„ის, რომ ვინმე პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული, ეს ცვლილება ჩავარდა და ამის გამო, "ნაციონალურ მოძრაობამ", პარტნიორი კოლეგების მეშვეობით, ეს ცვლილება ჩააგდო"

მათ უნდა ესმოდეთ, რომ ასეთი დოკუმენტები და მისი ჩავარდნა აზიანებს არა "ქართულ ოცნებას" არამედ ქვეყანას ,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტში, ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული განცხადების პროექტის ჩაგდებას. მდინარაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვის. "მინდა გამოვეხმაურო ასოცირების კომიტეტთან დაკავშირებულ საკითხს, სადაც 5-ი 6-ის წინააღმდეგ ერთ -ერთი მიმდინარე დეკლარაცია არ იქნა მხარდაჭერილი. თავდაპირველი ტექსტი იყო და არის საქართველოს მხარდამჭერი. ამის შემდეგ "ნაციონალური მოძრობა" ცდილობდა, ევროპის სახალხო პარტიის მეშვეობით ტექსტში შესულიყო ნეგატიური ცვლილებები, რომელიც შეეხებოდა გიგი უგულავას საქმეს, 20 ივნისის საქმეს და ა.შ. ეს თავის მხრივ,კომიტეტის მიერ არ იქნა მხარდაჭერილი. იმის გამო, რომ ეს ქვეყნისთვის ნეგატიური შესწორებები არ იქნა შეტანილი, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლების ნაწილმა მხარი არ დაუჭირეს და 6-ი 5-ის წინააღმდეგ დეკლარაცია არ იქნა მიღებული. ის, რომ ვინმე პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული, ეს ცვლილება ჩავარდა და ამის გამო, "ნაციონალურ მოძრაობამ", რომელსაც შეეძლო მხარდაჭერა გამოეცხადებინა ამ დოკუმენტის მიმართ, ჩააგდო თავისი პარტნიორი კოლეგების მეშვეობით ეს ცვლილება",- განაცხადა მდინარაძემ.

 

მისივე თქმით, აღნიშნული ქვეყანას ბევრს ვერაფერს დააკლებს. "ჩვენ გვახსოვს ვიზალიბერალიზაციის მიღების დროსაც ასეთი საბოტაჟი მათი მხრიდან, თუმცა ვიზალიბერალიზაცია მაშინ მაინც მივიღეთ.აქედან გამომდინარე, ეს მიმდინარე საკითხი საბედნიეროდ პრობლემას ვერ შექმნის და ამით ვერ გაიხარებს "ნაცმოძრაობა" და საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ შემდეგ შეფასდება ქართული საზოგადოების მიერ. ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა არის ბოროტება და ქვეყნის ღალატი. ეს იქნებ გაითავისონ და სხვა დროს შეეცადონ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებები არ განახორციელონ, მხოლოდ იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" დააზიანონ. ამით არც "ქართული ოცნება" ზიანდება საბოლოო ჯამში და არც ქვეყანა საბედნიეროდ, მაგრამ ისინი ასე იქცევიან",- განაცხადა მდინარაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ევროპარლამენტმა „ოცნების“ მომზადებული განცხადების პროექტი ჩააგდო. როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, „ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა და „ქართული ოცნების“ სრული კრახი“.





მსგავსი სიახლეები
მიმოხილვა ყაზახეთში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ
„გახარიას არ აქვს რეალური პოლიტიკის გატარების საშუალება, ვინაიდან ქვეყანაში იქმნება დაძაბული რეჟიმი ლიბერალური მასმედიის და მარგინალური პოლიტიკური ჯგუფების მიერ“
დავით ზალკალიანმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან ელიზაბეტ ტიჩი-ფილსბერგთან შეხვედრა გამართა
„გო­გო­ნა, თქვენ ავად­მყო­ფი ხართ" - ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ლავ­როვს „თავს და­ესხნენ“
"თქვენ ხართ იმ გმირი იუნკერების სამართალმემკვიდრენი, რომლებიც ტაბახმელასა და კოჯორში იბრძოდნენ"
"2008 წლის აგვისტო და 1921 წლის 25 თებერვალი ფაქტობრივად, ერთი და იგივე რანგის მოვლენებია"
"გაერთიანებულმა ოპოზიციამ რომც მოიპოვოს უმრავლესობა, მათი მართვის სისტემა ძალიან მყიფე იქნება"
"რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას ნატო-ში და სწორედ ახლა დადგა დრო, ნატო-მ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ალიანსში გაწევრიანებაზე"
„რა დროს ტელეფონია? ცოცხალი და თავისუფალი რომ ხარ არ გიხარიაო? - ბოლოს, რომ დარწმუნდა "გიჟი" ვარ, დიღმის პოლიციაში გადამამისამართა, იქ დაწერე განცხადებაო“
„მიხეილ სააკაშვილის და ჯო ბაიდენის ერთობლივი კომერციული ინტერესები ეხება ანაკლიის პორტს, რომელიც მომგებიანი ბაიდენისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ სააკაშვილი დაბრუნდება პრეზიდენტად“
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი NDI- ის პრეზიდენტს შეხვდა
დავით ზალკალიანი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
„მე პირადად ვანო მერაბიშვილთან არც სალაპარაკო მაქვს, არც მოსალაპარაკებელი - ახლა არის სასჯელმოხდილი მოქალაქე, რომელსაც აქვს თავისუფლება, აკეთოს ის, რაც მოუნდება”
„სხვა საქმეზე ვიყავი კიევში ჩასული და მსოფლიოში ცნობილ რეფორმატორს და მაღალი დონის პოლიტიკოსს რომ შევხვდებოდი, ამაში ორი აზრი არ არსებობს“
„მე მგონი ხალხი დავაბნიეთ, ვის მოედანზეა ბურთი ბოლოს და ბოლოს" - მამუკა მდინარაძე
"დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება, როგორც გონიერი და გამოცდილი, არ აჰყვება ემოციებს"
"ეს არის თავყრილობა, სადაც ადამიანები შავი ჭირივოთ ვერ იტანენ ერთმანეთს"- გოგა ხაინდრავა გაერთიანებულ ოპოზიციაზე
კორონავირუსის გამო, საელჩო კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
„ირანული სტატისტიკა 10-ზეა გასამრავლებელი, იქ მასშტაბური ეპიდემიაა - ჩვენ კი სამშენებლო ბიზნესს, რომლის უკანაც რუსულ-ირანული ინტერესებია, ქვეყანას ვწირავთ!“
ელჩი კელი დეგნანი NDI-ს პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა საქართველოს პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ