"პუტინი ნერვიულად რეაგირებდა იმ ხისტ რიტორიკაზე, რომელიც სააკაშვილმა აირჩია რუსეთის პრეზიდენტის მიმართ"

 

უკრაინის პოპულარულ გამოცემა ევროპეისკაია პრავდა“-ში («Европейская правда») გამოქვეყნებულია ინტერვიუ ცნობილ ამერიკელ პოლიტიკოსთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ სპეციალურ წარმომადგენელთან უკრაინის საქმეებში კურტ ვოლკერთან, რომელსაც ჟურნალისტი სერგეი სიდორენკო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ყოფნის დროს ესაუბრა.


ინტერვიუში დასმული კითხვები მოვლენათა ფართო სპექტრს ეხება - უკრაინის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, დონბასის პრობლემას და ა.შ. ეს კურტ ვოლკერის პირველი ვცელი ინტერვიუა შარშანდელი გადადგომის შემდეგ.


რუსეთ-უკრაინის ურთიერთობაზე საუბრისას კურტ ვოლკერი ამბობს, რომ საჭიროა გაირკვეს, როგორი პასუხები უნდა იქნეს გაცემული რუსეთის ანტიუკრაინულ გამოხდომებზე, როგორ უნდა დაუპირსპირდეს კიევი მოსკოვურ აგრესიულ პოზიციას, როგორი ტაქტიკითა და სიტყვებით უნდა ისარგებლო რუსეთთან მიმართებით.


„მე ახლა ერთ მაგალითს მოვიყვან, რომელიც უკრაინას არ ეხება, მაგრამ ჩემთვის კარგადაა ცნობილი საქართველოსთან მიმართებით. როგორც იცით, მე გარკვეული გამოცდილება მაქვს საქართველოსთან დამოკიდებულებაში. მე მართლაც ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილმა ბევრი რამ კარგი გააკეთა თავისი ქვეყნისათვის, გაატარა რეფორმები, ეფექტურად აწყობდა ურთიერთობას აშშ-სთან და ევროპასთან...


მაგრამ ვლადიმერ პუტინი უკიდურესად ნერვიულად რეაგირებდა იმ ხისტ რიტორიკაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა აირჩია რუსეთის პრეზიდენტის მიმართ.  ნერვიულად კი არა, უფრო აგრესიულად. ჩემი აზრით, ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, ერთ-ერთი შემადგენელი იმისა, თუ რატომ დაიწყო დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წელს და რის შემდეგაც შეუძლებელი გახდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება კი რუსეთთან დამოკიდებულებაში სხვაგვარი რიტორიკით სარგებლობს... თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თბილისმა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე ხელი ჩაიქნია ან რუსეთის აგრესია დაივიწყა...“, - ამბობს ინტერვიუში კურტ ვოლკერი.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

 

 





მსგავსი სიახლეები
„საქართველო „კოვიდ-19“-ს გააფთრებული ებრძვის“- Euractiv
„მარნეულში და ბოლნისში მკაცრი კარანტინია გამოცხადებული, რეგიონში სამხედრო ნაწილებია შეყვანილი“.
რუსეთის 300 მოქალაქე საქართველოში შემოსვლის უფლებას ითხოვს
"ირანის მთავრობა ელოდება, რომ მისი მეგობარი საქართველო სთხოვს აშშ-ს, რომ..." - რა მისწერა ირანელმა დიპლომატმა გახარიას?
"კორონავირუსის ფონზე უფალი ცდილობს, რომ მორწმუნეებამდე ინტერნეტით, ონლაინ-რეჟიმში მივიდეს"
ჩილდირ-აქტაშის საბაჟოს საერთაშორისო გადაზიდვების ახალი მისამართები
ჩაშლის თუ არა კორონავირუსი ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას
"თბილისელი მღვდლები ქალაქს ნაკურთხ წყალს ასხურებენ" - ნეზავისიმაია გაზეტა
სომხეთსა და საქართველოს შორის სატვირთო გადაზიდვები არ წყდება
"გასასვლელი პუნქტები თურქეთ-საქართველოს საზღვარზე დაიხურა"
„რატომ ვერ შეძლო თურქეთმა ნატოს წესდების მეხუთე მუხლის ამოქმედება“
"შეთანხმების რეალიზება საფრთხის ქვეშაა: ოპოზიცია და ხელისუფლება შეიძლება წინა სტატუს-ქვოს დაუბრუნდეს“
“ძილისთვის 3-4 საათი გვაქვს... იმედია, გადავრჩებით”, - რას უძლებენ ქართველი ექიმი-ინფექციონისტები
"რუსეთის ხელისუფლების მიერ დღეს მიღებული ზომები გასული საუკუნის 20-იან წლების გამოცდილებასაც ემყარება" -ბორის რევიჩი
რას წერს თურქული მედია თურქეთ-საქართველოს საზღვარზე მგზავრთა მოძრაობის შეზღუდვის ფაქტზე?
„საქართველოში საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს, თითო დღეს აქვს მნიშვნელობა“.
რა შეზღუდვების აუცილებლობის წინაშეა ქართული საზოგადოება
"რა მოხდება თუ მე აშშ-ში, ჩემს სახლში დაბრუნებას დავაპირებ მომავალ კვირაში?“ - Financial Times
„კავკასიური მანევრები: როგორც ცდილობს საქართველო ნატოში გაწევრიანებას“
„კორონავირუსმა სომხეთის ტურისტული სფერო ძალზე დააზარალა, საქართველოსთან საზღვრის დახურვა არ შეიძლება, ის ღია უნდა იყოს“