„ახლა კი დადგა დუმილის დარღვევის დრო - ვიწყებ ამ საქმის შესახებ ყველა არსებული მტკიცებულების და ფაქტის, რომელიც გამაჩნია, თარგმნას და მომზადებას უცხოელი პარტნიორებისთვის“

უშიშროების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ეხმაურება პროკურატურის განცხადებას მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის თაობაზე და სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილ ვანო გოლაშვილს სოციალურ ქსელში მიმართავს:

 

„ვანო, გილოცავ!!! იცოდე, შენს მიერ დაღვრილი სისხლი, რომელიც შენი ქვეყნის და შენი ოჯახის გადასარჩენად დაღვარე, არ ყოფილა ტყუილად დაღვრილი, სასუფეველი დაგიმკვიდროს უფალმა, გმირო. შეხვედრამდე, ძმობილო. სისხლის სამართლის საქმეები შეწყდა სუსის თანამშრომელების მხრიდან დანაშაულის არარსებობის გამო და ასევე ტერორიზმში ეჭვმიტანილის გარდაცვალების გამო. ასევე გრძელდება სისხლის სამართლის საქმე სხვა პირების შესაძლო მონაწილეობაში ტერორისტულ აქტებსა, თუ ტერორისტულ დანაშაულში. ქვეყანას ავარიდეთ საშინელი სისხლიანი ტერორისტული აქტების სერია, განადგურდა მსოფლიოში საშიში ტერორისტები და ვინც გადაურჩა სიკვდილს ისინი ვერ გადაურჩნენ მართლმსაჯულებას, ასე იმარჯვებს სიმართლე!!!


წინაა სტრასბურგი, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ იქაც იზეიმებს სიმართლე, რადგან ტერორისტი მსოფლიოს პრობლემაა და არა მარტო საქართველოსი. სიმართლე კი ერთია! ახლა კი დადგა დუმილის დარღვევის დროც, მე ვიწყებ ამ საქმის შესახებ ყველა არსებული მტკიცებულების და ფაქტების, რომელიც გამაჩნია, რომელიც არსებობს, თარგმნას და მომზადებას ჩვენს უცხოელ სტრატეგიულ პარტნიორებზე გასაგზავნად და პირადად გადასაცემად, ვაშინგტონიდან დაწყებული ბრიუსელით, სტრასბურგით და აშ დამთავრებული. რადგან ყველამ გაიგოს, როგორც საზღვარგარეთ ასევე საქართველოში, რომ ამ isis ის ტერორისტების უკან იდგნენ და დგანან საქართველოს “ მთავარი” ოპოზიციური პარტია ნაციონალური მოძრაობა.ეს არის ჩემი ახლანდელი მთავარი მიზანი, რომ ყველას დავანახო,რა დგას სინამდვილეში ამ პოლიტიკური პარტიის პოლიტმიზნების მიღწევის უკან და რა მეთოდებით ცდილობენ ისინი ხელისუფლებაში დაბრუნებას. ამას მე ყველას დავუგზავნი და გავაგებინებ. ასევე იგეგმება საერთაშორისო უსაფრთხოების, ანტიტერორისტული კონფერენციებს მოწყობა, უცხოელ ანალიტიკოსებთან ერთად, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, ასევე ევროპასა და ამერიკაში,სადაც გავაკეთებ პრეზენტაციებს და დავდებ ფაქტებს ნაცმოძრაობოს და isis-ის წევრი ტერორისტების ალიანსზე. 
თქვენ აგზავნით ცრუ რეპორტებს და მაგრები გგონიათ თავი, ეხლა ნახავთ გოგაშვილს რა შეუძლია და რეპორტები როგორი უნდა იყოს ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად და არა დასაღუპად... ამას მალე გაგრძნობინებთ თქვე წურბელებო.

 

P.S. ასევე მივმართავ იმ რეპორტიორებს და ჟურნალისტებს, ვისაც პრეტენზია გაქვთ, რომ ხართ პროფესიონალები და გაქვთ გამოცდილება ჟურნალისტური გამოძიების წარმართვაში, ასევე ხართ პატრიოტები. გთავაზობთ, ჟურნალისტურ გამოძიებას ამ საქმის შესახებ, სადაც საქართველოს მოსახლეობას და ასევე ჩვენს უცხოელ მეგობრებს,ნათლად ვაჩვენებთ, რა მოხდა, როგორ მოხდა და ვინ დგას ამის უკან, ვიცი თემა რთულია სარისკოა, მაგრამ საინტერესოცაა დამერწმუნეთ. მასალები და პროდიუსინგი ჩემზე იყოს.“

პასუხი, ყველა კითხვაზე იქნება





მსგავსი სიახლეები
ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს 34 მოქალაქე საჩხერეში, საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში გადაიყვანეს
„მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფება და კიევში მიემგზავრება - მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მიწვევით“
„ევროპის მომავლის მნიშვნელოვანი ქალაქების“ სიაში პირველ ადგილზე თბილისი მოხვდა
„ყველანაირ საფუძველს მოკლებულია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „ფონდი ქართუ“ გეგმავს 2019 წელს განულებული ფიზიკური პირების სესხების დაფარვის მოთხოვნას“
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს
საქართველოს 34 მოქალაქე, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში ბრუნდება, ორკვირიან კარანტინს საჩხერის სასტუმრო-კომპლექსში გაივლის
პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ორი ეტაპის ვადები ცნობილია
"საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანია ეს ქვეყანა გახდეს შესაძლებლობების ქვეყანა" - პრემიერი „ოცნების ქალაქის" მშენებლობის გახსნაზე
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
„ეს წერილი გადაეცით ვანო მერაბიშვილს, ნუ დამზარდებით - რამდენი არ ვიცით კიდევ შენი "საგმირო საქმეების" შესახებ? იმედი მაქვს, მალე გავიგებთ! მალე გაიგებ, ვინ არის პოლიტპატიმარი, შენ თუ მე“
„კუპრავამ თუ შეძლო, ცოლისთვის საკეისრო გაეკეთებინა, რათა ბავშვი ბიძინას დაბადების დღეს არ გაჩენილიყო, გიული ალასანიასაც ხომ შეეძლო, ასეთივე ხერხით აერიდებინა მიშას გაჩენა სტალინის დაბადების დღეს?“
„ჩემმა ძმამ სოსომ მომილოცა დაბადების დღე!“
„გვახსოვს გია კრიალაშვილი", "გვახსოვს მუხროვანის სპეცოპერაცია" - ქიქოძის ქუჩაზე, ერთ-ერთ რესტორანთან ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
„შევეცდები, რომ საქართველოს ჰიმნი ავაჟღერო მოსკოვში და ალბათ, ეს იქნება ჩემი ყველაზე დიდი პასუხი ყველა იმ ადამიანისადმი, ვისაც ეჭვი ეპარება ჩვენს პატრიოტიზმში“
„ჟურნალისტი მოქალაქეებს "არგადარჩენით" ემუქრება!“ - „ეს ბარბაროსი ტიტუშკები ყველა სახელით და გვარით უნდა დავიმახსოვროთ!“
"არც ერთი ქვეყანა მსოფლიოში არ აკეთებს საკმარისს იმისთვის, რომ დაიცვას საკუთარი ბავშვები"- გაერო
ე.წ. ანბანის სკვერის რეაბილიტაციასთან ერთად, მიმდებარე ტერიტორიაზე 18-მეტრიანი ავტობუსების გადასაჯდომი ჰაბი მოეწყობა
"საქართველოს დაცული ტერიტორიები მიმდინარე წელს 100 000 ჰექტარით გაიზრდება"-გიორგი გახარია
პარტია “ევროპული საქართველოს” ოფისთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია დასრულდა - „ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილს შუჩერდეს დეპუტატის მანდატი!“
„ამ სპორტული მხედრიონის გამო ქართული პროფესიული სპორტის გაგონება არ მინდა - აღარ გვინდა, ბატონო, ასეთი კუნთიანი და სულამოცლილი ჩემპიონები“