Forbes: საქართველო 2020 წლის 20 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის

 

გავლენიანი გამოცემა Forbes „ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებების“ (EBD) კონკურსის შესახებ წერს, რომლის მიხედვითაც თბილისმა მესამე ადგილი დაიკავა. ევროპის 20 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის საქართველოს დედაქალაქთან ერთად პარიზი, ვენა, მადრიდი, რომი, ათენი, როტერდამი და სხვა ტურისტულად პოპულარული ქალაქები დასახელდა.


საერთაშორისო კონკურსს პორტალი European Best Destinations 2009 წლიდან ატარებს, გამოკითხვაში 600 ათასზე მეტი ადამიანი იღებს მონაწილეობას. პორტალი 300-ზე მეტ ევროპულ ტურისტულ კომპანიასთან თანამშრომლობს.


საქართველოს დედაქალაქი კულტურის, გასტრონომიის, მრავალფეროვნებისა და არქიტექტურის მოყვარულთათვის იდეალური მიმართულებაა. თბილისი ნეო-კლასიკური, საბჭოთა და ულტა-თანამედროვე შენობებით გამოირჩევა. თუ ქართლის დედის ქანდაკებასთან ახვალთ განსაკუთრებული პანორამა გადაგეშლებათ, აქედან თქვენ დაინახავთ მშვიდობის ხიდს, მეტეხის ეკლესიას, აბანოებს და ახალ თეატრს.-წერს Forbes EBD-ზე დაყრდნობით.


ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია საქართველოს ცნობადობის ზრდის გაგრძელება იმ ქვეყნებში, რომლებიც საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. Forbes ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემაა მთელ მსოფლიოში, რომელსაც აშშ-ში 74 მილიონი მკითხველი ჰყავს, ხოლო დანარჩენ მსოფლიოში 50 მილიონზე მეტი. ეს არის საქარველოს დიდ წარმატება. ეს ნიშნავს, რომ სტრატეგიული ბაზრებიდან კიდევ უფრო მეტი მოგზაური ჩამოვა დედაქალაქში, ისე როგორც სხვა რეგიონებში, რაც შესაბამისად აისახება საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც გენერირებას მოახდენს უშუალოდ ტურიზმის ინდუსტრიიდან.“-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

 

 





მსგავსი სიახლეები
„ჰუალინგ ჯგუფმა“ StopCov ფონდში 100 000 ლარი გადარიცხა
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
9 სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის დაზღვევისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება
"მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში დაშვებული იქნება ისეთი საწარმოების საქმიანობა, რომლებიც არ საჭიროებენ დახურულ სივრცეში მუშაობას"
ვითიბი ბანკი, მომხმარებელს ფილიალში ვიზიტის საუკეთესო ალტერნატივას სთავაზობს
ქუთაისის ისტორიაში პირველად, 200 ათასი მცხოვრები 24-საათიან წყლის მიწოდებაზე გადავიდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საკუთარი სპეცტექნიკით, საქართველოს მასშტაბით სასურსათო ბაზრობებზე დეზინფიცირების სამუშაოებს ჩაატარებს
„ლაპარაკია დენის ვაუჩერზე - არის მეორე ნაწილი, რომ ბიზნესთან ერთად ვისაუბროთ, ჩვენ საშემოსავლოს ნაწილში დავუთმოთ, რათა მათ ხელფასის გადახდა გააგრძელონ“
„რომელიმე კომპანიის ცალეული ბიზნესინტერესები დღეს არის მეორე ხარისხოვანი - ყველამ ვიმოქმედოთ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“
„ლარსის მხრიდან მანქანები დაიძრა - სურსათის მომარაგების კუთხით არ არის წყვეტა, არ არის შეფერხება“
„საუბარია სოლიდურ დახმარებაზე როგორც სავალუტო ფონდისგან, ასევე, სხვა დონორი ორგანიზაციებისგან - ჩვენ აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ყოველდღიურად“
„ახალი საბანკო ტექნოლოგიებით ჩვენ შევძლებთ ამ გლობალური პანდემიის დამარცხებას და გადავალთ ახალ ციფრულ ერაში!“
„პრაქტიკულად ეს არის კოლაფსი - ასეთი ეკონომიკური პრობლემები 100 წელიწაში ერთხელ შეიძლება ხდებოდეს“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
საქართველო ხვალიდან საჰაერო მიმოსვლას სრულად წყვეტს
რუსეთმა შეიძლება პროდუქტის ექსპორტი შეწყვიტოს - რა ელის საქართველოს
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"პრემიერის დავალებით, საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის საკარანტინო ზონების შექმნას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოფს"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 18 მარტის 17:00 საათისთვის
„მიღებული გვაქვს დავალება, განვავითაროთ საკუთარი, განსაკუთრებით იმპორტის შემცვლელი წარმოება"