ე.წ. ანბანის სკვერის რეაბილიტაციასთან ერთად, მიმდებარე ტერიტორიაზე 18-მეტრიანი ავტობუსების გადასაჯდომი ჰაბი მოეწყობა

 

თბილისის მერიამ დიდ დიღომში არსებულ ე.წ. ანბანის სკვერში დაწყებული მშენებლობის დემონტაჟი უკვე მოახდინა და ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ, სკვერის აღდგენის სამუშაოებს დაიწყებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, მუნიციპალიტეტი ადგილობრივ მოსახლეობას დაპირდა, რომ აღნიშნულ პრობლემას მოაგვარებდა და სკვერი პირვანდელ ფუნქციას დაიბრუნებდა.

 

„იცით, რომ „გუდვილის“ტერიტორიაზე მდებარე ე.წ. ანბანის სკვერში გაცემული იყო სამშენებლო ნებართვა. არ ვიცი, რა პროექტი ხორციელდებოდა. აშენებული იყო ორსართულიანი შენობის კარკასი. ეს მიუღებელია და იცით, ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება. ჩვენ ადგილობრივ მცხოვრებლებს დავპირდით, რომ გამოვისყიდდით ამ ტერიტორიას ან ადგილმონაცვლეობას განვახორციელებდით და კონკრეტულ ადგილს  თავის სტატუსს დავუბრუნებდით. შესაბამისად, ჩვენ დაპირება შევუსრულეთ დიდი დიღმის მოსახლეობას. დღეს ეს კონკრეტული ტერიტორია მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. მშენებლობა გავაჩერეთდა დემონტაჟი მოვახდინეთ. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები, გაგვაქვს ნარჩენები და შემდეგ სკვერის მოწესრიგება-აღდგენასდავიწყებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

მისივე თქმით, სკვერის რეაბილიტაციასთან ერთად, მუნიციპალიტეტი მიმდებარე ტერიტორიაზე 18-მეტრიანი ავტობუსების გადასაჯდომჰაბს მოაწყობს.

 

„პარალელურად, მინდა გითხრათ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენ განვათავსებთ 18-მეტრიანი ავტობუსების გადასაჯდომჰაბს. ჩვენს გაცემულ დაპირებებს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით და ყველა დაპირება იქნება შესრულებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

 

 

 

 

 





მსგავსი სიახლეები
"შეიძლება იყოს ვიღაც, ვისაც კორონავირუსი მეორეჯერ დაემართება" - პაატა იმნაძე
"საიტი Stopcov.ge უკვე მოქმედებს აზერბაიჯანულ ენაზე და რამდენიმე დღეში საიტი ამოქმედდება სომხურ ენაზეც"
საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები მონტაჟდება
შიში, ძალიან დიდი თვალებით თუ სპეკულაციები ჟამიანობის დროს?
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, მე-10 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 25 მარტს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს
„დიდი იმედი მაქვს, რომ ინგა გრიგოლიაც და მისი კოლეგებიც ამ ყველაფრიდან დასკვნებს გამოიტანენ და მოინანიებენ, რასაც სჩადიოდნენ, ღიად და მიზანმიმართულად ეკლესიისა და უფლის წინააღმდეგ!“
„ეს საქართველოს მტერია! - იგი მარნეულისა და ჰუჯაბის ეკლესიას უჩივის, აზერბაიჯანელების მარნეულში ქუჩებში ნაკურთხი წყალი რატომ აპკურა და მთებზე ჯვრები რატომ აღმართაო!“
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 407,660 ადამიანი - ვირუსს ემსხვერპლა 18,250 პაციენტი
„ანტონიუ გუტერეში დიდი ოცეულის წევრი ქვეყნების ლიდერებს მიმართავს და კორონავირუსის გავრცელების ფონზე, მოუწოდებს, გააუქმონ სანქციები“
„კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი ახალი პაციენტიდან ერთი ინფექციურ საავადმყოფოშია განთავსებული და ამ ეტაპზე არ ფასდება როგორც პრობლემური“
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა
დედაქალაქის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება
"ტელესკოლის“ ფარგლებში, ყველა მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა მოისმინოს ძალიან საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში - განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა წვდომა ინტერნეტთან“
დეფიციტი მედიკამენტებზე არ შეიქმნება - GM Pharma-ს (ჯი-ემ-პი) მიმართვა მოსახლეობისადმი კორონავირუსულ პანდემიასთან დაკავშირებით
„დიო“ მომხმარებელთა მომსახურებას ონლაინ რეჟიმში კვლავ განაგრძობს!
"ორბი ჯგუფი" განცხადებას ავრცელებს
„ოთხი ახალი ინფიცირებული ამერიკიდან არიან ჩამოსული - ეს არის ახალი კლასტერი, თუმცა არა შიდა გადაცემა“