ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის 2019 წელს 4564 პირი მიეცა პასუხისგებაში

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ნინო ცაციაშვილის ბრიფინგი:


შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კვლავ პრიორიტეტია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა. გრძელდება მოძალადეთა მიმართ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება.


2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა პოლიციისადმი მომართვიანობა, რაც ნდობის გაზრდასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს.


2019 წელს ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის 6000-ზე მეტ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. 2018 წელს გამოძიება დაიწყო 5621 შემთხვევაზე.


2019 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის ბრალი წარედგინა 4564 პირს. უმეტესი მათგანის მიმართ გამოყენებული იქნა დაკავების ღონისძიება. 2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3955 პირის მიმართ.


2019 წელს სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ფაქტებზე მსხვერპლთა დაცვის მიზნით 10 266 შემაკავებელი ორდერი გამოსცეს, რაც 34%-ით აღემატება 2018 წლის მონაცემებს. (2018 წელს ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა 7646-ს შეადგენს).


როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია ძალადობის ეფექტიანი პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის გამკაცრდა პასუხისმგებლობა და ადმინისტრაციულის ნაცვლად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაწესდა. ასევე, ამოქმედდა ძალადობის რისკის შეფასების და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი, რამაც შემაკავებელი ორდერი მსხვერპლთა დაცვის რეალურ ინსტრუმენტად აქცია. შედეგად:


•    შემცირდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის მაჩვენებელი. 2019 წელს, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერი 376-მა პირმა, ანუ მხოლოდ 4%-მა დაარღვია. 2018 წელს დაფიქსირდა შემაკავებელი ორდერების დარღვევის 6%-იანი მაჩვენებელი.


•    2018-2019 წლებში, შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში არც ერთი მკვლელობა არ მომხდარა.


•    შემცირდა ოჯახური დანაშაულის შედეგად ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი. ოჯახური დანაშაულის შედეგად 2016 წელს გარდაიცვალა 14 ქალი, 2017 წელს - 14 ქალი,  2018 წელს - 7 ქალი, ხოლო 2019 წელს - ასევე 7 ქალი.


•    გაიზარდა ოჯახის წევრის მიერ ქალის თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობა. კერძოდ, ოჯახის წევრის მიერ ქალის თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე 2018 წელს პასუხისგებაში  მიცემული იქნა 2 პირი, ხოლო 2019 წელს - 9 პირი.


შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას. სამინისტროს ინიციატივით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განმეორებითი ძალადობისაგან  დაცვის მიზნით, საქართველოს პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომელიც, რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში, პოლიციელთა მიერ მოძალადეთა მიმართ ელექტრონული მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული ძალისხმევისა და პოლიციისადმი მომართვიანობის გაზრდის მიუხედავად, არსებობენ მსხვერპლები, რომლებიც არ თანამშრომლობენ პოლიციასთან, რაც მოძალადეს ახალი და, როგორც წესი, უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენისაკენ უბიძგებს.
მსხვერპლის ეფექტიანი დაცვის მიზნით, მნიშვნელოვანია საზოგადოების თითოეული წევრის კიდევ უფრო გააქტიურება. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველა მსხვერპლს, ასევე, ყველა იმ პირს, რომელიც ფლობს ინფორმაციას ძალადობის შესახებ, დროულად მოგვაწოდოთ ინფორმაცია ძალადობის შესახებ, რათა პოლიციას ჰქონდეს თითოეული მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის რეალური შესაძლებლობა.





მსგავსი სიახლეები
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმები მკაცრდება - შესაბამისი ცვლილებები „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შედის
გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამშრომლებს შეხვდა
სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო
ვანო მერაბიშვილის მინისტრობის პერიოდში, შსს-ის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მოკლული ადამიანების სია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავა
„საჯაროდ ვაცხადებ, რომ ელისო კილაძე მიზანმიმართულად აქეზებდა და აქეზებს მალხაზ მაჩალიკაშვილს იოსებ გოგაშვილის წინააღმდეგ - მივმართავ გენპროკურატურას, დაიწყოს გამოძიება და დამკითხოს“
სოსო გოგაშვილი მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის დაკითხვას ითხოვს
„ტელეფონი გამოუტანა განვადებით, თურმე ამას დაულომბარდებია - ამის გამო მამამ შენიშვნა მისცა, ეს არ აპატია და მძინარეს სანადირო თოფით ესროლა“
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ორი ფაქტი გამოავლინდა, რაზეც ორი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე მომხდარ თავდასხმას და საქართველოს მოქალაქეების გატაცებას ადასტურებენ
ტაქსის მძღოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ნიკოლოზ ხადურს აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა
„თუ ადამიანებმა დანაშაული ჩაიდინეს, უნდა გამოვიძიოთ - არასწორია არგუმენტი, რადგან საარჩევნო წელია, ჩადენილი დანაშაული არ გამოვიძიოთ“
გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმის ექსკლუზიური დეტალები
პოლიციამ სამტრედიაში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
სოფელ ყარაჯალართან, დამწვარ ავტომანქანაში ტაქსის მძღოლის ცხედარი იპოვეს
ვინ არის გუშინ სასტიკად მოკლული 22 წლის ბიჭი და რა გახდა სისხლიანი გარჩევის მიზეზი
გუდაურში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტი გახსნილია - დაკავებულია ერთი პირი
„კატეგორიულად მოვითხოვ, გია კრიალაშვილის მკვლელობის საქმეზე გაასამართლოთ მერაბიშვილი - მას მთავარ დანაშაულზე ჯერ პასუხი არ უგია!“
„გიგილოს ამ 48 მილიონის გაფლანგვაზე რომ გაიგიჟეს თავი, ვინმეს გახსოვთ ე.წ ''სამართალდამცავ ორგანოების განვითარების'' და ''ქართული არმიის განვითარების'' ფონდების საქმიანობა?“