„აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში 16 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა"

„2019 წელი, მთლიანობაში, პოზიტიური  იყო მთლიანად საქართველოს ეკონომიკისთვის, რადგან ჩვენი ეკონომიკა, მიუხედავად შიდა თუ გარე გამოწვევებისა და პრობლემებისა,  გაიზარდა მოსალოდნელზე მაღალი  ტემპით და ამ ნიშნით საქართველო უსწრებს რეგიონის მრავალ ქვეყანას. განსაკუთრებით დადებითად ვითარდებოდა ექსპორტი, რომელიც ასევე მაღალი ტემპით გაიზარდა და ბედნიერი ვარ, რომ ამ ეკონომიკურ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანეს პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარებმა - იმ საწარმოებმა, ვინც პროგრამის დახმარებით შეძლეს ამოქმედება, თავისი პროდუქციის ექსპორტზე გატანა თუ ადგილობრივი ბაზრისთვის შეთავაზება," - ამის შესახებ ნათია თურნავამ ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" წლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც  საწარმო „მეამა"-ში გაიმართა.

 

აღნიშნული საწარმო პროგრამის ერთ-ერთი წარმატებული ბენეფიციარია - „მეამა" პროგრამის ინდუსტრიული   კომპონენტის მხარდაჭერით გაიხსნა და მსოფლიოს მასშტაბით ერთადერთია, რომელიც ერთდროულად აწარმოებს როგორც ევროპული, ისე ამერიკული ფორმატის ყავის კაფსულებს. საწარმოში ამჟამად 120 ადამიანია დასაქმებული.

 

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, 2014 წლიდან დღემდე „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილია 500-მდე ქართული საწარმო,  350-მდე მცირე სასტუმრო, ხოლო მთელი საქართველოს მასშტაბით 6200 ოჯახზე მეტმა მიიღო მიკროგრანტები და შეძლო მცირე საოჯახო ბიზნესსაქმიანობის დაწყება.

 

„პროგრამამ შეიძინა ძალიან ბევრი მეგობარი, მომხრე და პოპულარობით სარგებლობს ქართველ ბიზნესმენთა შორის. ერთ მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ამ პროგრამის მხარდაჭერით და, რაც მთავარია, შეიქმნა 16 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი მთელ საქართველოში - ქალაქებსა თუ რეგიონებში," - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

მისივე ინფორმაციით, 2019 წელს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" მხარი დაუჭირა  350-მდე სხვადასხვა საწარმოსა თუ სასტუმროს პროექტს, მათ შორის იმ მცირე სასტუმროებს, რომლებსაც 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დასჭირდათ დახმარება. მინისტრის თქმით, ეს მაჩვენებელი სამჯერ უფრო მეტია, ვიდრე იმ პროექტების რიცხვი, რაც წინა, 2018 წელს იყო განხორციელებული და მხარდაჭერილი. 

 

საწარმო „მეამაში" გამართულ პრეზენტაციას მთავრობის, პარლამენტისა და საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის, ასევე, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოებას 2019 წლის ანგარიში და 2020 წლის გეგმები სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა წარუდგინა.





მსგავსი სიახლეები
"ჩვენი ეკონომიკის საფუძველია თავისუფალი და ძლიერი ქართული ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს"
ცნობილი გახდა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები
ერთი აშშ დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
"ლარი მისი ბუნებრივი წონასწორობისკენ მიდის"- გიორგი ცუცქირიძე
„საქართველო მოთხილამურეების სამოთხეა“ - CNN Travel
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 24 თებერვლის 17:00 საათისთვის
ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი თამბაქოს გაძვირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას უარყოფს
ქუთაისში, ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მზის პანელების მწარმოებელი ევროპაში ყველაზე დიდი ქარხანა გაიხსნა
„2022 წლამდე არანაირი ცვლილება არ იგეგმება სიგარეტზე - იმის განიუსება, რომ აქციზის განაკვეთი ოდესღაც შეიძლება 5 ლარი გახდეს, მთლად ჯანმრთელად არ გამოიყურება“
ერთი აშშ დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
"აზარტული თამაშებით გამოწვეული რისკების შესამცირებლად ფინანსთა სამინისტრო ახალ ინიციატივებზე მუშაობს"
„დარწმუნებული ვარ, აქაური ცალკეული საექსპერტო ჯგუფები და არასამთავროები დაიწყებენ იმის ტირაჟირებას, რომ წელს, პირველ კვარტალში, ეკონომიკური და ბიზნეს კლიმატი გაურესდება“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 19 თებერვლის 17:00 საათისთვის
"ბელარუსი დაინტერესებულია საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის პოტენციალით"
საქართველოში უმუშევრობა შემცირდა - საქსტატი
"უმუშევრობის დონის შემცირება არის შედეგი ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმებისა"- გიორგი ცუცქირიძე
ქართული ავტო-ლიფტი - პარკირების პრობლემის ახლებური გადაწყვეტა
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 18 თებერვლის 17:00 საათისთვის
Forbes: საქართველო 2020 წლის 20 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის
ვითიბი ბანკის ავტომბილით უზრუნველყოფილი სესხის პირობები გაუმჯობესდა