საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამ დროისთვის საავტომობილო გზებზე დაწესებულ შეზღუდვებს ასახელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით მაღალმთიან რეგიონებში ინტენსიური თოვაა. გზის გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის, საავტომობილო გზებზე დაწესებულია შემდეგი სახის შეზღუდვები:

 

თოვლის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

თოვლის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვლის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ174–კმ192 (შროშა-ზესტაფონი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ107 (გომი-ზესტაფონი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვლი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის კმ1-კმ28 მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა და ლიპყინული) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ26-კმ33 (ქვაბღა-ჩხაკაურა) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და დაბალი ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ105 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ149 (ჭომა-შოვი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ25-კმ126 (ძეძილეთი-მელე) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამავე საავტომობილო გზის კმ1-კმ25 მონაკვეთზე (წყალტუბოს გადასახვევი-ძეძილეთი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ171-კმ198 (კალა-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, კმ30-კმ171 (ჯვარი-კალა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარატმენტი მოუწოდებს მძღოლებს, დაემორჩილონ გზებზე დაწესებულ შეზღუდვებს და იმოძრაონ ზამთრის შესაბამისი საბურავებით.





მსგავსი სიახლეები
"პირად კონტროლზე მყავს აყვანილი ეს პროცესი“-ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის საქართველოში გავრცელების საფრთხეზე
ქალაქ ხოჯალოს გენოციდიდან 28 წელი გავიდა (ვიდეო)
დედაქალაქში 126 ერთეული BMC-ის მარკის 12-მეტრიანი ავტობუსი შემოვა
"უხარისხოდ გაკეთებულ საქმეზე თვალს არავითარ შემთხვევაში არ დავხუჭავთ"-კახა კალაძე
ჰიტლერის თხოვნით, ბერიამ - „ფაუსტის“ მონოლოგი წარმოსთქვა და მთელი ფაშისტური ელიტის ტაშის გრიალი დაიმსახურა
15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს
ბერა ივანიშვილი პატარა ბერუკას პირველ ვიდეოს აქვეყნებს
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ახალი კორონავირუსული (COVID-19) ინფექციის ძირითადი პროფილაქტიკური ღონიძიებები
25 თებერვალს საბჭოთა ოკუპაციის დღე აღინიშნება
„ბათუმის მატარებელში დააცემინა და გამოვარდა ხალხი, გადაკეტილი აქვთ, არ უშვებენ მატარებელს“
ოპოზიციის "ვარამი" - (წასაკითხი ყველასათვის)
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში, საკუთარ ბაღში ცეცხლის ანთებისას მამაკაცი დაიწვა და ადგილზე გარდაიცვალა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში, საკუთარ ბაღში ცეცხლის ანთებისას მამაკაცი დაიწვა და ადგილზე გარდაიცვალა
„მსოფლიო მზად უნდა იყოს კორონავირუსის შესაძლო პანდემიასთან დაკაშირებით“
იტალიიდან ჩამოსული ახალგაზრდა, რომელსაც ტემპერატურა დაუფიქსირდა, ქუთაისის ინფექციურ ცენტრში გადაიყვანეს
„საქართველო სიცოცხლით გავსებს“- რას ამბობენ უცხოელი ტურისტები საქართველოზე
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
"მიმდინარეობს მსჯელობა, კორონავირუსის გამო გადაიხედება თუ არა იტალიასთან საჰაერო მიმოსვლის საკითხი"
რაგბის კავშირის მოქმედმა პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ ხვალინდელ არჩევნებში შესაძლოა, საკუთარი კანდიდატურა მოხსნას - სანაცვლოდ იგი გარანტიებს ითხოვს