შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 6 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 6 პირი დააკავეს.



გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ქობულეთში ერთდროულად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1964 წელს დაბადებული მ.მ., 1981 წელს დაბადებული ს.ბ., 1977 წელს დაბადებული ზ.ბ., 1970 წელს დაბადებული დ.მ., 1977 წელს დაბადებული ნ.შ. და 1990 წელს დაბადებული ბ.ჩ.



დაკავებულებს ბრალი „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვაში ედებათ.



დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



სამართალდამცველებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ექვსივე ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს.



გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, მათ შორის არსებული ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით, „ქურდული სამყაროს“ წევრებსა და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერი ქურდს“, ნიკოლოზ ფურცხვანიძეს - მეტსახელად „ბურდღუნიჩას“ მიმართეს.



„ქურდული სამყაროს“ წევრებს შორის, რომლებიც მოდავე მხარეებს წარმოადგენდნენ, სატელეფონო ქურდული გარჩევა შედგა, რომლის შედეგადაც, ერთ-ერთ მხარეს 8,700 ევროს ერთი თვის ვადაში გადახდა დაეკისრა.



„ქურდული სამყაროს“ წევრების მხრიდან სისტემატური ზეწოლის შედეგად, ნ.შ.-ს და დ.მ.-ს, დაკისრებული თანხა ბრალდებულების ანგარიშებზე ჩაარიცხინეს.



ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.



გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა-მუხლით მიმდინარეობს.





მსგავსი სიახლეები
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმები მკაცრდება - შესაბამისი ცვლილებები „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შედის
გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამშრომლებს შეხვდა
სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო
ვანო მერაბიშვილის მინისტრობის პერიოდში, შსს-ის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მოკლული ადამიანების სია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავა
„საჯაროდ ვაცხადებ, რომ ელისო კილაძე მიზანმიმართულად აქეზებდა და აქეზებს მალხაზ მაჩალიკაშვილს იოსებ გოგაშვილის წინააღმდეგ - მივმართავ გენპროკურატურას, დაიწყოს გამოძიება და დამკითხოს“
სოსო გოგაშვილი მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის დაკითხვას ითხოვს
„ტელეფონი გამოუტანა განვადებით, თურმე ამას დაულომბარდებია - ამის გამო მამამ შენიშვნა მისცა, ეს არ აპატია და მძინარეს სანადირო თოფით ესროლა“
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ორი ფაქტი გამოავლინდა, რაზეც ორი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე მომხდარ თავდასხმას და საქართველოს მოქალაქეების გატაცებას ადასტურებენ
ტაქსის მძღოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ნიკოლოზ ხადურს აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა
„თუ ადამიანებმა დანაშაული ჩაიდინეს, უნდა გამოვიძიოთ - არასწორია არგუმენტი, რადგან საარჩევნო წელია, ჩადენილი დანაშაული არ გამოვიძიოთ“
გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმის ექსკლუზიური დეტალები
პოლიციამ სამტრედიაში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
სოფელ ყარაჯალართან, დამწვარ ავტომანქანაში ტაქსის მძღოლის ცხედარი იპოვეს
ვინ არის გუშინ სასტიკად მოკლული 22 წლის ბიჭი და რა გახდა სისხლიანი გარჩევის მიზეზი
გუდაურში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტი გახსნილია - დაკავებულია ერთი პირი
„კატეგორიულად მოვითხოვ, გია კრიალაშვილის მკვლელობის საქმეზე გაასამართლოთ მერაბიშვილი - მას მთავარ დანაშაულზე ჯერ პასუხი არ უგია!“
„გიგილოს ამ 48 მილიონის გაფლანგვაზე რომ გაიგიჟეს თავი, ვინმეს გახსოვთ ე.წ ''სამართალდამცავ ორგანოების განვითარების'' და ''ქართული არმიის განვითარების'' ფონდების საქმიანობა?“