როგორ უნდა დავიცვათ თავი მომაკვდინებელი კორონავირუსისგან

რა პრევენციულ ზომებს უნდა მიმართოს საქართველოს მოსახლეობამ და როგორ უნდა დაიცვას თავი ბოლო დროს მსოფლიოში გავრცელებული მომაკვდინებელი კორონავირუსის საფრთხის ფონზე, რომლის ეპიცენტრი ჩინეთია? რა საშუალებები გააჩნია საქართველოს მთავრობას და კერძოდ ჯანდაცვის სამინისტროს იმისათვის, რომ საკუთარი მოსახლეობა მაქსიმალურად დაცული ჰყავდეს ამ საშიში ვირუსისგან, რომლის წინააღმდეგ ბრძოლის არანაირი ეფექტური საშუალება არ გააჩნია დღევანდელ მსოფლიოს ამ ეტაპზე?


გვესაუბრება საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ინტეგრალური და ინფორმაციული მედიცინის სპეციალისტი, მეტაფიზიკურ მეცნიერებათა კვლევითი ცენტრის დირექტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოინჟინერიის ცენტრის უფროსი მეცნიერი, პროფესორი, ექიმი ზურაბ ქუმსიაშვილი.  


– პირველ რიგში ყურადღება უნდა გამახვილდეს ჩვენი ქვეყნის საოცარ მოუმზადებლობაზე, ამ ვირუსის წინააღმდეგ. მხოლოდ რამდენიმე ფაქტიც საკმარისია სიტუაციის შესაფასებლად: 1.საქართველოს აეროპორტებში ძალიან გვიან დაიწყეს ჩინეთიდან ჩამოსული მოქალაქეების თერმოსკანერით შემოწმება, 2.საქართველომ სასწრაფო წესით არ აკრძალა ჩინეთიდან პირდაპირი რეისები, რის შედეგადაც უამრავმა ადამიანმა მოახერხა ქვეყანაში შემოსვლა, ვირუსის 14 დღიანი საინკუბაციო პერიოდის ფონზე., 3.მარტო პირდაპირი რეისების აკრძალვა ჩინეთიდან არ არის საკმარისი. საჭიროა ჩინეთიდან სხვა ქვეყნის გავლით საქართველოში მომავალი მგზავრების შეზღუდვა., 4.ჩვენი ქვეყნის აეროპორტებში მომუშავე პერსონალს არ გააჩნია ელემენტალური დამცავი ფორმები. მხოლოდ სათვალით და პირბადეებით არიან შეიარაღებული (პირბადე თავის ფუნქციას ასრულებს მაქსიმუმ 2 საათის მანძილზე., 5.საქართველოში უამრავი სასურსათო პროდუქტი შემოდის ჩინეთიდან, რომელთა დიდი ნაწილი მაღალი ალბათობით შესაძლოა ვირუსის გადამტანი იყოს., 6.ყველაზე დიდი პრობლემა შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურის და პერსონალის არარსებობაა ქვეყანაში. მატო ერთი ინფექციური საავადმყოფო ვერ შეძლებს წინ აღუდგეს ამ პრობლემას. 24 საათიან რეჟიმში საჭიროა მყისიერი ქმედითი ღონისძიებების გატარება, ქვეყნის მთელ სამედიცინო სფეროში, ჯანდაცვის სამინისტროს აქტიური ჩართულობით.

 

ამ ფონზე მოსახლეობამ უნდა მიმართოს პრევენციულ ზომებს, რომლებიც მაქსიმალურად აარიდებს თავიდან, ვირუსით დაინფიცირების ალბათობას. პირველ რიგში საჭიროა ორი პირბადისგან და თხელი პოლიეთილენისგან დაამზადონ სპეციალური პირბადე. ორ პირბადეს შორის ჩააკერონ პოლიეთილენი. ასეთი პირბადე დიდხანს იცავს ადამიანს, ოღონდ მხოლოდ ერთი მხრიდან უნდა გაიკეთონ სახეზე და არ უნდა აერიოთ პირბადის მხარეები. ყოველთვის პირბადით იარონ ქუჩაშიც და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც. შეხვედრებზე ვერიდოთ ერთმანეთთან კონტაქტს(ხელის ჩამორთმევა, გადაკოცნა). სასურველია პირადი სივრცის მაქსიმალური დაცვა 2 მეტრის რადიუსში. შევზღუდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნა. ხელები ხშირად დავიბანოთ და სასურველია დროდადრო 80%-იანი სპირტითაც დავიმუშაოთ.  მძღოლებმა ხშირად უნდა გაწმინდონ ავტომობილის ისეთი ნაწილები, რომლებთანაც ხშირ შეხებაში არიან(საჭე, სიჩქარეების კოლოფის გადასართავი სახელური, გასაღები, კარების შიდა და გარე სახელურები და სხვა).


საკვების მხრივაც უნდა გატარდეს ცვლილებები. მცირე რაოდენობით ნიორის მიღებაც კარგი დაცვაა. საკვები უნდა იყოს კარგად გარეცხილი და ცოცხალი(მწვანილი, ხილი, ბოსტნეული). 3%-იან წყალბადის ზეჟანგის 5 წვეთს ვხსნით 50 მილილიტრ ანადუღარ გაციებულ წყალში და დღეში სამჯერ 5-5 წვეთს ვიწვეთებთ ცხვირში ორივე მხარეს. ვეცადოთ, პირბადესთან ერთად, გვეკეთოს სათვალე, რადგან თვალის ლორწოვანიდანაც ადვილად გადადის ვირუსი. სახის დაბანვამდე, კარგად დავიბანოთ ხელები. სახე ვიბანოთ ძლიერი საპნიანი წყლით. მოვერიდოთ კოსმეტიკურ საშუალებებს, რადგან მათი უმეტესობა ჩინეთიდან შემოდის. განსაკუთრებით სახის მოვლის საშუალებები. ზოგადად მოვერიდოთ ჩინურ პროდუქციას. ორგანიზმის იმუნიტეტის ამაღლება, საუკეთესო საშუალებაა ვირუსებთან ბრძოლის კუთხით. ასევე მნიშვნელოვანია ძილი 22:00-დან 05:00 საათამდე. ღამის ამ პერიოდში ხდება ორგანიზმისთვის მეტად საჭირო მელატონინის დიდი რაოდენობით გამომუშავება, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ორგანიზმის იმუნიტეტის ამაღლების კუთხით. ძილი სრულ სიბნელეში. წინააღმდეგ შემთხვევაში მელატონინის გამომუშავება საგრძნობლად მცირდება. მხედველობის ნერვის მცირედი აგზნებაც ბლოკავს მელატონინის გამომუშავებას. კარგია დილით სხეულის ცივ წყალში დასველებული და გაწურული პირსახოცით გაკაჟება. კარგია ორგანიზმის მჟავე არეს შემცირება. ამისათვის უნდა შევზღუდოთ ტკბილეული და ნახშირწყლები. უნდა მოვაწესრიგოთ კვების რაციონი და რეჟიმი.  ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საუკეთესოა საკვების მიღება დღეში ერთჯერ, მხოლოდ შუადღისას და კვირაში ერთი დღე სრული შიმშილი, მარტო სუფთა წყალი. ეს სერიოზულ გამაჯანსაღებელ ეფექტს იძლევა. სიგარეტი, ყავა და შავი ჩაი არ არის სასარგებლო ორგანიზმისთვის.  კარგია ყოველდღე 1-2 ჭიქა ნატურალური ღვინო. განსაკუთრებით საფერავი. სხვა სითხე მიიღეთ მხოლოდ სუფთა წყალი. დღის განმავლობაში სუფთა წყალი მიიღეთ ნორმალური რაოდენობით (სხეულის ყოველ კილოგრამ წონაზე 30 მილილიტრი. ე.ი. 70 კილოგრამ ორგანიზმზე 2 ლიტრი).

 

 

 

tvalsazrisi.ge





მსგავსი სიახლეები
ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს 34 მოქალაქე საჩხერეში, საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში გადაიყვანეს
„მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფება და კიევში მიემგზავრება - მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მიწვევით“
„ევროპის მომავლის მნიშვნელოვანი ქალაქების“ სიაში პირველ ადგილზე თბილისი მოხვდა
„ყველანაირ საფუძველს მოკლებულია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „ფონდი ქართუ“ გეგმავს 2019 წელს განულებული ფიზიკური პირების სესხების დაფარვის მოთხოვნას“
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს
საქართველოს 34 მოქალაქე, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში ბრუნდება, ორკვირიან კარანტინს საჩხერის სასტუმრო-კომპლექსში გაივლის
პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ორი ეტაპის ვადები ცნობილია
"საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანია ეს ქვეყანა გახდეს შესაძლებლობების ქვეყანა" - პრემიერი „ოცნების ქალაქის" მშენებლობის გახსნაზე
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
„ეს წერილი გადაეცით ვანო მერაბიშვილს, ნუ დამზარდებით - რამდენი არ ვიცით კიდევ შენი "საგმირო საქმეების" შესახებ? იმედი მაქვს, მალე გავიგებთ! მალე გაიგებ, ვინ არის პოლიტპატიმარი, შენ თუ მე“
„კუპრავამ თუ შეძლო, ცოლისთვის საკეისრო გაეკეთებინა, რათა ბავშვი ბიძინას დაბადების დღეს არ გაჩენილიყო, გიული ალასანიასაც ხომ შეეძლო, ასეთივე ხერხით აერიდებინა მიშას გაჩენა სტალინის დაბადების დღეს?“
„ჩემმა ძმამ სოსომ მომილოცა დაბადების დღე!“
„გვახსოვს გია კრიალაშვილი", "გვახსოვს მუხროვანის სპეცოპერაცია" - ქიქოძის ქუჩაზე, ერთ-ერთ რესტორანთან ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
„შევეცდები, რომ საქართველოს ჰიმნი ავაჟღერო მოსკოვში და ალბათ, ეს იქნება ჩემი ყველაზე დიდი პასუხი ყველა იმ ადამიანისადმი, ვისაც ეჭვი ეპარება ჩვენს პატრიოტიზმში“
„ჟურნალისტი მოქალაქეებს "არგადარჩენით" ემუქრება!“ - „ეს ბარბაროსი ტიტუშკები ყველა სახელით და გვარით უნდა დავიმახსოვროთ!“
"არც ერთი ქვეყანა მსოფლიოში არ აკეთებს საკმარისს იმისთვის, რომ დაიცვას საკუთარი ბავშვები"- გაერო
ე.წ. ანბანის სკვერის რეაბილიტაციასთან ერთად, მიმდებარე ტერიტორიაზე 18-მეტრიანი ავტობუსების გადასაჯდომი ჰაბი მოეწყობა
"საქართველოს დაცული ტერიტორიები მიმდინარე წელს 100 000 ჰექტარით გაიზრდება"-გიორგი გახარია
პარტია “ევროპული საქართველოს” ოფისთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია დასრულდა - „ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილს შუჩერდეს დეპუტატის მანდატი!“
„ამ სპორტული მხედრიონის გამო ქართული პროფესიული სპორტის გაგონება არ მინდა - აღარ გვინდა, ბატონო, ასეთი კუნთიანი და სულამოცლილი ჩემპიონები“