„სტალინური ეპოქის საბჭოთა რივიერის“ შიგნით: დანგრევის პირას მისული ოდესღაც ბრწყინვალე სანატორიუმები, რომლებშიც დღეს ლტოლვილები ცხოვრობენ“

ბრიტანული გაზეთი «Daily Mail» დღევანდელ ნომერში აქვეყნებს ჟურნალისტ ტედ ტორნჰილის სტატიას სათაურით „სტალინური ეპოქის საბჭოთა რივიერის“ შიგნით: დანგრევის პირას მისული ოდესღაც ბრწყინვალე სანატორიუმები, რომლებშიც დღეს ლტოლვილები ცხოვრობენ“. პუბლიკაცია კურორტ წყალტუბოს ეხება.


გაგაცნობთ მცირე შემოკლებით:


საქართველოს კურორტი წყალტუბო, რომელიც ოდესღაც „საბჭოთა რივიერად“ იყო ცნობილი, უნიკალური ღირსშესანიშნაობებითაა სავსე.


როგორც რადიო თავისუფალი ევროპის ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი ამბობს (იგი იანვრის ბოლოს სამი დღის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა), „წყალტუბოს შენობები იმ ქალბატონებს მოგვაგონებენ, რომლებიც ასაკოვანი არიან, მაგრამ ძველი დიდებულება და ბრწყინვალება მაინც შერჩენიათ... აქ თქვენ დაინახავთ ოდესღაც თვალწარმტაც ატრიუმებს და თვალისმომჭრელ ჭაღებს, ბროლისაგან დამზადებულს...“.


დღეს ამ შენობენში ლტოლვილები - იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები, ეთნიკური ქარტველები ცხოვრობენ, რომლებიც აფხაზეთიდან წყალტუბოში 1992-1993 წლების ომის შედეგად მოვიდნენ. 9 ათასამდე ადამიანი ყოფილ სახელმწიფო სანატორიუმებში არიან განტავსებულნი.


ახალზელანდიელმა ფოტოგრაფმა ამოს ჩაპლმა „დეილი მაილს“ თავისი შთაბეჭდილებები უამბო ქალაქზე, რომელიც ამჟამად მიტოვებული კურორტის შთაბეჭდილებას ტოვებს - ბევრი სანატორიუმი დანგრევის პირასაა მისული.


„ძალიან სამწუხარო სიტუაცია ვნახე. საერთოდ, საქართველო, სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებთან შედარებით, უფრო მეტად დაზარალდა. ასე რომ, წყალტუბო მთლიანობაში იმ ქვეყნის ზოგად ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც ფეხზე ჯერ ვერ დამდგარა ეკონომიკურად“, - ამბობს იგი.


„სანატორიუმებში ადამიანები ცხოვრობენ, იქ ასაკოვანი ქალბატონებიც არიან, რომლებიც ჭერზე დაკიდებული ბროლის ჭაღების ფონზე დააბიჯებენ მიტოვებულ დარბაზებსა და ვესტიბიულებში და კონტრასტულ სურათებს წარმოადგენენ. უშუალოდ ოთახებში კი მათ საკმაოდ კარგი პირობებია აქვთ შექმნილი - არის ტელევიზორი, ავეჯი... მოკლედ, ის, რასაც თქვენ თბილისის საშუალო კლასის ოჯახში ნახავთ. ეს ოთახები კონსტრასტულია იმ შენობების ფასადებთან შედარებით, სადაც ისინი ცხოვრობენ.


როგორც ფოტოგრაფი ამბობს, ქალაქში ორი სანატორიუმი მუშაობს და კარგ მდგომარეობაშია: „მე თვითონ მივიღე ცხელი ტალახის აბაზანა“, - თქვა მან.


ფოტოგრაფი წყალტუბოში იმიტომ ჩავიდა, რომ გავრცელდა ინფორმაცია - საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კურორტის აღდგენას აპირებსო. აშენდება აგრეთვე ახალი საცხოვრებელი კორპუსები, ლტოლვილების შესასახლებლად.


ამოს ჩაპლის თქმით, ლტოლვილები ამ პროექტს მიესალმებიან, თუმცა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი მასშტაბური ძარცვა საქართველოს ისტორიაში არ მომხდარაო.


-----------

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: «Daily Mail» (დიდი ბრიტანეთი)

https://www.dailymail.co.uk/travel/travel_news/article-7999245/Photographer-Amos-Chapple-goes-inside-abandoned-Soviet-sanatoriums-Georgias-Tskaltubo.html

 





მსგავსი სიახლეები
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პერსპექტივა
ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობა აღიარა
საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბევრად უფრო მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურეა, ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობა
რატომ კეტავენ ოკუპანტები გამშვებ პუნქტებს ცხინვალის რეგიონის მთელ პერიმეტრზე
„აღმოსავლეთის პარტნიორობა“: ჩიხი თუ ტრამპლინი ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე?“
"საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის განლაგებით, თეირანი და მოსკოვი გამოუვალ მდგომარეობაში მოექცევიან“
“პატრიარქმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ამ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვა”
„რუსულ საფრთხესთან გასამკლავებლად საქართველო დასავლეთისგან მეტ სამხედრო დახმარებას ითხოვს“
"კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას"
რა მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს მერაბიშვილი
„მოგზაურობა მიწისქვეშეთში: უფლისციხე - საქართველოს უძველესი მღვიმური ქალაქი“
„რუსეთის სამხედრო დაზვერვა საქართველოზე კიბერშეტევაში დაადანაშაულეს“- «Financial Times»
„შემდეგი ბათუმი იქნება: საქართველო დარტყმისათვის უნდა მოემზადოს“
„საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია, რომელიც დრომ დაადასტურა"
„საგაზაფხულო შეთავაზებები საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სამოგზაუროდ“ - Time Out Dubai
"პუტინი ნერვიულად რეაგირებდა იმ ხისტ რიტორიკაზე, რომელიც სააკაშვილმა აირჩია რუსეთის პრეზიდენტის მიმართ"
"მეოთხემ ხალხს თავი გაახსენა: გიორგი მარგველაშვილი დიდ პოლიტიკას უბრუნდება“
"სამი დღის განმავლობაში, სარფის საბაჟოზე, დიდი თოვლის გამო სატვირთო ავტომობილების გაშვება არ ხდებოდა"
გიორგი შენგელაია - ქართული კინოს „ახალი ტალღა“
შემობრუნება თბილისის ციდან: საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვა რუსეთს მილიარდობით რუბლი დაუჯდა, მაგრამ „რუსოფობიასთან“ ბრძოლა მაინც გრძელდება