რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. აბაზოვს ბრალი ჯგუფურად ჩადენილ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ედებოდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თემურ აბაზოვის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განუცხადა, ბრალდების მხარემ სასამართლოზე ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც მარნეულის ყოფილი მერის ბრალეულობა დასტურდებოდა.

 

„დღეს თემურ აბაზოვისა და სხვათა მიმართ მიმდინარე დაუსაბუთებელ სისხლის სამართლის საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება, როდესაც გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. გამოძიებას ერთადერთ მტკიცებულებად ჰქონდა შედეგით დაინტერესებული და მიკერძოებული პირის ჩვენება, რაც სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა. საქმის არსებითი განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევით დადგინდა, რომ დაინტერესებული პირის მიერ მიცემული ჩვენება არასანდო და ურთიერთსაწინააღმდეგოა. მის გარდა გამოკითხული იყო ასზე მეტი მოწმე. არცერთი დაკითხული პირი არ ადასტურებდა თემური აბაზოვის ან სხვა პირთა მონაწილეობას იმ ქმედებაში, რის თაობაზეც მათ ბრალი ჰქონდათ წარდგენილი. თეიმურაზ აბაზოვის ბრალეულობა ვერ იქნა დადასტურებული. შესაბამისად, მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. საქმეზე, სადაც არ არის მტკიცებულებები, საქმეზე, სადაც სუბიექტური დამოკიდებულება სჭარბობს და საქმეზე, სადაც უდანაშაულო პირს ჰქონდა ბრალი წარდგენილი, სასამართლომ მიიღო ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება გამამართლებელი განაჩენის სახით,“ - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა. 

 

კითხვაზე, საქმის არსებითი განხილვის დროს მოხდა თუ არა იმ ვიდეოს გამოკვლევა, სადაც ასახულია ერთ-ერთი მოქალაქის მიმართ არაადამიანური მოპყრობა, გაგი მოსიაშვილი პასუხობს, რომ მისი გამოკვლევა მოხდა. ადვოკატის განმარტებით, სასამართლო მსჯელობდა არა იმაზე, ნამდვილად აიძულეს თუ არა ერთ-ერთ პირს საკუთარი შარდით სახის დაბანა, არამედ იმაზე, მონაწილეობდა თუ არა ამ ქმედებაში თემურ აბაზოვი. უფლებადამცველის თქმით, ამ ქმედებაში თემურ აბაზოვის მონაწილეობა არ დადასტურებულა. „აქ საქმე სხვა რამეა. კითხვაზე, ვინ ჩაიდინა ეს ქმედება, ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რომ თეიმურაზ აბაზოვი და სხვა პირები, რომელთა მიმართაც იქნა ბრალი წარდგენილი, იყვნენ უდანაშაულო. აქედან გამომდინარე, აქ საქმე ეხება არა იმას, ეს ნამდვილად განხორციელდა თუ არა, ვინმემ აიძულა თუ არა და ა.შ. არამედ იმას, რომ თემურ აბაზოვი ამ ქმედებაში არ მონაწილეობდა,“ - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა. კითხვაზე, რატომ დატოვა აბაზოვმა მერის თანამდებობა, თუკი უდანაშაულო იყო და რატომ არ დაელოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, გაგი მოსიაშვილი პასუხობს, რომ აბაზოვმა საზოგადოების წინაშე მორალური პასუხისმგებლობა აიღო.

 

შეგახსენებთ, რომ მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს. გამოძიება მას ელჩინ ალახვერდიევის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ედავებოდა.





მსგავსი სიახლეები
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმები მკაცრდება - შესაბამისი ცვლილებები „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შედის
გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამშრომლებს შეხვდა
სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო
ვანო მერაბიშვილის მინისტრობის პერიოდში, შსს-ის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მოკლული ადამიანების სია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავა
„საჯაროდ ვაცხადებ, რომ ელისო კილაძე მიზანმიმართულად აქეზებდა და აქეზებს მალხაზ მაჩალიკაშვილს იოსებ გოგაშვილის წინააღმდეგ - მივმართავ გენპროკურატურას, დაიწყოს გამოძიება და დამკითხოს“
სოსო გოგაშვილი მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის დაკითხვას ითხოვს
„ტელეფონი გამოუტანა განვადებით, თურმე ამას დაულომბარდებია - ამის გამო მამამ შენიშვნა მისცა, ეს არ აპატია და მძინარეს სანადირო თოფით ესროლა“
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ორი ფაქტი გამოავლინდა, რაზეც ორი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე მომხდარ თავდასხმას და საქართველოს მოქალაქეების გატაცებას ადასტურებენ
ტაქსის მძღოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ნიკოლოზ ხადურს აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა
„თუ ადამიანებმა დანაშაული ჩაიდინეს, უნდა გამოვიძიოთ - არასწორია არგუმენტი, რადგან საარჩევნო წელია, ჩადენილი დანაშაული არ გამოვიძიოთ“
გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმის ექსკლუზიური დეტალები
პოლიციამ სამტრედიაში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
სოფელ ყარაჯალართან, დამწვარ ავტომანქანაში ტაქსის მძღოლის ცხედარი იპოვეს
ვინ არის გუშინ სასტიკად მოკლული 22 წლის ბიჭი და რა გახდა სისხლიანი გარჩევის მიზეზი
გუდაურში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტი გახსნილია - დაკავებულია ერთი პირი
„კატეგორიულად მოვითხოვ, გია კრიალაშვილის მკვლელობის საქმეზე გაასამართლოთ მერაბიშვილი - მას მთავარ დანაშაულზე ჯერ პასუხი არ უგია!“
„გიგილოს ამ 48 მილიონის გაფლანგვაზე რომ გაიგიჟეს თავი, ვინმეს გახსოვთ ე.წ ''სამართალდამცავ ორგანოების განვითარების'' და ''ქართული არმიის განვითარების'' ფონდების საქმიანობა?“