ტიტუშკები ყველა სახელით და გვარით უნდა დავიმახსოვროთ!“
"არც ერთი ქვეყანა მსოფლიოში არ აკეთებს საკმარისს იმისთვის, რომ დაიცვას საკუთარი ბავშვები"- გაერო
ე.წ. ანბანის სკვერის რეაბილიტაციასთან ერთად, მიმდებარე ტერიტორიაზე 18-მეტრიანი ავტობუსების გადასაჯდომი ჰაბი მოეწყობა
"საქართველოს დაცული ტერიტორიები მიმდინარე წელს 100 000 ჰექტარით გაიზრდება"-გიორგი გახარია
პარტია “ევროპული საქართველოს” ოფისთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია დასრულდა - „ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილს შუჩერდეს დეპუტატის მანდატი!“
„ამ სპორტული მხედრიონის გამო ქართული პროფესიული სპორტის გაგონება არ მინდა - აღარ გვინდა, ბატონო, ასეთი კუნთიანი და სულამოცლილი ჩემპიონები“